დემი მური

From Wikipedia, the free encyclopedia

დემი მური

დემი მური (ინგლ. Demi Moore; დ. 11 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი კინომსახიობი.

ტერმინს „მური“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მური (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები დემი მური, დაბადების სახელი ...
დემი მური
დაბადების სახელი დემეტრია ჯინ გინესი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1962 (1962-11-11) (62 წლის)
როზვილი, ნიუ მექსიკო, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981 დან დღემდე
მეუღლე(ები) ეშტონ კაჩერი (2005-2013)
დახურვა

ბიოგრაფია

დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.

კინო

ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.

1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.

2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორე ხარისხოვანი როლისთვის, იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.

პირადი ცხოვრება

დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 არჩევნები Choices ქორი
1982 შეყვარებული ახალგაზრდა ექიმები Young Doctors in Loveახალი პრაქტიკანტი
1982 პარაზიტი Parasiteპატრიცია უელსი
1984 რიოს დააბრალეთ Blame It on Rioნიკოლაი ჰოლისი
1984 არც თუ პატარა საქმე No Small Affairჯედ ეკერტი
1985 წმინდა ელმოს ცეცხლი St. Elmo’s Fireჯულზი
1986 სიბრძნე Wisdomკარენ საიმოსი
1986 ერთი გიჟური ზაფხული One Crazy Summer კასანდრა ელდრიჯი
1986 წუხანდელზე… About Last Night…დებბი
1988 მეშვიდე ნიშანი The Seventh Signები ქუინი
1989 ანგელოზები არ ვართ We’re No Angelsმოლი
1990 მოჩვენება Ghostმოლი ჯენსენი
1991 სულ უსიამოვნებები Nothing But Trouble დაიან ლაითსონი
1990 მოჩვენება Ghost სემ უიტი
1991 მეყასბის ცოლი The Butcher’s Wife მარინა ლემკე
1991 სასიკვდილო ფიქრები Mortal Thoughtsსინტია კელოგი
1992 რამდენიმე კარგი ბიჭი A Few Good Men ლეიტენანტი ჯოან გალოუეი
1993 უხამსი წინადადება Indecent Proposal დაიან მერფი
1994 გამოაშკარავება Disclosureმერედით ჯონსონი
1995 დრო და დრო Now And Thenსამანტა ალბერტსონი
1995 ალისფერი ასო The Scarlet Letterესთერ ფრინი
1996 ნაფიცი The Jurorენი ლერდი
1996 სტრიპტიზი Stripteaseერნინ გრანტი
1997 ჯარისკაცი ჯეინი G. I. Janeლეიტენანტი ჯორდან ო'ნილი
1997 ჰარის დეკონსტრუქცია Deconstructing Harryჰელენი
2000 ორი სიცოცხლე Passion of Mindმართა
2003 ჩარლის ანგელოზები – 2: სრული წინსვლა Charlie’s Angels: Full Throttleმედისონ ლი
2003 უილი და გრეისი Will and Graceსისი
2006 ბობი Bobbyვირჯინია
2006 ნახევარშუქი Half Lightრეიჩელ კარლსონი
2007 უნაკლოდ Flawlessლორა ქვინი
2007 მისტერ ბრუკსი Mr. Brooksდეტექტივი ტრეისი ეტვუდი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.