ცეზიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცეზიუმი[1][2] (ლათ. Caesium < caesius — „ცისფერი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 55, ატომური მასა — 132.90, tდნ — 28.5 °C, tდუღ — 671 °C, სიმკვრივე — 1.93 გ/სმ3. ძლიერ რბილი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი, მიეკუთვნება ტუტე ლითონებს. ბუნებაში გვხვდება სტაბილური იზოტოპის სახით. ხელოვნურად მიღებულია ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპები, რომელთა მასიური რიცხვებია 123-142, მათ შორის შედარებით მდგრადია (T1/2=30.17 წ). 1860 წელს ცეზიუმი აღმოჩენილია რ. ბუნზენისა და გ. კირხჰოფის მიერ. 1882 წელს ლითონური ცეზიუმი პირველად გამოყო შვედმა ქიმიკოსმა კ. სეტერბერგმა. ცეზიუმი ტიპური იშვიათი და გაბნეული ელემენტია. დედამიწის ქერქში ცეზიუმის საშუალო შემცველობაა 6996370000000000000♠3.7×10−4 (მასის მიხედვით). ცნობილია ცეზიუმის მინერალები, რომელთაგან მნიშვნელოვანია პოლუციტი და ავოგადრიტი. ნაერთებში ცეზიუმის ჟანგვის ხარისხია +1. ცეზიუმი ძლიერ აქტიური ლითონია, მასზე აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ფრანციუმი (). მისი ძლიერ აქტიურობის გამო მას ინახავენ წყალბადის ან არგონის ინერტული აირით ამპულებში. ჰაერზე სწრაფად აალებადია და წარმოქმნის ზეჟანგს — და ჭარბზეჟანგს . ჰაერის ნაკლებობისას მიიღება ოქსიდი . ცნობილია აგრეთვე ოზონიდი . წყალს, ჰალოგენებს, გოგირდს ცეზიუმი უერთდება აფეთქებით და წარმოქმნის შესაბამის ნაერთებს. გახურებისას ცეზიუმი ურთიერთქმედებს ფოსფორთან, სილიციუმთან, გრაფიტთან და სხვა. მაღალი ტემპერატურისა და წნევის დროს — წყალბადთან. ცეზიუმს ღებულობენ უშუალოდ მისივე მარილებიდან ვაკუუმთერმული აღდგენით. ცეზიუმს იყენებენ ფოტოკათოდების, ელექტროვაკუუმური ფოტოელემენტებისა და სხვათა დასამზადებლად.
ცეზიუმი |
55Cs |
132.90 |
6s1 |
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | ძლიერ რბილი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი | |||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Cs) |
132.90545196±0.00000006 132.90±0.01 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||||||||||||||
ცეზიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 55 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 1 ჯგუფი (ტუტე ლითონები) | |||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | s-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 6s1 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 18, 8, 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
28.5 °C (301.7 K, 83.3 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
671 °C (944 K, 1240 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 1.93 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 1.843 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||
კრიტიკული წერტილი | 1938 K, 9.4 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 2.09 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 63.9 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 32.210 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | −1, +1 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 0.79 | |||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 265 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 244±11 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
(+1e)167 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 343 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 70.0 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||
ცეზიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური მოცულობაცენტრირებული | |||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 6.140 Å | |||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 97 µმ/(მ·K) (25 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 32.21 ჯ/(K·მოლ) | |||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 35.9 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 205 ნომ·მ (20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | 3004720000000000000♠−28.0×10−6 სმ3/მოლ | |||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 1.7 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 1.6 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 0.2 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 0.14 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-46-2 | |||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | ლათინური სიტყვა caesius-იდან | |||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | რობერტ ბუნზენი და გუსტავ კირხჰოფი (1860) | |||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი მიმღებია | კარლ სეტერბერგი (1882) | |||||||||||||||||||||||||||||||||
ცეზიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
• |