From Wikipedia, the free encyclopedia
პლატინა[1][2] (ლათ. Platinum < ესპ. plata — „ვერცხლი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეათე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 78, ატომური მასა — 195.08, tდნ — 1768.3 °C, tდუღ — 3825 °C, სიმკვრივე — 21.45 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო ძნელდნობადი კეთილშობილი ლითონი. დაწვრილებით მისი თვისებები აღწერა ანტონიო დე ულოამ 1748 წელს (ესპანეთი).[3] სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს[4] და „platina del Pinto“ უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი“.[5] გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში, ხშირად იგი გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც ამ ლითონის 80 %-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე.
პლატინა |
78Pt |
195.08 |
4f14 5d9 6s1 |
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | მოვერცხლისფრო-მოთეთრო ძნელდნობადი ლითონი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Pt) |
195.084±0.009 195.08±0.02 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პლატინა პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 78 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 10 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f14 5d9 6s1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 17, 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1768.3 °C (2041.4 K, 3214.9 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
3825 °C (4098 K, 6917 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 21.45 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 19.77 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 22.17 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 510 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 25.86 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | −3, −2, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5, +6 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 2.28 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 139 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 136±5 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 175 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პლატინას სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური წახნაგცენტრირებული | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 2800 m/s (ო. ტ.) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 8.8 µმ/(მ·K) (25 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 71.6 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 105 ნომ·მ (20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | ×10−6 +201.9 სმ3/მოლ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმტკიცის ზღვარი | 125–240 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 168 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 61 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 230 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.38 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 3.5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 400–550 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 300–500 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-06-4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | Antonio de Ulloa (1735) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პლატინას მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს, სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალს და საიუვილერო ნაწარმს. თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.[6]
სახელწოდება პლატინა მიცემულ იქნა ესპანელი კონკისტადორების მიერ, რომლებიც XVI საუკუნის შუა ნახევარში პირველად სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორია) შეხვდნენ ახალ მეტალს, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა ვერცხლს (ესპანურად plata). რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „პატარა ვერცხლს“ (პალატინა ვერცხლზე ორჯერ იაფი ღირდა). ასეთი მიუღებელი (უცნაური) დასახელება აიხსნებოდა იმით, რომ პლატინა არის ერთადერთი ლითონი, რომელიც გადადნობას არ ექვემდებარებოდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნეს გამოყენება და ამიტომაც მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე.
დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.
პლატინის წარმოება ფხვნილის სახით დაიწყო 1805 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ უოლასტონის მიერ სამხრეთ ამერიკის საბადოებიდან. დღეს პლატინას იღებენ პლატინური მეტალების კონცენტრატიდან. კონცენტრატს ხსნიან სამეფო წყალში, რის შემდეგაც უმატებენ ეთანოლს და შაქრის სიროფს ჭარბი HNO3 მოსაშორებლად. ამ დროს აღდგება ირიდიუმი Ir3+ და პალადიუმი Pd2+. ხოლო შემდგომ ამონიუმის ქლორიდის დამატებით გამოყოფენ (NH4)2PtCl6. გამომშრალ ნალექს ავარვარებენ 800 - 1000 °C.
3(NH4)2[PtCl6] = 2N2 + 2NH3 + 18HCl + 3Pt
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.