From Wikipedia, the free encyclopedia
ანგოლა (პორტ. Angola), სრული ოფიციალური ფორმა — ანგოლის რესპუბლიკა (პორტ. República de Angola ʁɛˈpublikɐ dɨ ɐ̃ˈɡɔlɐ) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აღმოსავლეთით — ზამბია და კონგოს რესპუბლიკა (ექსკლავი კაბინდა). დასავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. ანგოლა პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა. გაეროს წევრია 1976 წლის 1 დეკემბრიდან. ქვეყანას თანამედროვე სახელი მისცა მისმა პირველმა პრეზიდენტმა აგოსტინიო ნეტომ. თარგმანში «ანგოლა» ნიშნავს წითელ ვარდს (ნეტო ხაზს უსვავდა ქვეყნის სოციალისტურ ორიენტაციას).
ანგოლის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: ლათ. Virtus Unita Fortior ქართ. ერთიანობა უზრუნველყოფს ძალას |
||||||
ჰიმნი: ანგოლა წინ! |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლუანდა 8°50′ ს. გ. 13°20′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჟოზე ედუარდო სანტუში | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 246 700 კმ2 (23-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 24 383 301 ად.[1][2][3] (72-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 25 789 024 ად. | ||||
- | სიმჭიდროვე | 20,69 კაცი/კმ2 (199-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $43.362 მილიარდი (82-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2,813 (126-ე) | ||||
აგი (2007) | 0.446 (დაბალი) (162-ე) | |||||
ვალუტა | კვანზა (AOA ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
ქვეყნის კოდი | AGO | |||||
Internet TLD | .ao | |||||
სატელეფონო კოდი | 244 |
თანამედროვე ანგოლის ტერიტორია დასახლებულია პალეოლითისა და ნეოლითის ხანიდან, ამ პერიოდის ძეგლები აღმოჩენილია ლუანდაში და ნამიბის უდაბნოში.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნის დასაწყისში ბუშმენებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოვიდნენ ბანტუს ტომები, რომლებიც ფლობდნენ ლითონის დამუშავების, კერამიკის წარმოების და სოფლის მეურნეობის წესებს[4].
პირველი პოლიტიკური ერთეული, რომელიც ჩამოყალიბდა თანამედროვე ანგოლის ტერიტორიის ნაწილზე იყო კონგოს სამეფო. იგი წარმოიშვა XIII საუკუნეში და გადაჭიმული იყო გაბონიდან მდინარე კვანზამდე და ატლანტის ოკეანედან მდინარე კვანგომდე. XVI-XIX საუკუნეებში კონგოს სამეფოს დაშლის შემდეგ ტერიტორიის ნაწილი ეკავა ლუნდას სამეფოს, ხოლო მის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ნდონგოს სამეფო.
ქვეყნის სანაპიროების აღმოჩენა ზღვაოსან დიოგუ კანის ხელმძღვანელობით მოხდა 1482 წელს. პორტუგალიის კოლონია ანგოლა დაარსდა 1575 წელს, როდესაც პორტუგალიელი კოლონიზატორი პაულუ დიაშ დი ნოვაიში 100 ოჯახთან და 400 ჯარისკაცთან ერთად ჩავიდა ანგოლაში. 1576 წელს დააარსეს ციხესიმაგრე სან-პაულუ-დი-ლუანდა, ანგოლის მომავალი დედაქალაქი. ლუანდას ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1605 წელს.
XIX საუკუნის შუა წლებამდე პორტუგალიელების ძირითადი საქმიანობა მონებით ვაჭრობა იყო. გარკვეული მონაცემებით 300 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაიყვანეს დაახლოებით 5 მლნ ადამიანი (ძირითადად ბრაზილიაში). ანგოლა მთლიანობაში უფრო მეტად ბრაზილიასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე მეტროპოლიასთან. ბრაზილიის იმპერიის გამოცხადების შემდეგ ანგოლელ კოლონისტებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი მას მიერთებოდნენ.
1641 წელს ნიდერლანდელებმა დაიპყრეს ლუანდა, რის შემდეგაც მათ მოახდინეს ანგოლის ოკუპაცია. 1648 წელს პორტუგალიელებმა დაიბრუნეს ლუანდა და ნიდერლანდების ჯარმა დატოვა ანგოლის ტერიტორია.
1885-1894 წლებში პორტუგალიის სამეფომ, გერმანიის იმპერიამ, ბრიტანეთის იმპერიამ და ბელგიამ დადეს ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვე ანგოლის საზღვრები. 1902—1904 წლებში პორტუგალიის კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ მომდინარეობდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი აჯანყება.
1951 წელს ანგოლამ მიიღო პორტუგალიის „ზღვისიქითა პროვინციის“ სტატუსი. 1950-იან წლებში ასევე ყალიბდება ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა (MPLA) და ანგოლის ხალხთა კავშირი (UPA).
1961 წელს ჰოლდენ რობერტოს მეთაურობით იწყება ანტიპორტუგალიური აჯანყება. აჯანყებულთა შტაბ-ბინა მეზობელ კონგოში (კინშასაში) მდებარეობდა, აქვე, 1962 წელს დევნილობაში ჩამოყალიბდა ანგოლის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა ჰ. რობერტოს ხელმძღვანელობით. ომი ანგოლის დამოუკიდებლობისათვის გაგრძელდა 14 წელიწადი. ამავდროულად მიმდინარეობდა დაპირისპირება MPLA-სა და FNLA-ს შორის.
1966 წელს მოხდა UNITA-ს პირველი შეიარაღებული გამოსვლა. მას ხელმძღვანელობდა ჟონას სავიმბი, ოვიმბუნდუს ხალხის წარმომადგენელი და ჰ. რობერტოს ყოფილი მომხრე.
1974 წლის მიხაკების რევოლუცია პორტუგალიაში კოლონიებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახალმა ხელისუფლებამ ყველა კოლონიას დამოუკიდებლობა მიანიჭა. 1975 წლის 25 მარტს ზაირის რეგულარული არმია შეიჭრა ანგოლის ტერიტორიაზე FNLA-ს დახმარების მიზნით, 23 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯარი UNITA-ს დასახმარებლად შევიდა ქვეყნის ტერიტორიაზე და დაიწყო მარში ლუანდისკენ, დღეში 170 კმ-ის გავლით[5]. ზაირის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხარდაჭერით განხორციელებული FNLA-ს და UNITA-ს ლუანდაზე შეტევა ჩაიშალა კიფანგონდოსთან ბრძოლის შემდეგ. MPLA-ს ჯარმა კუბის რეგულარული ჯარის დახმარებით, განახორციელა წარმატებული კონტრშეტევა და მეზობლები განდევნა ანგოლის ტერიტორიიდან.
ანგოლამ დამოუკიდებლობა 1975 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა MPLA-ს პროსაბჭოთა დაჯგუფების ლიდერი აგოსტინიო ნეტო, რომლის ჯარმაც დაიკავა ქვეყნის დედაქალაქი ლუანდა. დამოუკიდებლობამ ანგოლაში მშვიდობა ვერ მოიტანა. დაიწყო ხელისუფლებისათვის სამოქალაქო ომი პროსაბჭოურ MPLA-სა და პროდასავლურ უნიტასა და MPLA-ს შორის. ამ ომს ართულებს ეთნიკური დაპირისპირებები. ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდის საომარი იარაღი. სამთავრობო ჯარებს წვრთნიან საბჭოთა და კუბელი ინსტრუქტორები.
1976 წელს MPLA-ს ჯარები იმარჯვებენ სამოქალაქო ომის პირველ ეტაპზე. MPLA-ს ძალები განადგურების წინაშე აღმოჩნდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ზაირის ჯარი ტოვებს ანგოლის ტერიტორიას. ლუანდაში გაიმართა FNLA-ს დაქირავებული ჯარისკაცების სასამართლო პროცესი. UNITA გადავიდა მრავალწლიან პარტიზანულ ომზე.
1977 წლის მაისში მოხდა «ფრაქციონერების» ამბოხი, ორთოდოქსი კომუნისტის ნიტო ალვიშის ხელმძღვანელობით, რომელიც კუბის არმიის დახმარებით ჩაახშო პრეზიდენტმა ნეტომ და გენერალმა ენრიკე კარეირამ. ამას მოჰყვა ათობით ათასი ადამიანის რეპრესია.
1977, 1978 წლებში პროანგოლური ორგანიზაცია FNLC-ის რაზმები გენერალ ნატანიელ მბუმბას ხელმძღვანელობით და MPLA-ს ხელისუფლების სანქციით შეიჭრა ზაირის პროვინცია კატანგაში (შაბა). 1977 წლის ექსპანსია მოიგერია ზაირის არმიამ მაროკოს არმიის გადამწყვეტი დახმარების შემდეგ. მომდევნო წელს FNLC-ის ფორმირებები ზაირის ქალაქ კოლვეზიში გაანადგურეს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პარაშუტისტებმა პოლკოვნიკ ფილიპ ერულენის ხელმძღვანელობით. ორი დამარცხების შემდეგ ანგოლის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაირთან დაემყარებინა ნორმალური ურთიერთობა.
1979 წელს გარდაიცვალა პრეზიდენტი ა. ნეტო და ქვეყნის სათავეში მოდის MPLA-ს ახალი ლიდერი ჟოზე ედუარდო სანტუში. 1980 წელს ენრიკე კარეირა, აგოსტინიო ნეტოს დროინდელი პარტიულ-სახელმწიფოებრივი იერარქიის მეორე ფიგურა, გადაყენებული იქნა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ხელისუფლების კონცენტრაცია მოექცა პრეზიდენტ დუშ სანტუშის ხელში.
1980 წელს FNLA-ს ლიდერი ჰ. რობერტო ანგოლაში ბრძოლას წყვეტს. UNITA ჟონას სავიმბის მეთაურობით ააქტიურებს პარტიზანულ ომს. 1985 წელს ანგოლის ქალაქ ჯამბაში, UNITA-ს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გაიმართა ანტიკომუნისტი პარტიზანების საერთაშორისო კონფერენცია. 1987—1988 წლებში ბრძოლა კვიტო-კვანავალესთან გახდა ომის გარდამტეხი მომენტი.
1989 წელს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად კუბელმა და სამხრეთაფრიკელმა ჯარებმა დატოვეს ანგოლის ტერიტორია. ანგოლის ომის მონაწილეებისათვის გარედან პირდაპირი სამხედრო დახმარება ოფიციალურად შეწყდა.
