1990-იანები
ათწლეული From Wikipedia, the free encyclopedia
1990-იანი (ათას ცხრაას ოთხმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1990-იანები ან უბრალოდ ოთხმოცდაათიანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1990 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1999 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1960-იანები 1970-იანები 1980-იანები
– 1990-იანები – 2000-იანები 2010-იანები 2020-იანები |
წლები: | 1990 · 1991 · 1992 · 1993 · 1994 1995 · 1996 · 1997 · 1998 · 1999 |
1990-იანები აღინიშნებოდა გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებით, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევას და ცივი ომის დასასრულს მოჰყვა. ათწლეულის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 80-იანების რეცესიამ და პერსონალური კომპიუტერების გაჩენამ საშუალო კლასის ოჯახებში, რამაც თავის მხრივ, ინტერნეტი საყოველთაოდ ცნობილი გახადა. ინტერნეტმა თანამედროვე კულტურის რევოლუციურ განვითარებას შეუწყო ხელი და ინტეგრაციისა და მთელ მსოფლიოში პოპულარული კულტურის გავრცელების საქმეში მთავარ საშუალებად იქცა.
პერსონალური კომპიუტერების და ინტერნეტის გავრცელებამ ეკონომიკური წარმადობა გაზარდა, ხოლო თანაბარ ბაზარზე კერძო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი ამერიკელთა, სამხრეთ კორეელთა, ავსტრალიელთა და ევროპელთა პირადი კეთილდღეობის წინაპირობად იქცა.
მოვლენები
სარჩევი: 1990 1991 1992 1993 1994 1995 1996 1997 1998 1999
იანვარი
- 3 იანვარი : პანამის ყოფილი ლიდერი მანუელ ნორიეგა ჩაბარდა ამერიკის სამხედრო ძალებს.
- 7 იანვარი : პიზის დახრილი კოშკი საზოგადოებისთვის დაიხურა ავარიული მდგომარეობის გამო.
- 10 იანვარი : ტაიმ ვორნერი (ინგ. Time Warner) შეიქმნა კორპორაციათა ტაიმ და ვორნერ კომუნიკაციების შერწყმის შედეგად.
- 11 იანვარი : მასიური (200.000) დემონსტრაცია ლიტვის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.
- 13 იანვარი : დაგლას ვაილდერი ხდება პირველი აფრო-ამერიკელი შტატის მთავრობის მმართველი აშშ-ს ისტორიაში რიჩმონდში, ვირჯინია.
- 15 იანვარი : ათასობით ადამიანი იჭრება შტასის შტაბ-ბინაში ბერლინში პირადი ჩანაწერების სანახავად.
- 22 იანვარი : რობერტ ტაპპან მორის, ჯუნიორს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 1988 წელს ინტერნეტ ვირუსის გამოშვებისთვის.
- 25 იანვარი : ბერლინის კედელი იწყებს რღვევას.
- 27 იანვარი : ქალაქი ტირასპოლი, მოლდავეთის სსრ, აცხადებს დამოუკიდებლობას მცირე ხნით.
- 31 იანვარი : პირველი მაკდონალდსი (ინგ. McDonald's) იხსნება მოსკოვში, სსრკ.
მარტი
- 15 მარტი : გერმანია ფორმალურად იბრუნებს სრულ დამოუკიდებლობას ოთხი პოსტ-მმო ოკუპაციური ძალებისგან (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი).
- 31 მარტი : საქართველოში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. შედეგად, რეფერენდუმში მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
იანვარი
- 1 იანვარი : ხავიერ პერეს დე კუელიარის პენსიაზე გასვლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა ბუტროს ბუტროს-გალი.
- 1 იანვარი : სერბეთი და ხორვატია კონფლიქტის ზონაში გაეროს გეგმის თანახმად სამშვიდობო ძალების განლაგებას თანხმდებიან.
- 2 იანვარი : ზვიად გამსახურდიას ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება დამხობილად გამოაცხადა. იმავე დღეს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო.
- 6 იანვარი : თბილისში მთავრობის სახლზე შეიარაღებულ დაჯგუფებათა ორკვირიანი შეტევების შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სომხეთში გაიქცა. ხელისუფლება კი სამხედრო საბჭოს ხელში გადავიდა.
- 6 იანვარი : მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ გამოსცა დეკლარაცია დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. შემდგომში ეს ყოველივე გახდა ყარაბაღის ომის მიზეზი.
1993
- 1 იანვარი : ჩეხოსლოვაკია გაიყო ორ სახელმწიფოდ: ჩეხეთად და სლოვაკეთად.
- 20 იანვარი : ბილ კლინტონი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი.
- 26 იანვარი : ჩეხეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვაცლავ ჰაველი.
- 24 მაისი : ერიტრეამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ეთიოპიისაგან.
- 27 სექტემბერი : ქართველმა მებრძოლეებმა დაკარგეს სოხუმი. ამ დამარცხებით აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა და განცალკევდა საქართველოსგან. ქართველთა უკანასკნელი დასაყრდენი პუნქტი აფხაზეთში დარჩა კოდორის ხეობა.
1994
- 21 ივნისი : ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მანდატით განლაგდა რუსული სამხედრო კონტინგენტი.
- 20 ივლისი : ჩატარდა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია.
- 6 მაისი : ჩატარდა ლა-მანშის გვირაბის ინაუგურაცია.
- 26 ოქტომბერი : იორდანიამ და ისრაელმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
1995
1996
- 20 იანვარი : იასირ არაფატი აირჩიეს პალესტინის პირველ პრეზიდენტად.
- 3 ივლისი : რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს ბორის ელცინი.
- 20 ივლისი : ატლანტაში გაიხსნა 26-ე ოლიმპიური თამაშები.
- 5 ნოემბერი : აშშ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ბილ კლინტონი.
1997
- 2 მაისი : დიდ ბრიტანეთში ტონი ბლერი პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 12 მაისი : ხელი მოეწერა ხასავიურთის სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
- 17 მაისი : ლორან კაბილა გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი.
- 31 აგვისტო : პარიზში, ავტოავარიაში დაიღუპა უელსის პრინცესა დაიანა.
- 11 ნოემბერი : საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
1998
- 2 მაისი : ბრიუსელში დაარსდა ევროპის ცენტრალური ბანკი.
- 7 აგვისტო : ტერორისტები აფეთქებენ აშშ-ის საელჩოებს ტანზანიასა და კენიაში. მოკლულ იქნა 224, ხოლო მძიმედ დაშავდა 4500 ადამიანი
1999
- 1 იანვარი : შემოღებულ იქნა ევრო საბანკო ანგარიშსწორებისათვის.
- 10 იანვარი : ყაზახეთში მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც ხმების 79,78 % მიიღო.
- 12 მარტი : უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი NATO-ს წევრები გახდნენ.
- 24 მარტი-10 ივნისი : NATO-ს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ, მისი ავიაციების მიერ სერბეთის ქალაქების დაბომბვა. ოპერაცია ხშირად განიხილება როგორც უკანონო სამხედრო აგრესია. შედეგად NATO-ს კონტროლს დაექვემდებარა კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკა.
- 19 აპრილი : გერმანიის პარლამენტი დაბრუნდა ბერლინში.
- 27 აპრილი : საქართველო გახდა ევროპის საბჭოს 41-ე წევრი.
- 12 მაისი : ქართველი ალპინისტები ავიდნენ ევერესტზე.
- 17 მაისი : ე. შევარდნაძემ მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი.
- 4 ივნისი : მალაიზიის ადმინისტრაციული დედაქალაქი გახდა პუტრაჯაია.
- 26 აგვისტო : ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისი.
- 23 სექტემბერი : ჩინეთში აღმოაჩინეს ნაპოვნთაგან ყველაზე ძველი მუსიკალური საკრავი - 9000 წლის წინანდელი ფლეიტა.
- 20 დეკემბერი : პორტუგალიამ ჩინეთს დაუბრუნა მაკაო.
- 29 დეკემბერი : თურქმენეთში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
- 31 დეკემბერი : რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი თანამდებობიდან გადადგა.
კულტურა
მუსიკა
პიროვნებები
მსახიობები და სხვები
აქ წარმოდგენილია 1990-იან წლებში პოპულარულ მსახიობთა და გასართობი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელთა სახელები.
|
|
მუსიკოსები
|
ჯგუფები
|
|
რეკომენდებული ლიტერატურა
- Ash, Timothy Garton. History of the Present: Essays, Sketches, and Dispatches from Europe in the 1990s (2009) excerpts
- Bender, Thomas. "'Venturesome and Cautious': American History in the 1990s." Journal of American History (1994): 992-1003. in JSTOR
- Bentley, Nick, ed. British Fiction of the 1990s (Routledge, 2007)
- Cornia, Giovanni Andrea, Ralph van der Hoeven, and Thandika Mkandawire. Africa's recovery in the 1990s: from stagnation and adjustment to human development (St. Martin's Press, 1992)
- Harrison, Thomas. Music of the 1990s (2011) excerpt
- O'Neill, William. A Bubble in Time: America During the Interwar Years, 1989-2001 (2009) Excerpt
- Parratt, Catriona M. "About Turns: Reflecting on Sport History in the 1990s." Sport History Review (1998) 29#1 pp: 4-17.
- Sierz, Aleks. Modern British Playwriting: The 1990s: Voices, Documents, New Interpretations (A&C Black, 2012)
- Stiglitz, Joseph E. The roaring nineties: A new history of the world's most prosperous decade (Norton, 2004), economic history
- Turner, Alwyn. A Classless Society: Britain in the 1990s Aurum Press (2013)
- van der Hoeven, Arno. "Remembering the popular music of the 1990s: dance music and the cultural meanings of decade-based nostalgia." International journal of heritage studies (2014) 20#3 pp: 316-330.
- Yoda, Tomiko, and Harry Harootunian, eds. Japan After Japan: Social and Cultural Life from the Recessionary 1990s to the Present (2006).
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.