From Wikipedia, the free encyclopedia
მიუნხენი (გერმ. München, ბავ. Minga) — ბავარიის თავისუფალი მხრის დედაქალაქი. 1,35 მილიონი მაცხოვრებლით მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენს გააჩნია თავისუფალი ქალაქის სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მიუნხენი München | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ბავარია | ||||
შიდა დაყოფა | ალტშტადტ-ლეელი, ლუდვიგსფორშტადტ-ისარფორშტადტი, მაქსფორშტადტი, შვაბინგ-ვესტი, აუ-ჰაიდჰაუზენი, ზენდლინგი, ზენდლინგ-ვესტპარკი, შვანთალერეჰე, ნოიჰაუზენ-ნიმფენბურგი, მოზახი, მილბერტსჰოფენ-ამ-ჰარტი, შვაბინგ-ფრაიმო, ბოგენჰაუზენი, ბერგ-ამ-ლაიმი, ტრუდერინგ-რიმი, რამერსდორფ-პერლახი, ობერგიზინგი, უნტერგიზინგ-ჰარლახინგი, თალკირხენ-ობერზენდლინგ-ფორსტენრიდ-ფიურსტენრიდ-ზოლნი, ჰადერნი, პაზინგ-ობერმენცინგი, აუბინგ-ლოხჰაუზენ-ლანგვიდი, ალახ-უნტერმენცინგი, ფელდმოხინგ-ჰაზენბერგლი და ლაიმი | ||||
კოორდინატები | 48°08′15″ ჩ. გ. 11°34′30″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | დიტერ რაიტერი | ||||
დაარსდა | 1158[1] [2] | ||||
პირველი ხსენება | 14 ივნისი 1158 | ||||
ფართობი | 310.71 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 519±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 512 491 (31 დეკემბერი, 2022)[3] | ||||
სიმჭიდროვე | 4 700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 089 | ||||
საფოსტო ინდექსი | 80331–81929[4] და 85540 | ||||
საავტომობილო კოდი | M და MUC[5] | ||||
ოფიციალური საიტი | https://stadt.muenchen.de/rathaus.html | ||||
მიუნხენის ადგილზე დასახლება VIII სუაკუნიდან იყო. 1158 წელს ბავარიის ჰერცოგმა ჰაინრიხ ლომმა მას ქალაქის უფლება უბოძა. XIII სუაკუნიდან 1871 წლამდე იყო ბავარიის დედაქალაქი. XVI საუკუნეში გახდა გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი. ოცდაათწლიანი ომის დროს ოკუპირებული იყო შვედების, ხოლო ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს ავსტრიის ჯარების მიერ. 1871 წლიდან ბავარიასთან ერთად შევიდა გერმანიის იმპერიაში. 1923 წლის ნოემბერში მიუნხენში მოეწყო ლუდის პუტჩი. 1933 წლამდე მიუნხენში იყო ნაცსტური პარტიის შტაბ-ბინა. 1938 წელს აქ მოაწერეს ხელი მიუნხენის შეთანხმებას. 1945-1949 წლებში შედიოდა გერმანიის ოკუპაციის ამერიკულ ზონაში.
1992/96 წლებში ქალაქის ახალი დაყოფის მიხედვით ქალაქი შემდეგ 25 რაიონად იყოფა:
|
|
მიუნხენში ჩატარებული ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება იყო მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადა 1972 წელს.
ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ზაფხულის 1972 წლის ოლიმპიადასთვის აშენებული ოლიმპიური პარკი.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანშნავია გვიანდელი გოთიკური ფრაუენკირზე (1466-1492), გვიანდელი რენესანსული სანქტ-მიხაელსკირზე (1583-1597), ბაროკოული თეატინერკირხე (1633-1767), ძველი რატუშა (1470), ნიმფენბურგის სასახლე (1663-1728), გლიპტოთეკა (1816-1830), ძველი პინაკოთეკა (1826-1836), ახალი რატუშა (1867-1908), ხელოვნების სახლი (1933-1937), XX საზაფულო ომიპიური თამაშების ნაგებობათა კომპლექსი (1968-1972).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.