Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
The Smashing Pumpkins[2] — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩიკაგოში (ილინოისი) 1988 წელს. მასში თავდაპირველად შედიოდნენ ბილი კორგენი (წამყვანი ვოკალი, გიტარა) და ჯეიმზ აიჰა (გიტარა). სხვა წევრებს შორის იყვნენ დ'არსი რეცკი (ბას-გიტარა) და ჯიმი ჩემბერლინი (დასარტყმელი საკრავები). შემდგომში შემადგენლობაში მრავალი ცვლილება მოხდა, თუმცა კორგენი უცვლელ ლიდერად რჩებოდა. ამჟამად ჯგუფის მთავარი წევრები არიან კორგენი და ჯეფ შრედერი (რიტმული გიტარა).
The Smashing Pumpkins | |
---|---|
ჯგუფი 2019 წელს, Rock am Ring, გერმანია | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი |
აქტიური | 1988—2000, 2006—დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
ბილი კორგენი ჯეიმზ აიჰა ჯიმი ჩემბერლინი |
ყოფილი წევრები |
დ'არსი რეცკი მელისა აუფ დერ მაური მაიკ ბირნი ნიკოლ ფიორენტინო ჯეფ შრედერი |
საიტი | smashingpumpkins.com |
The Smashing Pumpkins ვიკისაწყობში |
უარი თქვა რა იმ დროის სხვა მუსიკოსების მიერ ამოჩემებულ პანკ-როკის მიმართულებაზე[3], The Smashing Pumpkins-მა ჟღერადობა ააგო უფრო რთული, გიტარაზე დამოკიდებული, გოთიკური როკის, მძიმე მეტალის[4], დრიმ-პოპის, ფსიქოდელიური როკის[4], პროგრესული როკის, შუგეიზინგის და, გვიანდელ ალბომებში, ელექტრონიკის ელემენტებზე. კორგენი ჯგუფის სიმღერების ძირითადი ავტორია. სწორედ მისი მუსიკალური ამბიციების და კათარზისული ტექსტების მეშვეობით ჩამოყალიბდა ალბომების და სიმღერების ტრადიცია. ზოგიერთი მათ უწოდებს „ბილი კორგენის ღამის კოშმარების ტკივილით და დაჟეჟილობებით სავსე მოხსენებებს.“[5]
The Smashing Pumpkins-მა მეინსტრიმულ წარმატებას მიაღწია მეორე ალბომით, Siamese Dream (1993). აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით და 1995 წლის ალბომით Mellon Collie and the Infinite Sadness მან მრავალი მსმენელი შეიძინა. უკანასკნელი Billboard 200-ში გამოსვლისთანავე პირველ ადგილზე მოხვდა და მხოლოდ აშშ-ში 20 მილიონი ასლის სახით გაიყიდა[6][7]. The Smashing Pumpkins იყო 1990-იანების ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული კოლექტივი. თუმცა, შიდა დაპირისპირებების, ნარკოტიკების გამო პრობლემების გამო, იგი 2000 წელს დაიშალა.
2006 წელს კორგენმა და ჩემბერლინმა ჯგუფი აღადგინეს და გამოსცეს Zeitgeist. 2007 და 2008 წელს, ტურნეს დროს მათ შეუერთდა ჯეფ შრედერი და ჩემბერლინი 2009 წლის დასაწყისში წავიდა. წლის ბოლოს კორგენმა დაიწყო ალბომების ახალი სერიის Teargarden by Kaleidyscope გამოშვება. მასში შედის სინგლები, EP-ები და ორი სრული ალბომი, ამ დროისთვის გამოცემული Oceania (2013) და Monuments to an Elegy (2014). 2016 წლისთვის კორგენი და შრედერი ჯგუფის ძირითადი წევრები იყვნენ, თუმცა ბილი მუშაობდა ყოფილ წევრებთანაც. ჩემბერლინი 2015 წლის ტურნეებში მონაწილეობს, აიჰა კი 2016 წლის კონცერტებზე გამოჩნდა. იმავე წლის შუა პერიოდში კორგენი აცხადებდა, რომ სურდა ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის კვლავ შეკრება, თუმცა ამის შესახებ სიახლეები არსად გაჟღერებულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.