ჯოდი ფოსტერი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჯოდი ფოსტერი

ჯოდი ფოსტერი (ინგლ. Jodie Foster; დ. 19 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი; ორგზის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი.

სწრაფი ფაქტები ჯოდი ფოსტერი, დაბადების სახელი ...
ჯოდი ფოსტერი
Thumb
დაბადების სახელი ალისია ქრისტიან ფოსტერი
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1962 (1962-11-19) (62 წლის)
ლოს-ანჟელესი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1966-დან დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1988 — ბრალდებულები

1991 — კრავთა დუმილი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
1988 — ბრალდებულები
1991 — კრავთა დუმილი

სესილ ბ. დემილის ჯილდო (2013)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი
1991 — კრავთა დუმილი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1976 — ბაგსი მელოუნი

1976 — ტაქსის მძღოლი
დახურვა

ბიოგრაფია

პირველი როლი 1970 წელს სატელევიზიო ფილმში „Menace on the Mountain“ ითამაშა, რომელსაც რამდენიმე დისნეის ნამუშევარი მოჰყვა. დიდი წარმატება 1976 წელს კინოფილმში „ტაქსის მძღოლი“ მოზარდი მეძავის როლმა მოუტანა, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციით. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციით ოსკარი 1988 წელს მიიღო ფილმში „ბრალდებული“ გაუპატიურების მსხვერპლის როლით. 1991 წელს შეასრულა კლერის სტარლინგის როლი ფილმში „კრავთა დუმილი“, რომელშიც სერიულ მკვლელს იძიებს, როგორც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტი. ამ როლით უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მეორე ოსკარი საუკეთესო მსახიობის ნომინაციით. მისი ფილმები და როლები ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოიცავს რა ტრილერებს, კრიმინალისტიკას, სასიყვარულო რომანს, კომედიას, საბავშვო ფილმებსა და მეცნიერულ ფანტასტიკას. გადაღებული აქვს სამი ფილმი.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1970ტფ Menace on the Mountain Menace on the Mountainსუელინ მაკვლერი
1973 ტომ სოიერი Tom Sawyer ბეკი ტეტჩერი
1974 ალისა აქ აღარ ცხოვრობს Alice Doesn't Live Here Anymoreოდრი
1976 ტაქსის მძღოლი Taxi Driverაირის სტესნმა
1976 ბაგსი მელოუნი Bugsy Maloneტალულა
1976 გიჟური პარასკევი Freaky Fridayანაბელ ენდრიუსი
1988 ბრალდებულები The Accusedსარა ტობიასი
1991 კრავთა დუმილი The Silence of the Lambsკლარის სტერლინგი
1994 ნელი Nellნელ კელტი
1997 კონტაქტი Contact ელეანორ ენ ეროუეი
2002 შიშის ოთახი Panic Roomმეგ ოლტმენი
2004 ხანგრძლივი ნიშნობა Un long dimanche de fiançaillesელოდი გორდი
2006 მოუხელთებელი Inside Manმადელინ ვაითი
2007 მამაცი The Brave Oneერიკა ბეინი
2011 ჟლეტა Carnage პენელოპა ლონგსტრიტი
2011 თახვი The Beaver მერედით ბლეკი
2013 ელისეს მინდვრები Elysiumთავდაცვის მინისტრი ჯესიკა დელაკური
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.