4 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 155-ე დღე (ნაკიან წლებში – 156-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 210 დღე.
- ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
- 1039 : ჰენრი III საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
- 1098 : თურქმა სელჩუკებმა ჯვაროსნების მიერ ახლად აღებულ ანტიოქიას ალყა შემოარტყეს.
- 1615 : სიოგუნი ტოკუგავა ოსაკას ციხეს იღებს.
- 1716 : ლუიზიანაში პირველად ჩაიყვანეს აფრიკელი მონები.
- 1783 : ძმები მონგოლფიეეები საჰაერო ბურთის დემონსტრაციას ახდენენ.
- 1794 : ბრიტანეთის ძალებმა პორტ-ო-პრენსი აიღეს ჰაიტიზე.
- 1800 : ვაშინგტონში დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა. მისი პირველი ბინადრები იყვნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე.
- 1817 : მთავრობის განკარგულებით ოდესას თავისუფალი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
- 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
- 1878 : კვიპროსის შეთანხმება: ოსმალეთმა კვიპროსი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
- 1912 : მასაჩუსეტსი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდა.
- 1917
- ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პირველად პულიცერის პირველი პრემიები გაიცა: ლორა რიჩარდსი, მოდ ელიოტი და ფლორენსე ჰოლი გახდნენ პირველი ლაურეატები ბიოგრაფიისთვის, ჟენ ჟულს ჟუსერანი - ისტორიისთვის, ჰერბერტ სვუპი - ჟურნალიზმისთვის.
- დაარსდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
- 1918 : საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ბათუმის საზავო ხელშეკრულებას.
- 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესმა მიიღო მე-19 ჩასწორება აშშ-ის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
- 1928 : იაპონელმა აგენტებმა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ჟულინი მოკლეს.
- 1936 : ლეონ ბლუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტიოს მთავრობა ჩამოაგდო.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - მოკავშირეებმა რომი აიღეს.
- 1969 : ისრაელში მიიღეს კანონი რომლის მიხედვით ეროვნულ ვალუტას შეკელი ეწოდა.
- 1970 : ტონგამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1975: „როლინგ სტოუნზი“ გახდა პირველი დაავლური როკ ჯგუფი რომელმაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოცემული ფირფიტებისთვის ჰონორარი მიიღო.
- 1989 : ჩინეთის მთავრობამ პეკინში ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია ტანკებითა და ჯარისკაცებით.
- 1989 : ომის შემდეგ პოლონეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში სოლიდარობის პარტიის გამარჯვებამ ანტი-კომუნისტური რევოლუციების ტალღა ააგორა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
- 2000: შრი-ლანკის მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში დემონსტრაციების გამართვის შეზღუდვა.
- 2010 : იუკიო ჰატოიამას გადადგომის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი დემოკრატი ნაოტო კანი გახდა.
- გაერო: აგრესიის მსხვერპილი უმანკო ბავშვების დღეა