Remove ads
ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia
ფლუმინენსე (პორტ. Fluminense Football Club) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ რიო-დე-ჟანეიროდან. ჩამოყალიბდა 1902 წლის 21 ივლისს. ასპარეზობს კარიოკას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში.[2][3] ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბად. არის ბრაზილიის ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბთა ორგანიზაციის — „ცამეტთა კლუბის“ (პორტ. Clube dos Treze, Clube dos 13) თანადამფუძნებელი. „ფლამენგოს“, „ბოტაფოგოსა“ და „ვასკო და გამასთან“ ერთად შედის რიო-დე-ჟანეიროს შტატის საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. Ibope-ს და Datafolha-ს კვლევითი ინსტიტუტების მიერ 2004 და 2006 წლებში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით რიო-დე-ჟანეიროს შტატის ფეხბურთის მოყვარულთა შორის „ფლუმინენსეს“ ქომაგთა რიცხვი იმ დროისთვის ორი მილიონ ორასი ათას გულშემატკივარს ითვლიდა, ხოლო მთელი ბრაზილიის მასშტაბით და აგრეთვე, სხვა ქვეყნებში მაცხოვრებელ კლუბის ქომაგთა ჩათვლით მათი რაოდენობა 9 მილიონს აღწევდა.[4]
სრული სახელი | Fluminense Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
სამფეროვნები (პორტ. Tricolor Carioca) | |||
დაარსდა | 21 ივლისი, 1902 | |||
სტადიონი |
მარაკანა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია (ტევადობა: 78 838) | |||
პრეზიდენტი | მარიო ბიტენკური | |||
მწვრთნელი | ოდაირ ელმანი[1] | |||
ლიგა |
ბრაზილიის სერია A კარიოკას ჩემპიონატი | |||
2019 2019 |
ბრაზილიის სერია A, მე-14 კარიოკას ჩემპიონატი, მე-4 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.