Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარენჰაიტი (აღნიშვნა: °F) — ტემპერატურის საზომი ერთეული, რომელიც 1724 წელს შეიქმნა გერმანელი ფიზიკოს დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტის (1686 - 1736) მიერ. დღეს დღეისობით იგი ბევრ ქვეყანაში ჩანაცვლებულია სხვა ტემპერატურის საზომით რომელსაც ცელსიუსი ეწოდება. იგი მაინც გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში და ბელიზი-ში.
ფარენჰაიტის შკალის მიხედვით წყალი იყინება +32 გრადუსზე და დუღს +212 გრადუსზე (სტანდარტული ატმოსფერული წნევის) პირობებში. ნული გრადუსი განსაზღვრულია თერმომეტრის მოთავსებით ხსნარში, რომელიც შედგება ყინულის, წყლის და ამონიუმის ქლორიდისგან ანუ მარილისგან. ეს ხსნარი ავტომატურად დადის თავის ბუნებრივ ტემპერატურაზე, რომელიც მიღებულია როგორც 0 გრადუსი ფარენჰაიტის შკალაზე. 96 გრადუსი ფარენჰაიტის მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა. ფარენჰაიტმა შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვერცხლისწყალი დუღს 600 გრადუსზე. თუმცა დღეისთვის ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა მიღებულია რომ არის 98,6. მოგვიანებით ფარენჰაიტის ნაშრომებში მცირე ცვლილება შეიტანეს რადგან წყლის დუღილის ტემპერატურა, ყინულად ქცევის ტემპერატურაზე ზუსტად 180 გრადუსით მეტი გამოსულიყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.