1990 წელს სსრკ-ში პერესტროიკის გავლენით MPLA-მ უარი თქვა კომუნისტურ იდეოლოგიაზე და განაცხადა კარდინალური დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების გატარების სურვილის შესახებ. 1991 წელს ლისაბონში ხელი მოეწერა ბისესის შეთანხმებას მმართველ MPLA-სა და ოპოზიციურ UNITA-ს შორის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ. ანგოლაში დაბრუნდა ჰ. რობერტო.
1992 წელს MPLA-მ დაკარგა საბჭოთა მხარდაჭერა და მისი ორიენტაცია გადაიხარა აშშ-სკენ. შემოდგომაზე ჩატარდა ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა MPLA-მ, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო დუშ სანტუში გავიდა პირველ ადგილზე. UNITA-მ არჩევნების გამოცხადებული შედეგები გააპროტესტა. MPLA-მ პასუხად ჰელოუინის ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. სამოქალაქო ომი განახლდა ახალი სისასტიკეებით. 1994 წელს ქალაქ ლუსაკაში ხელი მოეწერა ლუსაკის პროტოკოლის ახალ სამშვიდობო შეთანხმებას MPLA-სა და UNITA-ს შორის. იგი ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და კოალიციური მთავრობის შექმნას, მაგრამ ორივე მხარეს შორის კომპრომისი ვერ გამოიძებნა და შეთანხმება ჩაიშალა. 1998 წელს სამთავრობო ჯარებმა დაიწყეს მასირებული შეტევები UNITA-ს პოზიციებზე. 1999 წელს ანგოლის შეიარაღებული ძალებმა დაიპყრეს ქალაქი ჯამბა. 2002 წელს ჟონას სავიმბი სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა. UNITA-ს ახალმა ლიდერებმა სამოქალაქო ომის მშვიდობიანად დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს, ისინი დათანხმდნენ მმართველი MPLA-ს მიერ შემოთავაზებულ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პირობებს და UNITA გახდა ლეგალური ოპოზიციური ორგანიზაცია.
2010 წელს ანგოლაში ჩატარდა აფრიკის ერთა თასი ფეხბურთში.
2011 წელს არაბული გაზაფხულის გავლენით ოპოზიციურად განწყობილმა ახალგაზრდობამ მოაწყო საპროტესტო გამოსვლები. ხელისუფლებამ მათ დაუპირისპირა პრეზიდენტ დუშ სანტუშისადმი ლოიალობის გამომხატველი სახელმწიფო მოხელეების მასობრივი დემონსტრაციები.
2012 წლის არჩევნებში ანგოლის პარლამენტში ადგილების უმრავლესობა კვლავ MPLA-მ მოიპოვა და კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტ სანტუშს უფლებამოსილება ავტომატურად გაუგრძელდა.
2013 წელს გაიმართა საპროტესტო აქციების ახალი ტალღა, რომლის ორგანიზატორი იყო პარტია CASA (ფართე კონვერგენცია ანგოლის გადარჩენისათვის), UNITA-ს ყოფილი აქტივისტის აბელ შივუკუვუკუს მეთაურობით. ამას ხელისუფლებამ მკაცრი რეაქციით უპასუხა და გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. აღინიშნებოდა ოპოზიციონერი აქტივისტების მკვლელობები. ხელისუფლება აცხადებს ანგოლის «სულიერ-კულტურული მემკვიდრეობის» დაცვის პრიორიტეტების შესახებ. ლუანდაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში ხდება მეჩეთების ნგრევა.
ანგოლა მდებარეობს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში. სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 1600 კმ-ს. ქვეყნის ფართობია 1 246 700 კმ². უმაღლესი წერტილია — მოკოს მთა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2620 მეტრზე.
საზღვრების სიგრძე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 2511 კმ (რომელთაგან 210 კმ კაბინდის პროვინციასთან), კონგოს რესპუბლიკასთან — 201 კმ, ნამიბიასთან — 1376 კმ, ზამბიასთან — 1110 კმ.
ანგოლის ატლანტიკური სანაპირო უკავია სანაპირო დაბლობს, რომელიც ციცაბო შვერილით მაღლდება ზეგანზე, რომელსაც უკავია ქვეყნის ტერიტორიის 90 %-ზე მეტი. ზეგნის ცენტრალური ნაწილი უკავია ბიეს მასივს ქვეყნის უმაღლესი წერტილით — მოკოს მთით (2620 მეტრი). მდინარეები, რომლებიც მოედინებიან დასავლეთის ზეგნის კალთებიდან, ჩაედინებიან ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ფერდოებიდან — ჩაედინებიან მდინარე კონგოში, სამხრეთ-აღმოსავლეთის — მდინარე ზამბეზიში, სამხრეთის — იკარგებიან კალაჰარის უდაბნოს ქვიშებში. ხანგრძლივი წვიმების სეზონის დროს მდინარეები საკმაოდ ადიდდებიან, მშრალ სეზონში იმეჩხრებიან, ხოლო სამხრეთით შრებიან. ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულია — ბაია-დუშ-ტიგრეში, ხოლო ყველაზე დიდი ტბა — დილოლო.
სასარგებლო წიაღისეულიდან ანგოლა მდიდარია ნავთობით, ალმასით, რკინის მადნით, ბოქსიტებით, ფოსფორიტებით, თაბაშირით, ოქროთი, ურანის მადნით, სპილენძით, ტიტანით, მანგანუმით. ამასთან ერთად ქვეყანას გააჩნია ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რესურსი: 2009 წლისთვის მისი მარაგი შეადგენდა დაახლოებით 300 მილიარდ კუბომეტრს.
კლიმატი სანაპირო დაბლობისაა, პასატურია, მშრალია სანაპიროს გასწვრივ გამავალი ცივი ბენგელის დინების გამო, რომელიც სანაპირო ჰაერის ტემპერატურას ყველაზე თბილ თვეში (მარტში) დაბლა სწევს 24-26 °С-მდე და 16-20 °С-მდე ყველაზე ცივ თვეში (ივლისში). ნალექების წლიური რაოდენობა სანაპიროზე მცირდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 250—500 მმ-დან 50-100 მმ-მდე (ნამიბის უდაბნოში). ზეგნის კლიმატი ეკვატორიალური მუსონურია, ხანგრძლივი ნოტიო ზაფხულით (ოქტომბერი-მაისი) და მშრალი ზამთრით (ივნისი-სექტემბერი). ჰაერის ტემპერატურა, ზეგნის სხვადასხვა ადგილის სიმაღლეზე დამოკიდებულებით, იცვლება ზამთარში 13-23 °С-დან წვიმიანი სეზონის დასაწყისში 17-28 °С-მდე. ზეგნის სამხრეთში ნალექების წლიური რაოდენობა კლებულობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1000—1500 მმ-დან 600—800 მმ-მდე.
ტყეებს და მეჩხერი ტყეებს უკავიათ ანგოლის ტერიტორიის დაახლოებით 40 %. ტროპიკული ტყეები თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ზეგნის დანარჩენი ნაწილი უკავია მშრალ, ფოთლოვან ტროპიკულ მეჩხერ ტყეებს და მარცვლოვან სავანებს. ზღვისპირა დაბლობის მცენარეულობა ბალახოვანი და ბუჩქოვანი სავანებიდან იცვლება ბაობაბებით ჩრდილოეთში და ველვიჩიური უდაბნოებამდე სამხრეთში.
ანგოლის ცხოველთა სამყარო ტიპიურია სავანისათვის: სპილოები, ზებრები, ანტილოპები, კამეჩები, ტურები, ლომები, ავაზები, ჯიქები, მეჭეჭებიანი ღორები, მილკბილები, მაიმუნები, სხვადასხვანაირი ქვეწარმავლები და მწერები. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
ანგოლა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. 1979 წლის 21 სექტემბრიდან ეს პოსტი უკავია ჟოზე ედუარდო სანტუშს.
მთავრობას ხელმძღვანელობს ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი. 2012 წლის 26 სექტემბრიდან ვიცე-პრეზიდენტია მანუელ ვისენტე.
საკანონმდებლო ხელისუფლება — ერთპალატიანი პარლამენტი (სახალხო კრება) 220 დეპუტატის შემადგენლობით, რომელთაც ირჩევენ 4 წლის ვადით. პარლამენტის სპიკერი 2012 წლის 27 სექტემბერს ხელმეორედ გახდა ფერნანდუ და პიედადე დუშ სანტუში, რომელსაც ადრე ეს პოსტი ეკავა 2008—2010 წლებში.
პარლამენტში წარმოდგენილები არიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები (2012 წლის აგვისტოს არჩევნების შედეგების მიხედვით):
2011 წლის ახალი კონსტიტუციის თანახმად ქვეყანაში გაუქმდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, პრეზიდენტი ხდება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ასევე გაუქმდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი, რის შედეგადაც ხელისუფლების მთელი ძალაუფლება გადავიდა პრეზიდენტის ხელში.
2015 წლის 3 სექტემბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამის აკრძალვის შესახებ. შედეგად ანგოლა გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აკრძალულია ისლამი და არ არსებობს მეჩეთი.
ანგოლის შეიარაღებული ძალები (პორტ. Forças Armadas Angolanas, FAA) — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარისაგან, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან.
ანგოლის შეიარაღებული ძალები კომპლექტირდება 20-45 წლის ასაკის ანგოლის მოქალაქეებისგან საყოველთაო სამხედრო მოვალეობის შესახებ არესბული კანონის საფუძველზე; სამსახურის გავლის ვადაა გაწვევიდან 2 წელი; ასევე გათვალისწინებულია ნებაყოფილებითი სამხედრო სამსახური 18-45 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის; ანგოლის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მთლიანად შედგება ნებაყოფლობითი კონტრაქტით მომუშავე მოქალაქეებისგან; ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური ქალებისათვის დაიშვება 20-45 წლის ასაკში. (2011 წლის მონაცემები)
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქვეყანა დაყოფილია 18 პროვინციად (პორტ. província), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 162 მუნიციპალიტეტად (პორტ. município), ხოლო ისინი 559 კომუნად (პორტ. communes).[6].
№ | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[7] ად. (2014) |
სიმჭიდროვე ად./კმ² |
რუკა |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ბენგო | კაშიტო | 31 371 | 356 641 | 11,37 | |
2 | ბენგელა | ბენგელა | 31 788 | 2 231 385 | 70,20 | |
3 | ბიე | კუიტო | 70 314 | 1 455 255 | 20,70 | |
4 | კაბინდა | კაბინდა | 7270 | 716 076 | 98,50 | |
5 | კუანდო-კუბანგო | მენონგე | 199 049 | 534 002 | 2,68 | |
6 | ჩრდილოეთი კვანზა | ნ’დალატანდო | 24 190 | 443 386 | 18,33 | |
7 | სამხრეთი კვანზა | სუმბე | 55 660 | 1 881 873 | 33,81 | |
8 | კუნენე | ონჯივა | 89 342 | 990 087 | 11,08 | |
9 | უამბო | უამბო | 34 274 | 2 019 555 | 58,92 | |
10 | უილა | ლუბანგო | 75 002 | 2 497 422 | 33,30 | |
11 | ლუანდა | ლუანდა | 2418 | 6 945 386 | 2872,37 | |
12 | ჩრდილოეთი ლუნდა | დუნდო | 102 783 | 862 566 | 8,39 | |
13 | სამხრეთი ლუნდა | საურიმო | 45 649 | 537 587 | 11,78 | |
14 | მალანჟე | მალანჟე | 97 602 | 986 363 | 10,11 | |
15 | მოშიკო | ლუენა | 223 023 | 758 568 | 3,40 | |
16 | ნამიბე | ნამიბე | 58 137 | 495 326 | 8,52 | |
17 | უიჟე | უიჟე | 58 698 | 1 483 118 | 25,27 | |
18 | ზაირე | მბანზა-კონგო | 40 130 | 594 428 | 14,81 | |
სულ | 1 246 700 | 25 789 024 | 20,69 |
დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ანგოლის პირველი მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2014 წლის 16—31 მაისს[10]. წინა აღწერა ჩაატარა პორტუგალიურმა კოლონიურმა ადმინისტრაციამ 1970 წლის დეკემბერში. აღწერის შედეგად 2014 წელს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 25 789 024 ადამიანს[7].
ანგოლელი ხალხის ძირითად ნაწილს შეადგენს სამი ეთნიკური ჯგუფი: ოვიმბუნდუ (37 %), ჩრდილოეთ მბუნდუ (25 %) და კონგო (13 %). დანარჩენ ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ტერიტორიაზე შეადგენენ: ლუნდა, ჩოკვე, განგელა, ნიანეკა-უმბე, ოვამბო, ჰერერო და შინდონგა. არაბანტუენობრივ ხალხს მიეკუთვნებიან ბუშმენები. მოსახლეობის დაახლოებით 2 %-ს შეადგენენ აფრო-ევროპელი მულატები, 1 %-ს — თეთრკანიანები, უპირატესად ასიმილირებული პორტუგალიელები.
ოფიციალური სახელმწიფო ენაა — პორტუგალიური ენა. კულტურული, სოციალური და პოლიტიკური მექანიზმების გამო, რომლებიც კოლონიური ეპოქიდან მომდინარეობს, პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობა უფრო ბევრი და მზარდია. ანგოლის ეროვნული ინსტიტუტის 1996 წლის სტატისტიკის კვლევებში სჩანს, რომ პორტუგალიური ენა მშობლიურია მოსახლეობის 26 %-სთვის. მიუხედავად ამისა, დიდად სავარაუდოა, რომ ეს ციფრი რამდენადმე გაზრდილია, სოფლის რეგიონებთან ძნელი მიდგომის გათვალისწინებით, სადაც უფრო ნაკლებად ლაპარაკობენ პორტუგალიურ ენაზე. მას მეორე ენად იყენებს ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მთელ ქვეყანაში, ხოლო ქალაქის მოსახლეობის უმცროსი ასაკის თაობა მიდის პორტუგალიური ენის დომინირებული და უპირატესი გამოყენების მიმართულებით. კაბინდის ანკლავში, სადაც ბევრი არანაკლებ ან უფრო კარგად ლაპარაკობს ფრანგულ ენაზე, ვიდრე პორტუგალიურზე. კონგოს ხალხი, რომლებიც გადაასახლეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უფრო კარგად საუბრობენ ფრანგულ და ლინგალას ენებზე, ვიდრე პორტუგალიურზე და კონგოზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლებამ აირჩია ბანტუს 6 ენა, რომლებიც შემდგომში განვითარდება, როგორც ეროვნული ენები. ესენია სამხრეთი მბუნდუ, ჩრდილოეთი მბუნდუ, კონგო, ჩოკვე, კვანიამა (ოვამბო და მბუნდა, რომელთაგან უკანასკნელი შეიცვალა ნგანგელას ენით, რომელიც საერთო ტერმინია მთიანეთის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთში მცხოვრები სხვადასხვა ხალხისა). სამხრეთი მბუნდუ ბანტუს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ენაა, რომელზეც საწყის ეტაპზე საუბრობს მოსახლეობის მესამედი. ჩრდილოეთ მბუნდუზე საუბრობენ დედაქალაქ ლუანდას გარშემო. კონგოს ენაზე საუბრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში, მათ შორის კაბინდას ანკლავში.
სალაპარაკო კოისანური ენები შედგება ორი ოჯახისგან: კჰუნგი და კჰოე, თუმცა ამ უკანასკნელზე ლაპარაკობს რამდენიმე ასეული ადამიანი. ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანების უმრავლესობა გაიქცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. გამქრალი კვადის ენა, სავარაუდოდ იყო კჰოეს შორეული ნათესავი, ხოლო კვისის ხალხის ენა საერთოდ უცნობია; მასზე მოლაპარაკე ხალხი არც კოისანურ და არც ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხს არ მიეკუთვნებოდა.
ანგოლის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია (სხვადასხვა შეფასებებით 88 %-დან — 94 %-მდე 2010 წელს[11][12]).
ქვეყანა უფრო მეტად კათოლიკურია (57 %), მაგრამ იქ შესამჩნევად იზრდება პროტესტანტების წილი (30 %-ზე მეტი 2010 წელს). ისინი, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილები არიან ღმერთის ასამბლეით (2 მილიონი[13]), «ღვთის სამეფოს» მსოფლიო ეკლესიით (0,4 მილიონი[14]) და სხვა ორმოცდაათიანელების დენომინაციებით. რამდენიმე ასეულ ათას მორწმუნეს ითვლის კონგრეგაციონალისტების, მეშვიდე დღის ადვენტისტების, ბაპტისტების, რეფორმატორების და პლიმუტის საძმოს თემები. ქვეყანაში 115 ათასი იეჰოვას მოწმეა, რომლებიც გაერთიანებულები არიან 1565 კრებაში[15].
ადგილობრივი ტრადიციული სარწმუნოების მიმდევრები შეადგენენ ანგოლის მოსახლეობის 4,5 %-ს, მაგრამ ამ კულტის მიმდევრების რაოდენობა და წილი თანდათან მცირდება[12].
მიგრანტები დასავლეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან უმეტესად ისლამის მიმდევრები არიან. ქვეყანაში მუსლიმების რაოდენობა შეფასებულია 80—90 ათას ადამიანად[16]. ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს შორის არიან ბუდიზმის, ჩინეთის ხალხური რელიგიის, ინდუიზმის და იუდაიზმის მიმდევრები.
2015 წლის 31 აგვისტოს პრეზიდენტი ჟოზე ედუარდო სანტუში გამოვიდა იმ კანონის მიღების მოწოდებით, რომელიც დაადგენდა ქვეყანაში ყველა მეჩეთის დახურვას. «ეს იქნება ჩვენ ქვეყანაში ისლამური გავლენის საბოლოო დამთავრება», — განაცხადა ქვეყნის მეთაურმა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტის სიტყვებს დაამატა: «ისლამის ლეგალიზაციის პროცესი არ იყო ნებადართული ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მეჩეთები დაიკეტება შემდგომ შეტყობინებამდე».
ანგოლას გააჩნია ალმასების, ნავთობის, ოქროს, სპილენძის, ტყის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მდიდარი ნედლეული (საკმაოდ გაღარიბებული სამოქალაქო ომის შემდეგ). დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, ნავთობი და ალმასი იყო ეკონომიკის მთავარი რესურსი. მცირე და პლანტაციური მეურნეობა მკვეთრად დაეცა ანგოლის სამოქალაქო ომის პერიოდში, მაგრამ 2002 წლის შემდეგ დაიწყო აღდგენის პროცესი. ინდუსტრიის დარგები, რომლებიც გამოჩნდნენ კოლონიალური პერიოდის ბოლოს მოიშალა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოკლე ხანში, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების შემოტანით დაიწყო მისი განახლება, რომლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ახალი პორტუგალიური მეწარმეების მოზიდვა. ანალოგიური ცვლილებები მოხდა მომსახურების სფეროშიც.
