From Wikipedia, the free encyclopedia
მოოსის სკალა, სიმაგრის მინერალოგიური სკალა — მინერალთა შეფარდებითი სიმაგრის ათბალიანი სკალა, რომელიც გამოიყენება მათი სიმტკიცის მიახლოებით განსასაზღვრად. სიმაგრე დგინდება გაკაწვრის მეთოდით. ეტალონებად მიღებულია ათი მინერალი, რომლებიც განლაგებული სიმაგრის ზრდადობით. სკალა შემუშავებულია 1811 წელს გერმანელ მინერალოგ ფრიდრიხ მოოსის მიერ.
მაგალითად, თუკი გამოსაკვლევი მინერალი გაიკაწრა იმ ეტალონით, რომლის სიმაგრეა 3, და თვითონ გაკაწრა ის ეტალონით, რომლის სიმაგრეა 2, მაშინ მისი სიმაგრე შეფასდება დაახლოებით 2,5-ით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.