From Wikipedia, the free encyclopedia
ბილი ჯო არმსტრონგი (ინგლ. Billie Joe Armstrong; დ. 17 თებერვალი, 1972) – ამერიკელი ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი, პანკ-როკ ჯგუფის Green Day-ს პროდიუსერი. ასევე არის ვოკალისტი და გიტარისტია ჯგუფებში Pinhead Gunpowder, The Network და Foxboro Hot Tubs.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბილი ჯო არმსტრონგი}} |
ბილი ჯო არმსტრონგი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ბილი ჯო არმსტრონგი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ვილჰელმ ფინკი, ღირსი სტრიხნინ ტვიჩი, ფინკი |
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1972 |
დაბ. ადგილი | ოკლენდი |
წარმოშობა | ოუკლენდი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
პანკ-როკი ალტერნატიული როკი პოპ პანკი ახალი ტალღა როკ-მუსიკა მძიმე როკი მძიმე მეტალი (პირველი წლები) |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები, ჰარმონიკა, მანდოლინა, ბას გიტარა |
აქტიური | 1986–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Reprise, Lookout!, Adeline, Recess |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Gibson Les Paul Junior Fernandes Stratocaster (ლურჯი) | |
ხელმოწერა | |
ბილი ჯო არმსტრონგი ვიკისაწყობში |
ბილი ჯო არმსტრონგი დაიბადა 1972 წლის 17 თებერვალს, პატარა ქალაქ როდეოში, კალიფორნიის შტატში. იყო ყველაზე უმცროსი 6 შვილიდან. მისი მამა, ენდი მტვირთავად მუშაობდა და ამავე დროს დროდადრო პატარა კლუბებში ასრულებდა ჯაზს. ბილის დედა, ოლი ჯექსონი ქალაქის ერთ–ერთი რესტორანში მუშაობდა მიმტანად. 1982 წლის სექტემბერში, როდესაც მომავალი ვარსკვლავი მხოლოდ 10 წლის იყო, მისი მამა ენდი კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ ბილის დედა გათხოვდა, რასაც ბილი საშინლად განიცდიდა და მამინაცვლისადმი უარყოფოთი დამოკიდებულება ჰქონდა.
სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო. ის ხშირად მიდიოდა საავადმყოფოში და პაციენტებს უტარებდა კონცერტებს. ბილიმ დაწერა თავის პირველი სიმღერა „Look For Love“, რომელიც ჩაწერა ადგილობრივ კომპანიაში Fiat Records. 12 წლის ასაკში დედამ ბილის პირველი ელექტროგიტარა აჩუქა.
12 წლის ასაკში ბილიმ გაიცნო მაიკ დირნტი სკოლის სასადილოში. ისინი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ღამღამობით ერთმანეთთან რჩებოდნენ ხოლმე, ისინი უსმენდნენ და ასრულებდნენ ისეთი როკებს, როგორიცაა ოზი ოსბორნი, დეფ ლეპარდი და ვან ჰალენი. დიდი გავლენა მოახდინა მათ შემოქმედებაზე ჯგუფმა „Bay Area“, 80–იან წლებში. 14 წლის ასაკში, ბილი ჯომ შექმნა თავისი პირველი სიმღერა („Why Do You Want Him?“), მოგვითხრობდა მის დედაზე და მამინაცვალზე. 1987 წელს ბილი ჯომ და მაიკმა ჯგუფში Sweet Children-ში მოიწვიეს დრამერი ჯონ კრიფტმაიერი (John Kriftmeyer),რომელმაც ფსევდონიმი აიღო ალ სობრანტი (Al Sobrante), და დაიწყეს მათი შემოქმედებითი კარიერა. მათი პირველი გამოსვლა შედგა კლუბ Rods Hickory Pit in Vallejo. 18 წლის ასაკში ბილიმ მიატოვა სკოლა(თითქმის ამთავრებდა)და მთელი თავის დრო მიუძღვნა sweet children-ს,მისი მოწოდება იყო მუსიკა.
1990 წელს დრამერი ალ სობრანტი წავიდა ჯგუფიდან. ბილი და მაიკი ეძებდნენ დრამერს. საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა ფრენკ რაიტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ როგორც „ტრი ქული“. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა შეიცვალა სახელი და დაირქვა Green Day. მაგრამ მაშინ ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. თავისი პირველი ტურნე ქვეყანაში ტრეს მამასთან ერთად, რომელიც ატარებდა მათ თავის ძველი სახლით ბორბლებზე.
მინეაპოლისში ბილიმ გაიცნო გოგონა სახელად ადრიანა ნესერი (Adrienne Nesser), რომელიც შემდეგ 1994 წლის 2 ივლისს მისი ცოლი გახდა. ქორწილის მეორე დღეს ბილიმ გაიგო რომ ადრიანა ორსულად იყო. 1995 წლის 28 თებერვალს ბილი ჯოს შეეძინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს ჯოი რომან-ი (Jooy Romane). 1998 წლის 12 სექტემბერს კი ცოლმა მას მეორე ბიჭი აჩუქა – ჯეიკობ დეინჯერი (Jacob Danger).
Green Day-ს გარდა, ბილი ჯო არმსტრონგი გამოდიოდა ისეთ ჯგუფებშიც როგორებიც Pinhead Gunpowder (სადაც დღემდე უკრავს), Blatz, Rancid (1 კონცერტი შეასრულა სიმღერის ავტორთან ერთად „Radio“), The Lookouts, Goodbye Harry და Corrupted Morals არიან.
მისი მთავარი როლი ჯგუფში არის გიტარაზე დაკვრა და რა თქმა უნდა ვოკალია. ასევე ბილი კარგად უკრავს პირის გარმონიკაზე, მანდოლინაზე, პიანინოზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმა მისცა ბარაკ ობამას.
2002 წელს ბილი ჯომ, მისი მეგობრის მეთიუ ფოქსის შემოთავაზებით, ითამაშა სერიალ Haunted–ის ერთ–ერთ ეპიზოდში, კერძოდ კი Simon Redux–ში.
1990 წელს მინესოტას ქალაქ მანკატოში, Green Day–ის ერთ–ერთ შოუზე ბილი შეხვდა ადრიანა ნესერს და ცოლად შეირთო 1994 წლის 2 ივლისს. ქორწინების მეორე დღეს არმსტრონგმა გაიგო რომ ადრიანა ორსულად იყო. პირველ შვილს, რომელიც დაიბადა 1995 წლის 28 თებერვალს ჯოი დაარქვეს, ხოლო მეორე ბიჭს, რომელიც 1998 წლის 12 სექტემბერს დაიბადა – ჯეიკობ დეინჯერ არმსტრონგი. ადრიანა არმსტრონგებთან ერთად Adeline Records–ის თანამფლობელია.
2010 წლის აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბილი ჯომ მხარი ბარაკ ობამას დაუჭირა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.