ანგოლის ეკონომიკა უკანასკნელ წლებში სამოქალაქო ომის შედეგად გამოწვეული დაშლის პროცესიდან გადავიდა აღმავალ მდგომარეობაში, აფრიკის ქვეყნებში გახდა ყველაზე მზარდ ეკონომიკად და ერთ-ერთ ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებულად მსოფლიოში. 2005-2007 წლების პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდა შეადგენდა 20 %-ს.[17] 2001-2010 წლების პერიოდში ანგოლას ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ზრდის ტემპი მსოფლიოში — 11,1 %. 2004 წელს ჩინურმა ექსიმბანკმა გამოყო $2 მილიარდიანი კრედიტი ანგოლაში. კრედიტის გამოყოფა გამიზნულია ანგოლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასევე ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გავლენის შესასუსტებლად.[18] ჩინეთი ამგოლის მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტის სფეროში, ასევე მეოთხეა იმპორტის სიდიდით. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2011 წელს შეადგენდა 27,67 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რაც წლიური ზრდის 11,5 %-ს შეადგენს. ჩინეთის იმპორტი, რომელიც ძირითადად შეადგენს ნედლ ნავთობს და ალმასებს, გაიზარდა 9,1 %-ით 24,89 $მილიარდამდე, ხოლო ჩინური ექსპორტი, მათ შორის მექანიკური და ელექტროტექნიკური ნაკეთობები, მანქანების დეტალები და სამშენებლო მასალები, გაიზარდა 38,8 %-ით. ნავთობის გადაჭარბებულმა რაოდენობამ გამოიწვია არაეთილირებული ბენზინის ფასის ლიტრი £0,37-მდე დაფიქსირება.[19]
ჟურნალ ეკონომისტის ცნობით 2008 წელს ალმასი და ნავთობი შეადგენს ანგოლის ეკონომიკის 60 %-ს.[20] ზრდა პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის მოპოვების ზრდაზე, რომელმაც გადააჭარბა 1,4 მილიონ ბარელს დღე-ღამეში (220 000 მ³/დღ.) 2005 წლის ბოლოს და სავარაუდოდ 2007 წლისათვის გაიზრდება 2 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში (320 000 მ³/დღ.). ნავთობის მრეწველობის მმართველობა თავმოყრილია სონანგოლის ჯგუფის ხელში, რომელსაც ფლობს ანგოლის ხელისუფლება. 2006 წლის დეკემბერში ანგოლა მიიღეს OPEC-ის წევრად.[21] მაგრამ, ოპერაციები ალმასის შახტებში სრულდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, რომელშიც შედიან სახელმწიფო Endiama და სამთომომპოვებელი კომპანიები, როგორებიცაა ALROSA, რომელიც აგრძელებს ოპერაციებს ანგოლაში.[22] 2005 წელს ეკონომიკა გაიზარდა 18 %-ით, 2006 წელს — 26 %-ით და 2007 წელს 17,6 %-თ. მაგრამ გლობალური რეცესიის გამო 2009 წელს ეკონომიკური მაჩვენებლები შემცირდა დაახლოებით 0,3 %-ით.[23] 2002 წლის მშვიდობიანი დარეგულირების შეთანხმებამ გამოიწვია 4 მილიონი გადაადგილებული პირების განსახლება, რამაც ხელი შეუწყო წარმოების მასშტაბურ ზრდას სოფლის მეურნეობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2002 წელს მიღწეული პოლიტიკური სტაბილურობის მომენტიდან აქტიურად ვითარდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ანგოლის სანავთობო სექტორის მკვეთრად გაზრდილი შემოსავლების გამო, იგი განიცდის დიდ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ეს შედეგია 1961 წლიდან არსებული თითქმის მუდმივი კონფლიქტური მდგომარეობისა, თუმცა ყველაზე ძლიერი ნგრევა და სოციალურ-ეკონომიკური ზარალი მოხდა 1975 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. მაგრამ სიღარიბის მაღალი დონე და დიდი სოციალური უთანასწორობა, უპირველესად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ავტორიტარიზმის, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სამხედრო და ეკონომიკური აპარატების ყველა დონეზე "ახალ-ბატონყმური" პრაქტიკის, ასევე ყოველდღიური კორუფციის შედეგია.[24][25] უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეს სოციალური სეგმენტი წარმოადგენს მთელი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამხედრო ძალის მფლობელებს, რომლებმაც დააგროვეს (და აგრძელებენ დაგროვებას) უზარმაზარი სიმდიდრე.[26] "მეორადი ბენეფიციარებია" საშუალო ფენა, რომლებიც ხდებიან სოციალური კლასები. მაგრამ, მთლიანობაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი განიხილება, როგორც ღარიბი, მაგრამ ამ კუთხითაც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სოფლის და ქალაქის მოსახლეობას შორის.
2008 წელს ანგოლის ეროვნული ინსტიტუტის და სტატისტიკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოფლად მოსახლეობის დაახლოებით 58 % მიეკუთვნება "ღარიბების" კატეგორიას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით ქალაქებში ღარიბები მხოლოდ 19 %-ს წარმოადგენენ, ხოლო საერთო მაჩვენებელი შეადგენს 37 %-ს.[27] ქალაქებში, ოჯახების უმრავლესობა, მათ გარდა, რომლებიც ოფიციალურად კლასიფიცირდებიან, როგორც ღარიბები, სიცოცხლისათვის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ.[28] იმავე დროს, ქალაქებში სოციალური უთანაბრობა ყველაზე უფრო ნათლად ჩანს და იღებს უკიდურეს ფორმებს ქვეყნის დედაქალაქ ლუანდაში.[29] ანგოლის ადამიანის განვითარების ინდექსს მუდამ ბოლო ჯგუფში უკავია ადგილი.[30]
ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის — "შთამომავლობის" ფონდის მონაცემებით, ანგოლაში ნავთობის მოპოვება ისე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომ ქვეყანა დღეისათვის ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.[31] “ჩინეთმა გაუგრძელა სამი მრავალმილიარდიანი კრედიტი ანგოლის ხელისუფლებას; ორი კრედიტი $2 მილიარდი დოლარის ოდენობით ექსიმბანკის საშუალებით (პირველი კრედიტი 2004 წელს, მეორე 2007 წელს), ასევე მესამე კრედიტი 2005 წელს $2,9 მილიარდი დოლარის ოდენობით ჩინეთის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით.” [32] ნავთობიდან შემოსავლების ზრდამ ასევე შექმნა კორუფციის შესაძლებლობები: Human Rights Watch-ის მონაცემებით 32 აშშ მილიარდი დოლარი გაქრა 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით არსებული ბიუჯეტიდან.[33] ამას გარდა, სახელმწიფო ნავთობის კომპანია "სონანგოლი", აკონტროლებს კაბინდას პროვინციის ნავთობის 51 %-ს.
1975 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ანგოლა იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბეღელი და ბანანის, ყავის და სიზალის (ლათ. Agāve sisalāna) ერთ-ერთი მსვილი ექსპორტიორი, მაგრამ ანგოლის სამოქალაქო ომმა (1975-2002 წლები) გაანადგურა ნაყოფიერი ადგილები, მინდვრები აივსო მინებით და მილიონობით ადამიანი გაიქცა ქალაქებში. დღეისათვის ქვეყანა დამოკიდებულია საკვების ძვირადღირებულ იმპორტზე, ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და პორტუგალიიდან, მაშინ როდესაც შინაური პირუტყვის 90 %-ზე მეტი ოჯახების მინიმალური საცხოვრებელი დონის შესანარჩუნებლად გამოიყენება. ათასობით ანგოლელი მცირე ფერმერი აღმოჩნდა სიღარიბეში და მინების ტყვეობაში.[34]
რეგიონებს შორის უზარმაზარი სხვაობა წარმოადგენს სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემას ანგოლის ეკონომიკისათვის, არსებობენ ფაქტები იმის შესახებ, რომ ეკონომიკური მოღვაწეობის დაახლოებით მესამედი თავმოყრილია ლუანდაში და ბენგოს მეზობელ პროვინციაში, ხოლო რამდენიმე რეგიონი განიცდის ეკონომიკურ სტაგნაციას და ზოგი რეგრესსაც კი.[35]
ეკონომიკის სოციალური და რეგიონალური დისპროპორციის ერთ-ერთი ნაყოფია ანგოლაში კერძო ინვესტიციების მკვეთრი ზრდა უცხოეთში. ანგოლის საზოგადოების პატარა ნაწილი, სადაც უმრავლესობა, უსაფრთხოების და მოგების თვალსაზრისით, ცდილობს დაგროვილი თანხა შეიტანოს საკუთარ აქტივებში. მოცემულ მომენტში, ამ ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი თავმოყრილია პორტუგალიაში, სადაც ანგოლის წარმოდგენა (პრეზიდენტის ოჯახის ჩათვლით) ბანკებში, ასევე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების და მასმედიის სფეროში გახდა შესამჩნევი. ხდება ვენახებისა და ბაღების, ასევე ტურისტული საწარმოების შეძენა.[36]
აფრიკის მთავრობის ინიციატივის საკითხებში ტონი ბლერის მოხსენებისა და ბოსტონის კონსალტინგური ჯგუფის თანახმად სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებმა მთელ მსოფლიოში მიაღწიეს შესანიშნავ გაუმჯობესებას ცხოვრების გაუმჯობესებაში.[37] ანგოლამ წინ წაიწია ინფრასტრუქტურის სფეროში, ინვესტიციები შესაძლებელი გახდა ნავთობის რესურსების ეროვნული განვითარების თანხების ხარჯზე. ამ მოხსენების თანახმად, სამოქალაქო ომის დასრულებიდან სულ ათ წელზე ცოტა უფრო მეტი ხნის შემდეგ ანგოლის ცხოვრების სტანდარტი მთლიანობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც 2002 წელს იყო სულ 46 წელი, 2011 წელს გახდა 51 წელი. ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 2001 წლის 25 %-დან 2010 წლის 19 %-მდე, ხოლო 2001 წლის შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობა დაწყებით სკოლებში გაიზარდა სამჯერ.[38] მაგრამ, იმავე დროს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიური უთანასწორობა დიდი ხანია არ შემცირებულა, პირიქით გაღრმავდა ყველა მიმართულებით.
