კეიტ უინსლეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი (ინგლ. Kate Elizabeth Winslet; დ. 5 ოქტომბერი 1975) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მსახიობი. სხვადასხვა დროს 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. დაჯილდოებულია კინომსახიობთა გილდიის, ბრიტანული კინოაკადემიის, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრემიებით; აგრეთვე 2-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრემიაზე და 3-ჯერ ოქროს გლობუსზე.
Remove ads
უინსლეტი პატარა ასაკიდანვე დაეუფლა დრამას. კარიერა დაიწყო 1991 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში. კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ზეციური არსებები“, რის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა უინსლეტის შემოქმედება დადებითად შეაფასეს. შემდეგ იყო ფილმები „გრძნობა და გონება“ და „ტიტანიკი“. ეს უკანასკნელი იქცა უინსლეტის კარიერაში ყველაზე უხვშემოსავლიან კინოდ.
2000 წლიდან მოყოლებული უინსლეტის კინოშემოქმედებას კინოკრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია შესრულებული როლები ფილმებში: „მარკიზ დე სადის კალამი“ (2000), „აირისი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004), „პატარა ბავშვები“ (2006), „მკითხველი“ (2008), „რევოლუციური გზა“ (2008). უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ New York Magazine-ის ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა დევიდ ედელშტეინმა აღნიშნა:
![]() |
„კეიტ უინსლეტი არის მისივე თაობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მსახიობი.“ |
კომერციული თვალსაზრისით უინსლეტის წარმატებული ნამუშევრებია რომანტიკული კომედია „შვებულება გადაცვლით“ და ანიმაციური ფილმი „ჩარეცხილი“ (ორივე 2006). ამ უკანასკნელში ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს.
Remove ads
ბიოგრაფია
კეიტ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში, მამამისის საცურაო აუზების კონტრაქტორის როჯერ უინსლეტისა და დედამისის მებუფეტეს სალი ბრიჯესის ოჯახში. ჰყავს ორი და და ერთი ძმა. ბებიამისი და ბაბუამისი დედის ხაზით, შესაბამისად ლინდა და არჩიბალდ ოლივერ ბრიჯესი იყვნენ რეპერტუარული თეატრის დამფუძნებლები და მმართველები. კეიტის უფროსი და ანა და უმცროსი და ბეთი აგრეთვე მსახიობები არიან. ჰყავს უმცროსი ძმა.
კეიტ უინსლეტმა 11 წლის ასაკში რედრუფის სკოლის თეატრში დაიწყო დრამის შესწავლა. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში. როგორც მსახიობმა კარიერა დაიწყო 1991 წელს, როდესაც მიიღო როლი ერთ-ერთ სატელევიზიო სერიალში. 1990-იანი წლების დასაწყისში პარალელურად გამოდიოდა თეატრშიც. უინსლეტის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა კინემატოგრაფში მოხდა 1994 წელს პიტერ ჯექსონის ფილმში „ზეციური ქმნილებები“. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო მაიკლ უინტერბოტომის ფილმში „ჯუდი“, რომელიც თომას ჰარდი რომანზე იყო დაფუძნებული. ვიქტორიანული ეპოქის შესახებ გადაღებულ ამ ფილმში უინსლეტმა შეასრულა როლი სიუ ბრაიდჰედის, სუფრაჟისტული მისწრაფებების ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც მისი ბიძაშვილი შეუყვარდება. კრიტიკის მიერ მოწონებულკი ფილმი კომერციულად ჩავარდა, მოიგო რა მხოლოდ 2 მილიონი აშშ დოლარი.[1][2] უინსლეტის შესრულება დადებითად შეაფასეს[3]
სხვადასხვა დროს მოუწია თამაში ფილმებში: „ტიტანიკი“, „მარკიზ დე სადის კალამი“, „დევიდ გეილის ცხოვრება“, „ჯადოსნური ქვეყანა“, „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“, „მეფის მთელი მხედრიონი“, „მკითხველი“ და სხვ. ოსკარი მიენიჭა შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. მოიპოვა 3 ოქროს გლობუსი და 2 ბაფტა, აგრეთვე გრემისა და ემის პრემია. ოსკარის პრემიაზე საერთო ჯამში 6-ჯერ იყო ნომინირებული.
Remove ads
პირადი ცხოვრება
სერიალ „ბნელი სეზონის“-ს გადაღებებზე გაიცნო მსახიობი სტივენ ტრედრი, რომელთანაც დაახლოებით 4 წელი ჰქონდა ურთიერთობა.[4] წყვილი ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა, თუმცა ურთიერთობა შეინარჩუნეს.[5] ფილმ „ტიტანიკის“ გადაღებებზე გაიცნო ლეონარდო დიკაპრიო, რომელთანაც დღემდე ახლო მეგობრობა აკავშირებს.[6] 1998 წლის 22 ნოემბერს უინსლეტი დაქორწინდა ჯიმ თრიპლეტონზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1997 წელს ფილმ „ექსპრესი მარაკეშში“ გადაღებებზე.[7][8] 2000 წლის 12 ოქტომბერს შვილი შეეძინათ. 2001 წლის 13 დეკემბერს წვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ წლებში უინსლეტს ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ სემ მენდესთან. ისინი დაქორწინდნენ 2003 წლის 24 მაისს.[7] 2003 წლის 22 დეკემბერს წყვილს შვილი შეეძინა.[7]
2010 წლის მარტში უინსლეტმა და მენდესმა გაყრის შესახებ განცხადება გააკეთეს.[9] დღეისათვის განქორწინებულები არიან.[10][11][12][13]
Remove ads
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads