გერმანელი ქიმიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ვილჰელმ ბუნზენი (გერმ. Robert Wilhelm Bunsen; დ. 31 მარტი, 1811 — გ. 16 აგვისტო, 1899, ჰაიდელბერგი) — გერმანელი ქიმიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1862).
1841 წელს გამოიგონა ნახშირ-თუთიის გალვანური ელემენტი. 1852 წელს ამ ელემენტისაგან დამზადებული ბატარეის საშუალებით მიიღო ლითონური მაგნიუმი, ხოლო 1854-1855 წლებში შესაბამისი ქლორიდების ნადნობების ელექტროლიზით — ლითიუმი, კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი. 1854 წელს გერმანელ ფიზიკოს გ. რ. კირხჰოფთან ერთად ბუნზენმა დაიწყო სხვადასხვა მარილის ორთქლით შეფერილი ალის სპექტრის შესწავლა. 1859 წელს ამ კვლევის შედეგად საფუძველი ჩაეყარა სპექტრულ ანალიზს, რომელმაც ფართო გამოყენება პოვა ქიმიაში, ფიზიკასა და ასტრონომიაში. 1860 წელს სპექტრული ანალიზის მეშვეობით ბუნზენმა და კირხჰოფმა აღმოაჩინეს ცეზიუმი და 1861 წელს რუბიდიუმი. XIX საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს ბუნზენმა ინგლისელ ქიმიკოს ჰ. ე. როსკოსთან ერთად მუშაობდა ფოტოქიმიის საკითხებზე (ბუნზენ-როსკოს კანონი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.