საფონდო აქტივებით, რომელიც შეესაბამება 70 მილიარდ კვანზას (6,8 მილიარდი ამერიკული დოლარი), ანგოლა დღეისათვის მესამე ქვეყანაა ფინანსური ბაზრის სიდიდის მიხედვით აფრიკაში, საჰარის სამხრეთით და მხოლოდ ნიგერიას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ჩამორჩება. ანგოლის ეკონომიკის მინისტრის აბრაუ გოურგელის მონაცემებით, ქვეყნის ფინანსური ბაზარი 2002 წლიდან მოკრძალებულად გაიზარდა და დღეისათვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში იმყოფება მესამე ადგილზე.[39]
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით ანგოლის ეკონომიკა 2014 წელს გაიზრდება 3,9 %-ით. ფონდის მონაცემებით, ეკონომიკის არასანავთობე სექტორის ზრდაში ძირითადად საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს აგრარულ სექტორს, რაც საშუალებას იძლევა კომპენსირება მოახდინოს ნავთობის მოპოვების დროებით ვარდნაზე.[40]
ანგოლის ფინანსურ სისტემას მხარს უმაგრებს ანგოლის ეროვნული ბანკი. საბანკო სექტორის კვლევების მონაცემებით, რომელიც ჩაატარა "დელოიტის" კომპანიამ, ანგოლის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად 2013 წლის დეკემბერში ინფლაციის შემცირებამ შეადგინა 7,96 %, რამაც სექტორს ხელი შეუწყო ზრდის ტენდენციაში.[41] ანგოლის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება გავიდეს საშუალო 5 %-ზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ძირითადად კერძო სექტორის მონაწილეობის ზრდის ხარჯზე.[42]
2014 წლის 19 დეკემბერს ანგოლაში ამოქმედდა კაპიტალის ბაზარი. BODIVA (ინგლისური აბრევიატურით: ანგოლის ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა) მიიღო სახელმწიფო ვალის მეორადი ბაზარი და ის, სავარაუდოდ, კორპორატიული ვალების ბაზარზე ამოქმედდება 2015 წლისთვის, მაგრამ საფონდო ბაზარი უნდა გახდეს მხოლოდ რეალური უკვე 2016 წელს.[43]
ანგოლა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის სხვადასხვა სახეობებით, რომლებსაც ჯერჯერობით მთლიანად ვერ იყენებენ. მათ მიეკუთვნება: რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ოქრო, ფოსფატები, გრანიტი, მარმარილო, ურანი, კვარცი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი, კალა, ფლუორიტი, გოგირდი, შპატი, კაოლინიტი, ასფალტი, თაბაშირი, ტალკი. ხელისუფლება იმედოვნებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში კრისტალური კვარცის და დეკორატიული მარმარილოს მოპოვების განახლებას. გამოთვლილია, რომ შესაძლებელია 5000 მ³ მარმარილოს ყოველწლიური მოპოვება 20 წლის განმავლობაში. სახელმწიფო კომპანია მოიპოვებდა გრანიტს და მარმარილოს უილას და ნამიბეს პროვინციებში და 1983 წელს ნაწარმოები იქნა 4450 მ³ გრანიტი და 500 მ³ მარმარილო. მას შემდეგ კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა იმ მიზეზით, რომ გადაიარაღებულიყო თანამედროვე მოწყობილობებით. კვარცის წარმოება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით კუანდო-კუბანგოს პროვინციაში არსებული სამოქალაქო ომის გამო.[44]
ხელისუფლებამ 1980 წელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ფოსფატების საბადოების გამოსაყენებლად დააარსა კომპანია. არსებობდა 50 მილიონი ტონის საბადო ზაირეს პროვინციაში და დაახლოებით 100 მილიონი ტონის კაბინდის პროვინციაში. თუმცა საბადოების კვლევა ორივე ადგილას შესრულებული იყო ბულგარეთის და იუგოსლავიის კომპანიების მიერ და 1988 წლის მდგომარეობით ორივე ადგილას მოპოვების სამუშაოები არ იყო დაწყებული.[44]
ანგოლა მოიპოვებს და მას ექსპორტზე გააქვს უფრო მეტი ნავთობი, ვიდრე სუბსაჰარული აფრიკის ნებისმიერ სახელმწიფოს. 2000-იან წლებში მან გადაასწრო ნიგერიასაც. 2007 წლის იანვარში ანგოლა გახდა OPEC-ის წევრი. 2010 წლისთვის 2006 წელთან შედარებით სავარაუდოდ წარმოება გაორმაგდება ზღვის ღრმა წყლებში არსებული საბადოების ათვისების ხარჯზე. ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლებმა 2004 წელს შეადგინა 1,71 მილიარდი დოლარი და შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის 80 %-ს, რაც 5 %-იანი ზრდაა 2003 წლიდან და მთლიანი შიდა პროდუქტის 45 %-ია.[45][46]
ანგოლაში ნავთობის მოპოვებაზე და წარმოებაზე მუშაობენ კორპორაციები "Total S.A.", "Chevron Corporation", "ExxonMobil", "Eni", "Petrobras" და BP.[47] აქედან კორპორაცია "შევრონი" აწარმოებს ანგოლის ნავთობის 27 %-ს.
ანგოლა, ძირითადად ნავთობის ექსპორტის გამო, აშშ-ს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია სუბსაჰარულ აფრიკაში.[48] აშშ-ს საკუთარი იმპორტირებული ნავთობის 7 % შემოაქვს ანგოლიდან, დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე იმპორტირებული იყო ქუვეითიდან სპარსეთის ყურის ომის დაწყებამდე 1991 წელს. აშშ-ს ხელისუფლებამ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცირება მოახდინა ანგოლის ნავთობის სექტორში.[49]
ნავთობი შეადგენს ანგოლის ექსპორტის 90 %-ზე მეტს.[50]
ანგოლა მესამე ქვეყანაა აფრიკაში ალმასების მოპოვებული რაოდენობის სიდიდით და გამოკვლეულია ალმასებისშემცველი ტერიტორიის მხოლოდ 40 % ქვეყნის შიგნით. ქვეყანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დიდ სიძნელეებს აწყდება კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ალმასების კონტრაბანდის გამო.[51] 2006 წელს ალმასების წარმოება გაიზარდა 30 %-ით და ანგოლის ეროვნული ალმასების კომპანია Endiama-ს ვარაუდით, 2007 წელს წარმოება გაიზრდება 8 %-ით — 10 მილიონ კარატამდე წელიწადში. ხელისუფლება ცდილობს მოიზიდოს უცხოური კომპანიები ბიეს, მალანჟეს და უიჟეს პროვინციებში.[52]
ანგოლის ხელისუფლება კარგავს $375 მილიონს წელიწადში ალმასების კონტრაბანდისაგან. 2003 წელს ხელისუფლებამ დაიწყო წარმატებული ოპერაცია კონტრაბანდისტებთან ბრძოლაში. 2003 და 2006 წლებს შორის აღმოაჩინეს, დააპატიმრეს და დეპორტირება გაუკეთეს 250 000 კონტრაბანდისტს. 2014 წელს ალმასების წარმოებაზე მოდის ანგოლის ექსპორტის 1,48 %.[53]
ანგოლელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი რაფაელ მარკესი 2006 წელს აღნიშნავდა, რომ ალმასების მოპოვებისა და დამუშავების დროს ადამიანების მიმართ გამოიყენება „მკვლელობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, უკანონო დაკავება და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები“. მარკესმა მოუწოდა უცხოურ ქვეყნებს ანგოლის ბოიკოტირებისაკენ.[54] 2014 წლის დეკემბერში საერთაშორისო შრომითი საქმიანობის ბიურომ (ინგლ. Bureau of International Labor Affairs) გამოაქვეყნა იმ ნაწარმოები პროდუქტების სია, სადაც გამოყენებულია ბავშვთა და ადამიანების იძულებითი შრომა[55], ანგოლა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ალმასების მომპოვებელი აფრიკული ქვეყანა, ჩართულია ამ სიაში, სადაც გამოიყენება ბავშვთა და ადამიანების იძულებითი შრომა. აშშ-ს შრომის სამინისტრომ განაცხადა, რომ "არსებობს ნაკლებად დასაჯერებელი ინფორმაცია ბავშვებისთვის შრომის უფლებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ".[56]
სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის დარგები ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. “ანგოლას სჭირდება 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული წელიწადში, მაგრამ იზრდება მხოლოდ დაახლოებით 55 % სიმინდი, 20 % ბრინჯი და მხოლოდ 5 % აუცილებელი ხორბალი” (აფრიკის ეკონომიკური პერსპექტივები)[57], მაგრამ “ანგოლის ნაყოფიერი მიწების მხოლოდ 3 %-ზე ნაკლები მუშავდება და სატყეო მეურნეობის ეკონომიკური პოტენციალი კი არარეალიზებული რჩება” (მსოფლიო ბანკი).[58] ამ ფაქტების შეფასებიდან სჩანს, რომ ანგოლას გააჩნია წარმოების ზრდის პოტენციალი არა მხოლოდ ეროვნულ ბაზარზე, არამედ უცხოურზეც. ამ დარგების ინვესტიცირება დაეხმარება უმუშევრობის დონის შემცირებას, განსაკუთრებით სოფლებში. ეს აუცილებლად აისახება სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.
სოფლის მეურნეობაში დაკავებულია 80 %-ზე მეტი მომუშავე, მაგრამ მოხმარებული საკვები პროდუქტების მოცულობის დაახლოებით 80 % იმპორტირებულია. კულტივირებულია: ბანანი, შაქრის ლერწამი, ყავა, სიზალი, სიმინდი, ბამბა, მანიჰოტი, თამბაქო, ბოსტნეული კულტურები. მოშენებულია შინაური საქონელი.
ანგოლის ტრანსპორტი შედგება:
ანგოლი სარკინიგზო ტრანსპორტი შედგება სამი ერთმანეთისადმი დაუკავშირებელი 1067 მმ ლიანდაგის სიგანის ხაზისაგან: ჩრდილოეთის ლუანდის სარკინიგზო ხაზი, ცენტრალური ბენგელის სარკინიგზო ხაზი (უერთდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას) და სამხრეთის მოკამედეშის სარკინიგზო ხაზი. თითოეული ხაზი ატლანტის ოკეანის სანაპიროს აკავშირებს ქვეყნის სიღრმესთან. მეოთხე 123 კმ-ის სიგრძის 610 მმ ლიანდაგის სიგანის ხაზი პორტ ამბოიმს აკავშირებს ქალაქ გაბელასთან, მაგრამ დღეისათვის ის არ ფუნქციონირებს.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, ხელისუფლებას სურს დაიწყოს კოლონიალური პერიოდიდან შემორჩენილი და სამოქალაქო ომის დროს საკმაოდ დაზიანებული რკინიგზის ხაზების რეაბილიტაციის დაგეგმვა და მისი გაფართოება ახალი ხაზების მშენებლობის ხარჯზე. ეს გეგმა ანგოლას მისცემს არსებული სარკინიგზო ხაზების ერთმანეთთან დაკავშირების და მეზობელ ქვეყნებთან შეერთების საშუალებას. თუ ეს გეგმა როდესმე განხორციელდა, შესაძლებელი გახდება სამი აღმოსავლეთი-დასავლეთი ხაზის და სამი ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზის ერთიანი სქემის შექმნა, რომელიც რკინიგზის ხაზებით ერთმანეთთან დააკავშირებს ყველა 18 პროვინციას. ეს გეგმა ასევე ცნობილია ანგო-ფეროს სახელით.[59]
ანგოლის ავტოგზებზე დაუსახლებელ ადგილებში მგზავრობა ხშირად რეკომენდებული არაა მათთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალების ოთხივე ბორბალი არ არის წამყვანი. ანგოლაში არსებობდა ნორმალური საგზაო ინფრასტრუქტურა, მაგრამ დრომ და სამოქალაქო ომმა ის საკმაოდ დააზიანა. ბევრ რაიონში მძღოლებმა შექმნეს ალტერნატიული გზები, რათა თავი აერიდებინათ გზის ცუდი საფარისათვის. ანგოლის ხელისუფლება იღებს ზომებს ბევრი ავტომაგისტრალის აღდგენისათვის. ავტოგზა ლუბანგოსა და ნამიბეს შორის უახლოეს პერიოდში აშენდა ევროპის კავშირის ფინანსირებით, რომელიც ხარიხით და პარამეტრებით ჰგავს ევროპის ბევრ ძირითად ავტოგზებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას დასჭირდება რამდენიმე ათწლეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
ტრანსპორტი მთავარი ასპექტია ანგოლაში იმიტომ, რომ ის მოხერხებულად მდებარეობს და ეს შეიძლება გახდეს რეგიონალური მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი. ამას გარდა ანგოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ზოგიერთი მთავარი და მსხვილი პორტი და ამიტომ აუცილებელია მათი მიერთება ქვეყნის სიღრმესთან და მეზობელ ქვეყნებთან.
