From Wikipedia, the free encyclopedia
სიუდად-დელ-ესტე (ესპ. Ciudad del Este) — სიდიდით მეორე ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარანის დეპარტამენტის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე პარანაზე. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 320 872 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიუდად-დელ-ესტე Ciudad del Este | |||||
| |||||
ქვეყანა | პარაგვაი | ||||
დეპარტამენტი | ალტო-პარანა | ||||
კოორდინატები | 25°31′00″ ს. გ. 54°37′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 3 თებერვალი, 1957 | ||||
ფართობი | 104 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 178 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||||
მოსახლეობა | 320 782 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 3,100 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 061 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7000 | ||||
ოფიციალური საიტი | mcde.gov.py | ||||
ქალაქი 1957 წელს დაარსდა მდინარე პარანის ნაპირებზე, ბრაზილიის საზღვართან. იმ დროისთვის მას პუერტო-ფლორ-დე-ლისი ერქვა, მაგრამ მოგვიანებით, დიქტატორ ალფრედო სტრესნერის პატივსაცემად პუერტო-სტრესნერი ეწოდა. 1989 წელს მისი დამხობის შემდეგ, ქალაქს ამჟამინდელი სახელი — სიუდად-დელ-ესტე (აღმოსავლეთის ქალაქი) ეწოდა.
ქალაქი ე. წ. „სამი საზღვრის ზონას“ — თავისუფალი ვაჭრობის ზონას მიეკუთვნება; აქედან გამომდინარე, ყველაზე მიმზიდველი ადგილები ქალაქში მისი მაღაზიებია.
გრძელი ქუჩები ქალაქს გარეუბნებისგან გამოჰყოფს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს უცხოელები შეადგენენ: ტაილანდელები, კორეელები, არაბები და ირანელები, რის გამოც, ქალაქში ბევრი მეჩეთი და პაგოდებია.
აღსანიშნავია, რომ გაეროში მხარდაჭერის სანაცვლო, ქალაქის მუნიციპალური შენობა ტაივანის მთავრობამ ააშენა, რის გამოც მის თავზე ტაივანის დროშა ფრიალებს.
სიუდად-დელ-ესტეს სიახლოვეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, ქალაქმა ზრდა დაიწყო. მდინარე პარანაზე გადებულმა ე. წ. „მეგობრობის ხიდმა“ სიუდად-დელ-ესტე მეზობელ ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუს დაუკავშირა. ხიდი 1965 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 552 მეტრია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.