ნახშირბადი[1][2] (ლათ.Carboneum < ლათ.carbō— „ნახშირი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეორე პერიოდის, მეთოთხმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეოთხე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IVა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 6, ატომური მასა — 12.011; სიმკვრივე (თხევად მდგომარეობაში) — 2.08 გ/სმ3; ბუნებრივი ნახშირბადი შედგება ორი სტაბილური იზოტოპისაგან: (98.892%) და (1.108%). რადიოაქტიური იზოტოპებიდან ყველაზე მნიშვენლოვანია (T1/2=7003560000000000000♠5.6×103 წ). ხელოვნური გზით მიღებულია ნახშირბადის არამდგრადი ნუკლიდები, რომელთა მასური რიცხვი მერყეობს 8-23-ის შუალედში.
ნახშირბადი
6C
12.011
2s2 2p2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, სტანდ. ატომური წონა Ar°(C) ...