ანგოლას აქვს დიდი ჰიდროენერგეტიკული რესურსები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის მიმდინარე მოთხოვნილებებს. კაპანდას კაშხალი მდინარე კვანზაზე უზრუნველყოფს ლუანდის დაბალი სიმძლავრის დარგებს. ორი კაშხალი მდინარე კატუმბელაზე კვებავს ქალაქებს ლობიტუს და ბენგელას. ლუბანგოდან 180 კმ-ით დაშორებული კამბამბეს ჰიდროელექტროსადგური ელექტროენერგიით კვებავს ქალაქებს ლუბანგოს და ნამიბეს. ნამიბიასთან ახლო მდებარე რუაკანას კაშხლის მშენებლობა დამთავრდა 1970-იანი წლების ბოლოს, მაგრამ ელექტროსადგური მდებარეობს ნამიბიაში. მდინარე კვანზაზე 520 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის წინასწარი ამუშავება კაპანდას კაშხალზე უნდა დაიწყოს 2003 წლის დასაწყისში. 2002 წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით ქვეყანაში ექვსიდან მხოლოდ სამი კაშხალი მუშაობს; აშშ-მა 200 მილიონი დოლარი გამოყო დანარჩენი კაშხლების შესაკეთებლად, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიიღეს სამოქალაქო ომის პერიოდში. 2002 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ შეადგინა 1728 ტრილიონი ვტ·სთ, რომელთაგან 34,5 % საწვავისგანაა და 65,5 % ჰიდროელექტროსადგურებიდან. იმავე წელს ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა 1607 ტრილიონ ვტ·სთ-ს. 2002 წელს ჯამურმა სიმძლავრემ შეადგინა 700 მეგავატი. ელექტროენერგიას აწარმოებს ელექტრული კომპანია — Empresa Nacional de Electricidade de Angola.
ანგოლაში ტურიზმის ინდუსტრია ემყარება ქვეყნის ბუნებრივ სილამაზეს, მდინარეების, ჩანჩქერების და ლამაზი სანაპიროების ჩათვლით.[60] ანგოლაში ტურიზმის ინდუსტრია შედარებით ახალი დარგია, რადგანაც ქვეყნის დიდი ნაწილი დაინგრა პოსტკოლონიალური დროის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც დამთავრდა 2002 წელს. რეგიონის უმრავლესი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც აშშ-ის, ევროკავშირის და ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ ვიზები გამარტივებული სახით, ანგოლაში მისი მიღება უფრო რთულია და ჰგავს საბჭოთა სავიზო მოთხოვნებს (ოფიციალური წერილი-მოწვევა, დოკუმენტები სტუმრობის მიზნებზე, მოგზაურობის მარშრუტის ასლი, თანხების არსებობის მტკიცებულება და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა წამსვლელისათვის ვიზა არ მტკიცდება). ტურიზმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქვეყანას უქმნის არასახარბიელო მდგომარეობას ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციაში.
ექსპორტი (69,26 მილიარდი დოლარი. 2012 წლის შეფასება) — ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ალმასები, ყავა, ბამბა, სიზალი, თევზი, თევზპროდუქტები, ტყე.
ძირითადი მყიდველები: ჩინეთი — 45,8 %, აშშ — 13,7 %, ინდოეთი — 11,0 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 4,1 %.[61]
იმპორტი (22,86 მილიარდი დოლარი. 2012 წლის შეფასება) — მანქანები, ელექტრომოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სათადარიგო ნაწილები, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ტექსტილი, სამხედრო ტექნიკა.
ძირითადი მომწოდებლები: პორტუგალია — 19,5 %, ჩინეთი — 20,8 %, აშშ — 7,7 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 7,1 %, ბრაზილია — 5,9 %.[62]
ანგოლის ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე უფრო უარესია მსოფლიოში. მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იღებს ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას..[63]
ანგოლაში ჯანდაცვის სფერო რამდენადმე გამოკეთდა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. მაგრამ ბევრი პრობლემა ჯერ ისევ არსებობს. გაეროს ბავშვთა ფონდის 2005 წლის ანგარიშის საფუძველზე ქვეყნის მთელი სახელმწიფო ხარჯების 2 % გამოყოფილი იქნა ჯანდაცვაზე. ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2005 წლიდან. ყველაზე დიდი პრობლემაა — ექიმების უკმარისობა, მთელ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების განადგურება და სოფლის და ქალაქის მოსახლეობას შორის პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობაში განსხვავება.[64]
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით მოსახლეობის აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ ანგოლას ჰყავს ექიმების იმდენად მცირე რაოდენობა, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ელემენტარული სამედიცინო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სავარაუდოდ ანგოლაში არსებობს დაახლოებით 0,08 ექიმი 1000 ადამიანზე.[65] ანგოლაში სამოქალაქო ომის ხანგრძლივი პერიოდის გამო, ანგოლელების თითქმის მთელ თაობას არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღოთ ელემენტარული განათლება. ამან გამოიწვია სამედიცინო მუშაკების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა დედების ცუდი ჯანმრთელობის პრობლემა. სამედიცინო მუშაკების უკმარისობას დღეისათვის ავსებენ კუბელი ექიმები, რომელთა მიზანია ჯანმრთელობის მთლიანი მდგომარეობისა და ასევე დედების ჯანდაცვის გაუმჯობესება.[66]
ჯანდაცვის სისტემამ განიცადა სამოქალაქო ომის სოციალური შედეგები. ადამიანების დიდ რაოდენობას, რომლებსაც არ შეეძლოთ მიეღოთ განათლება სამოქალაქო ომის დროს, დღეისათვის ჯანდაცვის სისტემაში არ შეუძლიათ შეავსონ პროფესიონალური სამედიცინო პერსონალის და სხვა აუცილებელი თანამდებობრივი რიგები, რის გამოც ანგოლის მოსახლეობამ დაკარგა განათლებული კადრების თითქმის მთელი თაობა. განათლებაში ამ წყვეტამ მოიტანა შედეგები, რომლებსაც დღესაც ძლიერ განიცდის საზოგადოება და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო.
დღეისათვის ქოლერის, მალარიის, ცოფის და აფრიკული სისხლდენის ანთების ეპიდემია, როგორც მარბურგის გემორაგიული ანთება, საერთო დაავადებაა ქვეყნის რამდენიმე ნაწილში. ქვეყნის ბევრ რეგიონში შეიმჩნევა ტუბერკულოზის დაავადების და აიდ ვირუსის გავრცელების მაღალი დონე. მწერებით გადამდები დენგეს ციებ-ცხელება, ფილარიატოზი, ლეიშმანიოზი, ონქოცერკოზა და სხვა დაავადებები, ასევე გავრცელებულია ქვეყნის რეგიონებში. ანგოლას აქვს ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სიცოცხლის ხაბგრძლივობაში. 2007 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ანგოლაში გავრცელებულია ნიკოტინმჟავას დეფიციტის დაბალი მდგომარეობა.[67] დემოგრაფიული და სამედიცინო კვლევების პროექტი დღეისათვის ანგოლაში ატარებს მალარიის, ოჯახობრივი ძალადობის და ბევრ სხვადასხვა გამოკვლევებს.[68]
2014 წლის სექტემბერში პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ანგოლის კიბოს დაავადებებთან ბრძოლის ინსტიტუტი (IACC), რომელიც ინტეგრირებული იქნება ანგოლის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურთან.[69] ამ ახალი ცენტრის მიზანია ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ონკოლოგიის დარგში, პოლიტიკის, პროგრამების და გეგმების განხორციელება წინასწარი გაფრთხილებისა და სპეციალიზებული მკურნალობის სფეროში.[70] კიბოს ეს ინსტიტუტი ივარაუდება საყრდენ დაწესებულებად აფრიკის ცენტრალურ და სამხრეთის რეგიონებში.[71]
2014 წელს ანგოლაში წამოიწყეს წითელის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეროვნული კამპანია, რომელიც ვრცელდებოდა თითოეულ 10 წლამდე ასაკის ბავშვზე და მისი მიზანია ეს ჩატარდეს ყველა 18 პროვინციაში.[72] ეს 2014-2020 წლებში ანგოლის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ღონისძიება წითელის ლიკვიდაციის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც მოიცავს გეგმიური იმუნიზაციის განმტკიცებას, წითელას დაავადების შემთხვევაში გამართულ მკურნალობას, ვაქცინაციის მეორე დოზის შემოღებას გეგმიური ვაქცინაციის ეროვნულ ლალენდარში და წითელაზე აქტიურ ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. ეს აქცია ჩატარდა პოლიომიელიტის და ვიტამინი А-ს წინააღმდეგ ვაქცინაციასთან ერთობლივად.[73]
ანგოლაში ყვითელი ციებ-ცხელების სწრაფი გავრცელება დაიწყო 2015 წლის დეკემბერში. 2016 წლის აგვისტოში დაახლოებით 4000 ადამიანი იყო ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი, მაგრამ დაავადების გავრცელება შემცირდა, თუმცა სავარაუდოდ 369 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადების გავრცელება დაიწყო ლუანდაში და გადაედო ქვეყნის 18 პროვინციიდან სულ ცოტა 16-ს. ყვითელი ციებ-ცხელების ეს სწრაფი გავრცელება აფრიკის სამხრეთში იყო ყველაზე უარესი უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.[74]
მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად ანგოლაში განათლება სავალდებულო და უფასოა 8 წლის განმავლობაში, ხელისუფლების ცნობით მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა გაკვეთილებს ვერ ესწრება მასწავლებელთა და სკოლის შენობების უკმარისობის გამო.[75] მოსწავლეები ხშირად იხდიან დამატებით სასკოლო ხარჯებს, წიგნების და სხვა მასალების ჩათვლით.[75]
1999 წელს საწყისი განათლების სკოლებში დასწრების დონემ შეადგინა 74 %, როცა იგივე მაჩვენებელი 1998 წელს იყო 61 %.[75] ეს მონაცემები აღებულია დაწყებით სკოლებში ფორმალურად დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობის საფუძველზე და ამიტომ არაობიექტურად ასახავს სკოლებში ფაქტობრივ დასწრებას.[75] ისევ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სოფლის და ქალაქის რაიონებს შორის რეგისტრაციაში. 1995 წელს 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 71,2 % დადიოდა სკოლაში.[75] აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უფრო მაღალ პროცენტს შეადგენენ ვაჟები, ვიდრე გოგონები.[75] ანგოლის სამოქალაქო ომის დროს (1975-2002 წლები), მთელი სკოლების თითქმის ნახევარი გაიქურდა და განადგურდა, რასაც დაემატა დღევანდელი ჭარბმოსახლეობიანობის პრობლემა.[75]
2005 წელს განათლების სამინისტრომ დაიქირავა 20 000 ახალი მასწავლებელი და აგრძელებს მასწავლებელთა ტრენინგების განხორციელებას.[75] მასწავლებლებს, როგორც წესი, ნაკლებს უხდიან, ისინი არასაკმარისად არიან მომზადებულები და ბევრჯერ საკმაოდ გადაღლილებიც (სწავლება ზოგჯერ მიმდინარეობს ორ ან სამ სმენად დღეში).[75] ზოგიერთი მასწავლებელი უშუალოდ მოსწავლეებს სთხოვს თანხას ან მათგან ღებულობს ქრთამს.[75] სხვა ფაქტორები, როგორებიცაა დანაღმული მინების არსებობა, პიროვნების დამამტკიცებელი დოკუმენტებისა და რესურსების არ ქონა და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, არის სკოლაში გაკვეთილებზე არარეგულარული დასწრების მიზეზი.[75] მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს განათლებაზე საბიუჯეტო ასიგნაციები გაიზარდა, ანგოლაში განათლების სისტემა რჩება საკმაოდ არასაკმარისად დაფინანსებული.[75]
იუნესკოს სტატისტიკური ინსტიტუტის შეფასებით, 2011 წელს უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლების დონემ შეადგინა 70,4 %.[76] მამაკაცებში 82,9 % და ქალებში 54,2 %, დაწყებული 2001 წლიდან.[77] 1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან, ზოგიერთი ანგოლელი მოსწავლე და სტუდენტი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად აგრძელებდა სწავლას პორტუგალიის, ბრაზილიის და კუბის საშუალო სკოლებში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში; მთლიანობაში ისინი ელიტას მიეკუთვნებოდნენ.
