From Wikipedia, the free encyclopedia
Discogs, შემოკლება სიტყვისგან discographies — საიტი და მონაცემთა ბაზა აუდიო ჩანაწერების, მათ შორის, კომერციული, პრომო და ბუტლეგური ან ლეიბლის გარეშე გამოცემული ჩანაწერების შესახებ. Discogs-ის სერვერები, რომლებზეც მიმაგრებულია დომენი discogs.com, ექვემდებარება Zink Media, Inc.-ს და მდებარეობს პორტლენდში (ორეგონი, აშშ). საიტზე განთავსებულია ინფორმაცია ყველა მუსიკალური ჟანრისა და ფორმატის ჩანაწერებზე, მათ შორის - გრამფირფიტის ფორმატში. Discogs ამჟამად შეიცავს ინფორმაციას თითქმის 4.25 მილიონი გამოცემის, 3 მილიონ შემსრულებლის, 510 მილიონზე მეტი ლეიბლის შესახებ. ინფორმაცია დამატებულია 168 ათასზე მეტი მომხმარებლის მიერ. დროთა განმავლობაში ეს ციფრი იზრდება.[2][3]
Discogs | |
---|---|
საიტი | discogs.com |
საიტის ტიპი | მუსიკა |
რეგისტრაცია | აუცილებელი არ არის |
ხელმისაწვდომი ენა | სხვადასხვა |
მფლობელი | Zink Media, Inc. |
შემქნელი | კევინ ლევანდოვსკი (მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი) |
შემოსავალი | 2,007 (2013 წლის 1 სექტემბრისთვის)[1] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.