![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/27/Actinium_sample_%252831481701837%2529.png/640px-Actinium_sample_%252831481701837%2529.png&w=640&q=50)
აქტინიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
აქტინიუმი[1][2] (ლათ. Actinium < ძვ. ბერძნ. ἀκτίς — „სხივი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 89, tდნ — 1227 °C, tდუღ — 3200±300 °C, სიმკვრივე — 10 გ/სმ3. 1899 წელს აქტინიუმი აღმოაჩინა ფრანგმა ქიმიკოსმა ა. დებიერნმა ურანის მადნის გადამუშავებისას მიღებულ ნარჩენებში. ცნობილია აქტინიუმის ათი იზოტოპი, რომელთა მასური რიცხვით 221-239-მდე; ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს
(ნახევრადდაშლის პერიოდი T1/2=21.8 წ). აქტინიუმი ბუნებაში გვხვდება ურანისა და თორიუმის მადნებში. აქტინიუმი მოვერცხლისფრო-მოთეთრო ლითონია. მაღალი რადიოაქტიურობის გამო სიბნელეში სუსტად ანათებს, ტენიან ჰაერში იფარება ჟანგის თეთრი აფსკით, რომელიც მას შემდგომ ჟანგისაგან იცავს. ნაერთებში აქტინიუმი 3-ვალენტოვანია, აქტინიუმის თითქმის ყველა მარილი თეთრი ფერისაა, ხსნარები კი — უფერო. ლანთანის მსგავსად აქტინიუმი იძლევა უხსნად ჰიდროჟანგს, ფოსფატს, ოქსალატს, კარბონატს და სხვა ნაერთებს. აქტინიუმთან (
) ბერილიუმის ნარევი ნეიტრონების წყაროა. ნეიტრონები წარმოიქმნება ბერილიუმის
ბირთვების დასხივებისას
-ის შვილური პროდუქტების მიერ გამოსხივებული α-ნაწილაკებით.
აქტინიუმი |
89Ac |
[227] |
6d1 7s2 |