2014 წლის სექტემბერში ანგოლის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა 16 მილიონი ევროს ინვესტირება მთელ ქვეყანაში 300-ზე მეტი აუდიტორიის კომპიუტერიზაციაში. პროექტი ასევე მოიცავს პედაგოგების სწავლებას ეროვნულ დონეზე, "როგორც დანერგვის მეთოდი და დაწყებით სკოლაში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რაც გამოსახავს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას".[78]
2010 წელს ანგოლის ხელისუფლებამ წამოიწყო ანგოლის მედიათეკის ქსელის შექმნა, რომელიც გადანაწილებულია ქვეყნის რამდენიმე პროვინციაზე, რათა მოსახლეობას გაუადვილოს ინფორმაციის და ცოდნის მიღება. ყოველ საიტს აქვს ბიბლიოგრაფიული არქივი, მულტიმედიური რესურსები და ინტერნეტში მიერთებული კომპიუტერები, ასევე საკმკითხველო, ცოდნის მისაღები და ერთმანეთთან ურთიერთობის ადგილები.[79] გეგმა ითვალისწინებს 2017 წლისთვის ანგოლის ყველა პროვინციაში მედიათეკის შექმნას. პროექტი ასევე მოიცავს რამდენიმე მედია ბიბლიოთეკის შექმნას, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი გახდეს რამდენიმე სტაციონარული მულტიმედიური ბიბლიოთეკა ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად დაშორებულ რეგიონებში.[80] ამავე დროს, მობილური მედია ბიბლიოთეკები უკვე მუშაობენ ლუანდას, მალანჟეს, უიჟეს, კაბინდას და სამხრეთ ლუნდას პროვინციებში.[81]
ანგოლის მასმედიას ძირითადად აკონტროლებს ქვეყნის დომინანტი პოლიტიკური პარტია, ყოფილი მარქსისტული ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა (მპლა), რომელსაც ხელმძღვანელობს ჟოზე ედუარდო სანტუში, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინც წყვეტს მოსამართლეების დანიშვნას და საკმაო გავლენას ახდენს საპარლამენტო არჩევნებზე.[82]
ქვეყნის ოფიციალური სააგენტოა ანგოლის სახელმწიფო ბეჭვდითი სააგენტო (ANGOP), დაარსებული 1975 წელს, რომელიც ადრე მჭიდრო კავშირში იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ოფიციალურ სატელეგრაფო სააგენტო — საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტოსთან (ТАСС).[83]
2005 წელს, ერთადერთი ეროვნული ყოველდღიური გაზეთი იყო სახელმწიფო "Jornal de Angola" (2000 წელს ტირაჟი იყო 41 000). ასევე არსებობს სულ ცოტა 7 კერძო ყოველკვირეული გამოცემა, მაგრამ საკმაოდ დაბალი ტირაჟით. ანგოლის ძირითადი გაზეთებია: Jornal de Angola,[84] O Apostolado,[85] და Semanário Angolense.[86]
Rádio Nacional de Angola მაუწყებლობს პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და ძირითად ადგილობრივ ენებზე; ეკუთვნის სახელმწიფოს, ეს ერთადერთი რადიოსადგურია, რომელიც მაუწყებლობს საერთოეროვნული მასშტაბით. 2004 წელს არსებობდა 5 კომერციული რადიოსადგური, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის Radio Ecclesia და Radio Lac Luanda.
ანგოლის ხელისუფლების ერთადერთი ტელეარხია Angola Public Television E.P. (TPA), რომელიც მაუწყებლობს ლუანდაში და პროვინციების უმრავლესობაში. 2003 წელს არსებობდა 78 რადიო და 52 ტელევიზორი თითოეულ 1000 ადამიანზე. TV Zimbo-ს სატელევიზიო არხი ანგოლაში ერთ-ერთი ძირითადი კერძო არხია. 2015 წლის 16 დეკემბერს ახალმა კერძო ტელეარხმა Palanca TV-მ დაიწყო მაუწყებლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თანამგზავრული ტელეარხის სატელევიზიო პროვაიდერის DStv-ის მეშვეობით.[87]
2003 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო ინტერნეტის დაახლოებით 17 კვანძი. იმავე წელს არსებობდა 1,9 პერსონალური კომპიუტერი 1000 ადამიანზე და ყოველი 1000 ადამიანიდან სამს ჰქონდა კავშირი ინტერნეტთან.
Angola Telecom-ს სახელმწიფო კავშირგაბმულობაში მონოპოლიური მდგომარეობა ეკავა მავთულიანი სატელეფონო კავშირით მომსახურებაში 2005 წლამდე. მოთხოვნილებამ გადააჭარბა შესაძლებლობას, ფასები იყო მაღალი, ხოლო მომსახურება ცუდი. Telecom Namibia, ანგოლის კომპანიებთან ერთად გახდა პირველი კერძო ლიცენზირებული ოპერატორი ანგოლის ფიქსირებულ სატელეფონო ქსელში. 2010 წლისთვის სტაციონარული მომწოდებლების რაოდენობა გაიზარდა ხუთამდე; Angola Telecom-მა შექმნა მობილური კავშირგაბმულობის სისტემა ლუანდაში 1993 წელს, რომელიც შემდგომში გაფართოვდა მსხვილ ქალაქებში. მოკლე ტალღიანი რადიოტელეფონები ფართედ გამოიყენება სამხედრო მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს სიტყვის და პრესის თავისუფლებას, ხელისუფლება მაინც ზღუდავს მას რეალურ ცხოვრებაში.[83] ჟურნალისტებს აშინებენ და ისინი დაკავებული არიან თვითცენზურით, რის გამოც ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ძირითად გაზეთებს, ტელეარხებს და რადიოსადგურებს.[89]
ევროპელების მოსვლამდე, ადამიანების ჯგუფები ცხოვრობდნენ ტრადიციული მანერით. არ არსებობდა კერძო საკუთრება, მეურნეობის მართვა (სოფლის მეურნეობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა) იმყოფებოდა ტომის ბელადების ხელში. ომის დროს, ტომები ატყვევებდნენ მეზობელ ხალხებს, იყენებდნენ მათ მონურ შრომას. ერთი ადამიანი კლანის და ტომის გარეშე არაფერს არ წარმოადგენდა. ადამიანები ცხოვრობდნენ ქოხებში.
XIX საუკუნეში კოლონიზაციის პერიოდში, პორტუგალიელებმა დაიწყეს პირველი ქალაქების და მხოლოდ თეთრკანიანი დასახლებულებისათვის ლამაზი სახლების მშენებლობა. სახლები შენდებოდა ევროპულ და ავტოქტონურ ქალაქებში. სხვაობა რაიონებსა და ქალაქებს შორის შეიმჩნევა დღესაც.
პორტუგალიელებმა ააშენეს რამდენიმე სკოლა, მაგრამ ეს ძირითადად მოხდა დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში (1961 წელი), რამაც დააჩქარა და გააძლიერა ვესტერნიზაციის და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პროცესი. მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ბევრი მამაკაცი და ქალი დღემდე ფეხშიშველი და წელს ზემოთ შიშველი დაიარება, თვით ლუანდაშიც კი, მაშინ, როდესაც ახალი, მდიდარი ადამიანები, რომლებმაც შეითვისეს ხელისუფლებაში ყოფნა, სულ უფრო მოდური და თანამედროვე სტილით ცხოვრობენ, მათ გააჩნიათ რადიო, ტელევიზორი, ავტომანქანები, მაცივრები, ტანსაცმელი და სხვა.
როგორც მესამე სამყაროს ბევრ ქვეყანაში, მამაკაცები მუშაობენ, ხოლო ქალები მხოლოდ სახლის მოვლით და ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულები. გოგონები იშვიათად დადიან სკოლაში. ხშირია მრავალშვილიანი ოჯახები. მიუხედავად ამისა სკოლები დაინგრა სამოქალაქო ომის დროს. ბევრია ობოლი ბავშვი ან ბავშვი მეომარი, რომლებმაც მიიღეს სერიოზული ტრავმები. სწავლების სისტემა ღარიბია და დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე.
