![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bb/Radium226.jpg/640px-Radium226.jpg&w=640&q=50)
რადიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
რადიუმი[1][2] (ლათ. Radium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 88, tდნ — 700.0 °C, tდუღ — 1737 °C, სიმკვრივე — 5.5 გ/სმ3, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ბზინვარე ლითონი. ცნობილია რადიუმის იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვებია: 213, 215, 219-230. ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობისაა α-რადიოაქტიური
(T1/2≈1600 წ). ბუნებაში, როგორც ბუნებრივი რადიოაქტიური მწკრივის წევრები, გვხდება შემდეგი ელემენტები:
(იზოტოპის სპეციალური სახელწოდებაა აქტინიუმ-იქსი, სიმბოლო AcX),
(თორიუმ-იქსი, ThX),
და
(მეზოთორიუმი-I, MsThI). რადიუმი ტუტემიწა ლითონია, რომელიც ჰაერზე სწრაფად ფერმკრთალდება. ხასიათდება მაღალი ქიმიური აქტივობით.
რადიუმი |
88Ra |
[226] |
7s2 |