Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა (გერმ. Deutsche Nationalbibliothek, DNB) — ცენტრალური საარქივო ბიბლიოთეკა და ეროვნული ბიბლიოგრაფიული ცენტრი გერმანიაში, რომლის დანიშნულებაა გერმანულ ენაზე არსებული ბიბლიოგრაფიული პუბლიკაციების და დოკუმენტაციების კოლექციონირება, მუდმივი არქივაცია, საფუძვლიანი დამუშავება და შენახვა.
ქვეყანა | გერმანია |
---|---|
ტიპი | ეროვნული ბიბლიოთეკა |
დაარსდა | 1912 |
მდებარეობა | |
ფილიალები | 2 |
კოლექცია | |
შეგროვებული ნივთი | სტანდარტული ბეჭდვითი ნამუშევრები, მათ შორის მიკროფორმები, აუდიოჩანაწერები და ციფრული პუბლიკაციები |
მოცულობა | 32.7 მილიონი ერთეული[1] |
მიღება და სარგებლობა | |
მკითხველი | 904 ათასი წელიწადში[2] |
სხვა ინფორმაცია | |
ბიუჯეტი | 52.3 მილიონი ევრო[1] |
დირექტორი | ელისაბედ ნიგემანი[3] |
პერსონალი | 622 |
საიტი | ოფიციალური |
გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა ხელს უწყობს და ავითარებს თანამშრომლობას და საგარეო ურთიერთობებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. იგი არის ბიბლიოგრაფიული სტანდარტების და წესების შემქმნელი გერმანიაში და აგრეთვე დიდ როლს თამაშობს ბიბლიოთეკების სტანდარტების განვითარებაში საერთაშორისო დონეზე.
საქმიანობის ძირითადი სფერო იყოფა ლაიფციგის და ფრანკფურტის დანაყოფებს შორის. თითოეული ცენტრი ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის წარმართვაზე. მესამე ცენტრი, გერმანიის მუსიკალური არქივი (გერმ. Deutsches Musikarchiv Berlin), დაარსებული 1970 წელს ბერლინში, დაკავებულია მუსიკალური ნამუშევრების არქივაციით (როგორც აუდიოჩანაწერების, ისევე ბეჭდვითი დოკუმენტების).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.