From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოული (აღნიშვნა: ჯ, J) — ენერგიის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის, ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის პატივსაცემად. განმარტებით, 1 ჯოული არის ენერგია, რომლებიც იხარჯება 1 ნიუტონი ძალის მიერ რაიმე სხეულის 1 მეტრით გადაადგილებისას. სხვა ერთეულებთან მიმართებაში სამართლიანია შემდეგი თანაფარდობები:
ჯოული | |
---|---|
სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული. |
სიდიდე: | ენერგია. |
სიმბოლო (ქართ): | ჯ |
სიმბოლო (საერთ): | J |
ეპონიმი: | ჯეიმზ პრესკოტ ჯოული |
ეკვივალენტები: | |
SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 კგ მ2 წმ-2 |
გაუსის ერთეულებში | 107 ერგი |
1 ჯოული ასევე შეესაბამება შემდეგ ენერგიას/მუშაობას:
მიუხედავად იმისა, რომ განზომილების თვალსაზრისით კორექტულია ჯოულის გამოსახვა, როგორც ნიუტონი·მეტრზე, ასეთი მიდგომა სასურველი არ არის[1], რადგან შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ძალის მომენტთან. ენერგია და ძალის მომენტი ფუნდამენტურად განსხვავებული ფიზიკური სიდიდეებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად ერთნაირი განზომილება აქვთ. მაგალითად, თუ 1 ნ·მ ძალის მომენტს მივუმატებთ 1 ნ·მ ენერგიას, მივიღებთ (განზომილების მიხედვით) კორექტულ შედეგს, 2 ნ·მ, თუმცა ნათელია, რომ მიღებულ სიდიდესს არანაირი ფიზიკური აზრი არ აქვს.
ერთი ჯოული დაახლოებით ტოლია:
1 ჯოული არის:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.