From Wikipedia, the free encyclopedia
დარმშტადტი (გერმ. Darmstadt) — ქალაქი გერმანიაში, ჰესენის ფედერალურ მხარეში, რაინ-მაინის მეტროპოლიური არეალის სამხრეთ ნაწილში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დარმშტადტი გერმ. Darmstadt | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ჰესენი | ||||
კოორდინატები | 49°52′00″ ჩ. გ. 8°39′00″ ა. გ. | ||||
მერი | Jochen Partsch | ||||
დაარსდა | 1330 | ||||
ფართობი | 122.07 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 144 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 162 243 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 06151, 06150 და 06159 | ||||
საფოსტო ინდექსი | 64283–64297 | ||||
საავტომობილო კოდი | DA | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.darmstadt.de/ | ||||
დარმშტადტის არეალის ქვიშიანი ნიადაგები, ინდუსტრიულად ნაყოფიერების გაზრდამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოისადეგარი იყო. ამის შემდეგ დაიწყო დასახლების ზრდა, XVI საუკუნეში კი ქალაქი ჰესენ-დარმშტადტის ცენტრი გახდა.
როგორც აყვავაბული, მზარდი საგრაფოს ადმინისტრაციულმა ცენტრმა, მომდევნო საუკუნეებში ქალაქმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. XX საუკუნეში, მზარდად მნიშვნელოვანი გახდა მრეწველობა (ძირითადად ქიმიური), სამეცნიერო და ელექტრონიკის სექტორები, რომლებიც დღესაც ქალაქის ეკონომიკის ძირითადი დარგებია. დარმშტადტს ასევე გააჩნია ფართო მესამეული განათლების სექტორი, სამი მთავარი უნივერსიტეტიტა და მრავალი ინსტიტუტით.
დარმშტადტი ერთ-ერთი იმ უიშვიათესი გერმანული ქალაქთაგანია, რომელიც არ მდებარეობს მდინარის ან ტბის ნაპირზე. ამავე დროს, ის ჰესენის ყველაზე მზიანი ქალაქია. მისგან ეწოდა სახელი ქიმიურ ელემენტ დარმშტადტიუმს (ატომური ნომერი 110).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.