Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორტალეზა (პორტ. Fortaleza „ციხესიმაგრე“) — ქალაქი ბრაზილიაში, სეარის შტატის დედაქალაქი. სიდიდით მე-5 ქალაქი ბრაზილიაში. წარმოქმნის ფორტალეზის აგლომერაციას. მიეკუთვნება ფორტალეზის ეკონომიკურ-სტატისტიკურ მიკრორეგიონს. მოსახლეობა შეადგენს 2 431 415 ადამიანს (2007 წლის მონაცემებით). ფართობი 313 140 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 7748,3 ად./კმ²-ზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ფორტალეზა | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
შტატი | სეარა | ||||
შიდა დაყოფა | Regional Executive Secretariat 1[1] , Regional Executive Secretariat 2[1] , Regional Executive Secretariat 3[1] , Regional Executive Secretariat 4[1] , Regional Executive Secretariat 5[1] , Regional Executive Secretariat 6[1] , Regional Executive Secretariat 7, Regional Executive Secretariat 8, Regional Executive Secretariat 9, Regional Executive Secretariat 10, Regional Executive Secretariat 11 და Regional Executive Secretariat 12[1] | ||||
კოორდინატები | 3°46′53″ ს. გ. 38°35′20″ დ. გ. | ||||
მერი | ლუიზიანი ლინსი | ||||
დაარსდა | 13 აპრილი, 1726 | ||||
პირველი ხსენება | 1726 | ||||
ფართობი | 313 140 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 21±1 მეტრი | ||||
კლიმატის ტიპი | ტროპიკული | ||||
მოსახლეობა | 2 431 415 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 7748,3 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | ფორტალეზას აგლომერაცია | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 85 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60000-000 | ||||
ოფიციალური საიტი | fortaleza.ce.gov.br | ||||
რუკაზე | |||||
ქალაქის სახელი დაკავშირებულია XVII საუკუნიდან არსებულ ნიდერლანდების ფორტ სხონენბორხთან (ნიდერლ. Schoonenborch).
ქალაქის დღესასწაული — 13 აპრილი.
იმ ადგილას, სადაც ახლა ფორტალეზა მდებარეობს, ევროპოლები პირველად ჩავიდნენ 1500 წლის 2 თებერვალს. ეს იყო ვისენტე პინსონის ესპანური ექსპედიცია, რომელმაც სანაპიროს დაარქვა '”სანტა-მარია-დე-ლა-კონსოლასიონი” (ესპ. Santa Maria de la Consolación). რადგანაც ამ დროისთვის უკვე მოქმედებდა ტორდესილასის შეთანხმება, ესპანეთის და პორტუგალიის გავლენის სფეროს მსაზღვრელი, არ მოხდა ამ გახსნის ოფიციალური აღიარება. კოლონიზაცია დაიწყო პორტუგალიამ, როდესაც პიერო კოელიო დე სოუზამ ააგო ფორტი ”სან ტიაგო” (პორტ. Fortim de São Tiago) მდ. ტიარას სათავესთან 1603 წელს. მოკლე დროში ბრაზილიის ჩრ.-აღ. სანაპირო დაიკავეს ნიდერლანდელებმა, რომლებმაც დააარსეს ფორტი ”სხონენბორხი”, პორტუგალიელებმა კი ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ გადაარქვეს სახელი და ”ფორტალეზა დე ნოსა სენიორა დე ასუნსაო” (პორტ. Fortaleza de Nossa Senhora da Assunção) უწოდეს. 1799 წელს პერნამბუკუს პროვინციას გამოეყო სეარა, ფორტალეზა კი - გახდა მისი დედაქალაქი.
კლიმატი
ფორტალეზა ხასიათდება ტიპური ტროპიკული კლიმატით, მაღალი ტემპერატურით და ტენიანობით, მთელი წლის განმავლობაში. კლიმატს ამსუბუქებს ოკეანის მხრიდან მომავალი ქარი. ყველაზე თბილი თვეებია - დეკემბერი და იანვარი. წვიმის სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება.
მცენარეულობა
ფორტალეზა იმყოფება ტროპიკული ტყეების არეალში.
2007 წლის მონაცემებით, ფორტალეზას მოსახლეობა შეადგენს - 3 427 000 ადამიანს. ამასთან სიმჭიდროვე 7588 ად./კმ². 2 087 043 ადამიანი (63,2 %) მულატია, 1 199 450 (34,0 %) თეთრკანიანი, 109 000 (2,4 %) ნეგროიდი, 30 000 (0,4 %) აზიური და ინდური წარმომავლობის.
ფორტალეზაში არის რამდენიმე უნივერსიტეტი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, მათ შორის ”სეარას სახელმწიფო უნივერსიტეტი” (პორტ. Universidade Federal do Ceará, UFC). სწავლება სკოლებასა და უნივერსიტეტებში, ისევე როგორც სრულიად ბრაზილიაში, მიმდინარეობს პორტუგალიურად, ხოლო ინგლისური და ესპანური ენების სწავლა შედის საშუალო სკოლის პროგრამაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.