ბორიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბორიუმი[1] (ლათ. Bohrium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილსეპტიუმი (ლათ. Unnilseptium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-რენიუმი (Eka-rhenium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეშვიდე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 107. ცნობილია იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვია 261-დან 272. მიღებული იზოტოპებიდან ყველაზე სტაბილური იზოტოპია — ბორიუმ-267 რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 17 წმ[2]. ელემენტს სახელი დაერქვა დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად.
ბორიუმი |
107Bh |
[270] |
5f14 6d5 7s2 |
Remove ads
Remove ads
ისტორია
1976 წელს 107-ე ელემენტის სინთეზის შესახებ პირველი განაცხადა იური ოგანესიანის ჯგუფმა დუბნიდან[3]. ამ ნამუშევარის მეთოდიკა მდგომარეობდა - ბისმუტ-209-ისა და ქრომ-54-ის ბირთვების შერწყმის რეაქციის სპონტანური დაყოფის პროდუქტების კვლევაში. ნაპოვნი იქნა ორი დამახასიათებელი ნახევარდაშლის დრო: 5 წმ. და 1—2 მლწმ. პირველი მიწერილი იყო ბირთვ 257105-ის დაშლაზე, რადგანაც ასეთივე ნახევარდაშლის პერიოდი იყო 105-ე ელემენტის მიღების რეაქციის პროდუქტებისათვის: 209Bi+50Ti, 208Pb+51V, 205Tl+54Cr. ნახევარდაშლის მეორე პერიოდი მიეწერა ბირთვს 261107, რომელსაც, მეცნიერების ვარაუდით, აქვს ორი დაშლა: სპონტანური დაშლა (20 %) და α-დაშლა, რომელიც იწვევს წარმოქმნილი ბირთვის 257105 სპონტანურ დაშლას ნახევარდაშლის პერიოდით 5 წმ.
1981 წელს გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა დარმშტადტის მძიმე იონების ინსტიტუტიდან (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI) გამოიკვლია იგივე რეაქციის პროდუქტები 209Bi+54Cr, და გამოიყენა უფრო დახვეწილი მეთოდიკა, რომელიც იძლეოდა საშუალებას აღმოეჩინა ნუკლიდების α-დაშლა და განესაზღვრათ მისი პარამეტრები. თავის ექსპერიმენტში GSI -ის მეცნიერებმა მოახდინეს ბირთვ 262107-ის α-დაშლის 5 მოვლენის იდენტიფიცირება, და მათი სიცოცხლის დრო შეაფასეს 4,7+2,3−1,6 წმ[4].
როგორც 107, 105 და 104 ელემენტების იზოტოპების შემდგომ კვლევამ აჩვენა, რეაქციაში 209Bi+54Cr მართლაც იბადება, ჩნდება ბირთვები 261107 და 262107[5]. მაგრამ 1976 წელს დუბნის მენიერების მიერ მიღებული ბევრი დასკნა გამოვიდა მცდარი. კერძოდ, ნახევარდაშლის პერიოდი 5 წმ ააქვს არა 257105, არამედ 258105[6]. 1/3 ალბათობით ეს ნუკლიდი განიცდის ბეტა-დაშლას და გარდაიქმნება 258104-ში, რომელიც ძალიან ჩქარა (ნახევარდაშლის პერიოდი 12 მლწმ) იყოფა სპონტანურად. ეს ნიშნავს, რომ დუბნის ჯგუფი აკვირდებოდნენ არა ბირთვ 262107-ის α-დაშლის პროდუქტებს, არამედ 261107[7]. იზოტოპ 261107-ის სიცოცხლის დრო თანამედროვე მონაცემებით შეადგენს 12 მლწმ., რაც შედარებით მეტია ვიდრე 1976 წელს დამტკიცებული დრო.
Remove ads
სახელწოდება
1992 წლის სექტემბერში დარმშტადტის და დუბნის მეცნიერებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 107 ელემენტს ეწოდოს «ნილსბორიუმი» დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად[8], თუმცა თავდაპირველად საბჭოთა მეცნიერები გეგმავდნენ «ნილსბორიუმი» 105-ე ელემენტისათვის ეწოდებინათ (ახლა ეს ელემენტი დუბნიუმია)[7]. 1993 წელს IUPAC-მა აღიარა გერმანელი მეცნიერების პრიორიტეტი 107-ე ელემენტის იდენტიფიკაციაში[7], და 1994 წელს თავის რეკომენდაციაში წარმოადგინა სახელწოდება «ბორიუმი», რადგანაც ქიმიური ელემენტების სახელცოდებები არასდროს არ შედგებოდა მეცნიერის სახელი გვარისაგან[9]. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნა 1997 წელს დანიელი ქიმიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ[10].
Remove ads
ცნობილი იზოტოპები
რესურსები ინტერნეტში
- ბორიუმი Webelements-ზე
- ბორიუმი ქიმიური ელემენტების პოპულარულ ბიბლიოთეკაში დაარქივებული 2018-12-03 საიტზე Wayback Machine.
- WebElements.com — Bohrium
- EnvironmentalChemistry.com — Bohrium
- Los Alamos National Laboratory — Bohrium დაარქივებული 2010-12-12 საიტზე Wayback Machine.
- ელემენტის სინთეზის შესახებ საიტზე ОИЯИ დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads