From Wikipedia, the free encyclopedia
ინდიუმი[1][2] (ლათ. Indium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის, მეცამეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 49, ატომური მასა — 114.82, tდნ — 156.59 °C, tდუღ — 2072 °C, სიმკვრივე — 7.31 გ/სმ3. თეთრი მბზინავი რბილი ლითონი. ბუნებრივი ინდიუმი შედგება ერთი სტაბილური (4.28%) და ერთი სუსტად რადიოაქტიური (95.7%) იზოტოპებისგან. 1863 წელს აღმოაჩინეს გერმანელმა მეცნიერებმა ფ. რაიხმა და ტ. რიხტერმა. მიეკუთვნება მსუბუქი ლითონების ჯგუფს. თავისი ქიმიური თვისებებით ახლოსაა ალუმინთან და გალიუმთან, შესახედაობით ჰგავს თუთიას.
ინდიუმი |
49In |
114.82 |
4d10 5s2 5p1 |
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | თეთრი მბზინავი რბილი ლითონი | |||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(In) |
114.818±0.001 114.82±0.01 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||
ინდიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 49 | |||||||||||||||||||||
ჯგუფი | 13 | |||||||||||||||||||||
პერიოდი | 5 პერიოდი | |||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | |||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Kr] 4d10 5s2 5p1 | |||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 18, 3 | |||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
156.59 °C (429.74 K, 313.87 °F) | |||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2072 °C (2345 K, 3762 °F) | |||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 7.31 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 7.02 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||
სამმაგი წერტილი | 429.74 K, ~1 კპა | |||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 3.281 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 231.8 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 26.74 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | −5, −2, −1, 0, +1, +2, +3 | |||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.78 | |||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 167 პმ | |||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 142±5 პმ | |||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 193 პმ | |||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 33,7 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||
ინდიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | ტეტრაგონალური მოცულობაცენტრირებული | |||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 1215 მ/წმ (20 °C) | |||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 32.1 µმ/(მ·K) (25 °C) | |||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 81.8 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 83.7 ნომ·მ (20 °C) | |||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | დიამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | ×10−6 −64.0 სმ3/მოლ | |||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 11 გპა | |||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 1.2 | |||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 8.8–10.0 მპა | |||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-74-6 | |||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | ფ. რაიხი და ტ. რიხტერი (1863) | |||||||||||||||||||||
პირველი მიმღებია | ტ. რიხტერი (1864) | |||||||||||||||||||||
ინდიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
• |
ინდიუმი აღმოაჩინეს გერმანელმა ქიმიკოსებმა ფერდინანდ რეიხმა (Ferdinand Reich) და თეოდორ რიხტერმა (Theodore Richter) 1863 წელს, თუთიის მატყუარის სპექტროსკოპიული კვლევის დროს[3][4]. ისინი ეძებდნენ ტალიუმს, თუმცა ამ ელემენტის მწვანე ხაზის მაგივრად იპოვეს უცნობი კაშკაშა ცისფერი ხაზი. შედეგად რიხტერის მიერ გამოყოფილ იქნა უმნიშვნელო რაოდენობის ლითონი, მაგრამ 1867 წ. მსოფლიო გამოფენაზე უკვე იყო წარმოდგენილი ნახევარკილოგრამიანი ინდიუმის ზოდი.[5]
ინდიუმის სპექტრში კაშკაშა ემისიური ხაზი — ინდიგოს ფერისაა.
ინდიუმის ატომის ელექტრონული სტრუქტურის გათვალისწინებით, ის მიეკუთვნება ჰალკოფილურ ელემენტებს (18 ელემენტი). ახლა ცნობილია მიახლოებით 10-მდე ინდიუმის მინერალი: თვითნაბადი ინდიუმი, როკეხიტი CuInS2, ინდითი FeIn2S4, კადმოინდითი (CdIn2S4), ჯალინდიტი In(OH)3, საკურანიტი (CuZnFe)3InS4. ძირითადად ინდიუმი გვხვდება იზომორფული მინარევების სახით, ადრეულ მაღალი რკინის შემცველობის სფალერიტში, სადაც მისი შემცველობა აღწევს პროცენტის მეათედ ნაწილს. ჰალკოპირიტების და სტანინების ზოგ სახეობებში ინდიუმის შემცველობაა პროცენტის ასეულ-ათელი ნაწილები, ხოლო კასიტერიტში და პიროტინში — პროცენტის მეათასედი ნაწილი. პირიტში და არსენოპირიტში და ზოგ სხვა მინერალებში ინდიუმის კონცენტრაცია გრამებია 1 ტონაზე. ინდიუმის სამრეწველო მიღებისათვის მნიშვნელობა აქვს სფალერიტს, რომელიც შეიცავს არანაკლებ 0,1 % ინდიუმს. ინდიუმი დამოუკიდებელ საბადოებს არ ქმნის, ის შედის სხვა ლითონების მადნების შემადგენლობაში. ყველაზე დიდი შემცველობა დაფიქსირებულია სხვადასხვა სახის კასიტერიტის და სულფიდურ-კასიტერიტულ საბადოებში. ინდიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს (კლარკი) 0,25 გრ/ტ (ის სამჯერ უფრო მეტჯერაა გავრცელებული ვიდრე ვერცხლი), ზღვის წყალში არის - 0,018 მგრ/ლ.[6]
მიიღებენ თუთიის, ტყვიის და კალის გადამუშავების შუალედური პროდუქტებიდან ან ნარჩენებიდან. ეს ნედლეული შეიცავს 0,001 %-დან 0,1 %-მდე ინდიუმს. პირველადი ნედლეულიდან აწარმოებენ ინდიუმის კონცენტრატს, კონცენტრატიდან — შავ ლითონს, რომელსაც შემდეგ არაფინირებენ. პირველად ნედლეულს ამუშავებენ გოგირდმჟავათი და ინდიუმი გადაჰყავთ ხსნარში, საიდანაც ჰიდროლიტიკური დალექვით გამოკოფენ კონცენტრატს. კონცენტრატიდან შავ ლითონს გამოჰყოფენ თუთიაზე და ალუმინზე ცემენტაციით. რაფინირებისათვის გამოიყენებენ სხვადასხვაგვარ მეთოდებს.
ინდიუმის ღირებულება 2006 წელს შეადგენდა მიახლოებით 700$ ერთ კილოგრამზე.
ბოლო წლებში ინდიუმის მსოფლიო გამოყენება სწრაფად იზრდება და 2005 წ. მიაღწია 850 ტონას.
ინდიუმი არ არის აღმოჩენილი სიცოცხლისათვის აუცილებელი ნაერთების შემადგენლობაში. თუმცა ამტკიცებენ, რომ ინდიუმის პრეპარატები ასტიმულირებენ მეტაბოლიზმს.
ბუნებრივი ინდიუმი შედგება ორი იზოტოპისაგან — სტაბილური 113In (იზოტოპური გავრცობადობა 4,29 %) და ბეტა-რადიოაქტიური 115In (95,71 %; ნახევარდაშლის პერიოდი 4,41×1014 წელი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.