რენიუმი[1][2] (ლათ.Rhenium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეექვსე პერიოდის, მეშვიდე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 75, ატომური მასა — 186.21, tდნ — 3186 °C, tდუღ — 5630 °C, სიმკვრივე — 21.02 გ/სმ3. ღია რუხი ფერის ლითონი. ბუნებრივი რენიუმი შეიცავს ორ იზოტოპს: სტაბილურს და სუსტად რადიოაქტიურს . 1871 წელს დ. მენდელეევმა იწინასწარმეტყველა 190 ატომური მასის მქონე ელემენტის (მანგანუმის ანალოგი) არსებობა და უწოდა მას „ტრიმარგანეცი“. 1925 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა ი. და ვ. ნოდაკებმა რენიუმი აღმოაჩნეს მინერალ კოლუმბიტში სპექტრული მეთოდით.
რენიუმი
75Re
186.21
4f14 5d5 6s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...