დამოუკიდებლობის მომენტიდან, ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა (MPLA) ინარჩუნებს პოლიტიკურ ხელისუფლებას და ელიტის ზოგიერთ წევრებს აქვთ სადავეები ქვეყნის ეკონომიკაზე. ეთნიკური თვალსაზრისით ხელისუფლება დიდი უმრავლესობით შედგება ოვიმბუნდუს ხალხისაგან, მეტისების უმნიშვნელო უმცირესობისგან და კონგოს რამდენიმე ადამიანისგან.
ანგოლაში ცეკვები ერთმანეთისგან განსხვავდება ჟანრით, აზრით, ფორმით და კონტექსტებით, რომელიც აბალანსებს ადამიანების გართობას. იგი არ არის შეზღუდული ტრადიციული და პოპულარული ჩარჩოებით და გამოიხატება როგორც აკადემიური, ისევე თანამედროვე ენის სახით. ცეკვის მუდმივი არსებობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არის კულტურული კონტექსტის პროდუქტი, მომზიდველი რიტმული სტრუქტურებით, ყველაზე ადრეული ასაკიდან. დაწყებული დედის მოძრაობასთან ბავშვის საკმაოდ მჭიდრო კონტაქტიდან (რომლის ზურგითაც ის გადაადგილდება), ეს პროდუქტი მყარდება ახალგაზრდობის მონაწილეობის გზით სხვადასხვა სოციალურ დღესასწაულებში.
პორტუგალიის რამდენიმე საუკუნოვანი კოლონიზაციის შემდეგ, ანგოლამ ასევე განიცადა სხვა კულტურებთან შერევა, როგორც ეს დღეისათვის შეიმჩნევა ბრაზილიაში, მოზამბიკში და კაბო-ვერდეში. ანგოლა დღეისათვის გამოირჩევა ყველაზე განსხვავებული მუსიკალური სტილით, რომლის ძირითადი სახეობებია: სემბა, კუდურო და კიზომბა.
ანგოლის მუსიკა ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის ფართე მუსიკალური ტენდენცია და პოლიტიკური ისტორია.[90] ანგოლის მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა სხვა პორტუგალურენოვანი ქვეყნების მუსიკაზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი. ბევრი პოპულარული მუსიკოსი დაიღუპა ამ ომში, ხოლო ზოგიერთმა თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.[91]
1980-იანი წლების დასაწყისში, ანგოლის პოპულარული მუსიკა კუბის მუსიკის ღრმა გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. კუბური რუმბა პოპულარული და გავლენიანი იყო აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ანგოლისა და ზაირის (დღეისათვის — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ანგოლასთან მოსაზღვრე რეგიონების ჩათვლით, სადაც ის soukous-ის ჟანრის საფუძველი გახდა. კუბის მუსიკის გავრცელებას და პოპულარიზაციას ხელი შეუწყო მარქსისტული მპლა-ს ხელისუფლების დასახმარებლად ჩამოსული კუბის ჯარების ყოფნამ.
ანგოლის ყველაზე ცნობილი სიმღერებიდან ორი Humbi Hummbi დაწერა ფილიპ მუკენგამ და მუშიმამ (წარმოშობა უცნობია). მუსიკას აქვს დიდი მნიშვნელობა ანგოლის ცხოვრებაში და არ არის იშვიათობა, რომ შესრულდეს ყველაზე პოპულარული ანგოლური და ბრაზილიური სიმღერების ა კაპელა ვერსიები. ამ სიმღერების ტექსტებს მღერიან პორტუგალიურ ენებზე, რომელზეც ლაპარაკობს ანგოლელების უმრავლესობა პირველი ან მეორე ენის სახით, ბანტუს ენებთან ერთად.
ანგოლის კინო დღეისათვის განიცდის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ახალი ფილმების დაფინანსებაში.[92] 2000-იანი წლების დასაწყისში ანგოლის ხელისუფლება დაეხმარა მცირე რაოდენობის ფილმების დაფინანსებას, მაგრამ ეს პროგრამა შეჩერდა ათწლეულის ბოლოს.[92] ამ დროის განმავლობაში ანგოლაში გადაღებული იქნა ფილმი გმირი და 2005 წლის კინოფესტივალზე მოიპოვა პრიზი დრამატული კინოს ჟანრის ფილმებში.[93] ანგოლაში პირველი კინოთეატრები აშენდა 1930-იან წლებში[94] საერთო ჯამში 50 კინოთეატრი აშენდა 1970-იანი წლების შუა პერიოდში.[95][96] დღეისათვის ბევრი მათგანი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, მაგრამ არსებობს რამდენიმე მათგანის აღდგენის მცდელობა.[97]
ანგოლის ლიტერატურა ჩაისახა XIX საუკუნის შუა პერიოდში. ანგოლის კულტურის სხვადასხვაობა აისახება ლიტერატურის მრავალფეროვნებაშიც, რომელიც ტრადიციულად საბრძოლო და სატირულია.
იმის გამო, რომ ანგოლა იყო პორტუგალიის კოლონია, ის წარმოადგენს პორტუგალენოვან ქვეყანას. ავტორების უმრავლესობა წერს პორტუგალიურ ენაზე, თუმცა ქვეყანაში არსებობენ სხვა ბევრი ტომები და პორტუგალიური ენა არ არის მშობლიური ენა ყველა ანგოლელისთვის. 2006 წელს ჟოზე ლუანდინუ ვიეირამ მიიღო კამოენსის პრემია, თუმცა მან უარი განაცხადა $128 000 დოლარის ფულადი პრიზის მიღებაზე "პირადი და ინტიმური მიზეზების" გამო.[98][99]
ანგოლის პირველი პრეზიდენტი — აგოსტინიო ნეტო იყო ცნობილი პოეტი.[100]
ანგოლის ნიღბების ხელოვნება, როგორც აფრიკული ნიღბების ხელოვნების და მერქნის ქანდაკებების უმრავლესობა არ არის მხოლოდ ესთეტიკური ქმნილებები. ისინი მთავარ როლს თამაშობენ საკულტო რიტუალებში, სადაც განასახიერებენ სიცოცხლის და სიკვდილის სიმბოლოს, ზრდასრული ასაკის ცხოვრებაზე გადასვლის რიტუალს, ახალი მოსავლის დღესასწაულს და ნადირობის სეზონის დასაწყისს. ნიღბების და ქანდაკებების დასამზადებლად ანგოლელი ოსტატების სამუშაო მასალებია: მერქანი, ბრინჯაო და სპილოს ძვალი. ანგოლაში თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს აქვს ორიგინალური მხატვრობის თავისი საკუთარი სტილი. სავარაუდოდ, ანგოლის ხელოვნების ყველაზე უფრო ცნობილი ნაწილია "მოაზროვნე Côkwe", რომელიც ჰარმონიის და ხაზების სიმეტრიის შედევრია. ანგოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — ლუნდაში Côkwe ასევე ცნობილია თავისი მაღალი მხატვრული ხელოვნებით.
ანგოლის ტრადიციული კულინარია იმყოფება პორტუგალიის და მოზამბიკის კულინარიის გავლენის ქვეშ[101], ბოლო წლებში ასევე აღინიშნება ბრაზილიის სამზარეულოს ძლიერი გავლენა.
ინგრედიენტებიდან ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება მარცვლეული კულტურები, რომლებიც ქვეყანაში მოჰყავთ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორისაა: სორგო, ფეტვი და სიმინდი, ასევე ლობიო, თევზი, ოსპი, იამსი, გოგრა და ბამი. რაც შეეხება ხილს, ძირითადად მიირთმევენ საზამთროს, თამარინდის და ბაობაბის ნაყოფს. პალმის ზეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
ანგოლაში ყველაზე უფრო პოპულარული კერძია funge[102] ანუ funji, რომლის ცომი მზადდება სიმინდის ან მანიჰოტის ფქვილისაგან. მას ხანდახან თან ერთვის ხორცი ან თევზი. კიდევ ერთი ტრადიციული კერძია მუამბა, რომელიც შეიძლება დამზადდეს ქათმისაგან, ხორცისაგან ან თევზისაგან და მას შეიძლება თან დავურთოთ ბამი და პალმის ზეთი.
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები დამახასიათებელია ანგოლის მოსახლეობისათვის.[103]
სხვადასხვა სახის შინაური სპირტიანი სასმელები, მათ შორის capatica (ბანანისგან დამზადებული), caporoto (სიმინდისგან დამზადებული); cazi ანუ caxipembe (კარტოფილისგან და მანიჰოტის კანისგან დამზადებული); kimbombo (სიმინდისგან დამზადებული), maluva ანუ ocisangua (პალმის წვენისგან დამზადებული, ზოგჯერ მას ეძახიან "პალმის ღვინოს,"[104]), ngonguenha (მანიჰოტის შემწვარი ფქვილისაგან დამზადებული) და ualende (შაქრის ლერწმისაგან, კარტოფილისაგან, სიმინდისაგან ან ხილისგან დამზადებული).[103] სხვა სასმელებია Kapuka (სახლში გამოხდილი არაყი), ovingundu (თაფლისგან დამზადებული სასმელი) და ვისკი Kota (სახლში დამზადებული ვისკი).[103]
პოპულარული უალკოჰოლო სასმელებია ტრადიციული — Kussangua, რომელსაც ამზადებენ ქვეყნის სამხრეთში სიმინდის ფქვილისგან და მას ასევე ადგილობრივები იყენებენ რიტუალური მკურნალობისას.[103][105] ისეთი უალკოჰოლო სასმელები, როგორებიცაა: კოკა-კოლა, პეპსი, მირინდა, სპრაიტი და ფანტა ასევე პოპულარულია. მაშინ, როდესაც ზოგიერთი უალკოჰოლო სასმელი შემოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბრაზილიიდან და პორტუგალიიდან, ანგოლის უალკოჰოლო სასმელების წარმოება მაინც გაიზარდა.[104]
Mongozo ტრადიციული პალმის ნაყოფისგან სახლში გამოხდილი ლუდია, რომელსაც უფრო ხშირად სვავენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ლუნდის პროვინციებში.[103] Mongozo-ს ევროპელების მოსვლამდე ხარშავდნენ ჩოკვას ტომის ხალხი და ის დღეისათვის სერიულად იწარმოება საექსპორტოდ, მათ შორის ბელგიაში.[104]
სხვადასხვა კომერციული ლუდი იხარშება ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში, რომელთაგან ყველაზე ძველია Cuca. ლუდის სხვა სახეობებია Eka, Н'gola და Nocal.[103]
ანგოლის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბა აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია და რეგულარულად მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატებზე. ანგოლის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თავის ისტორიაში პირველად გავიდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც მათ ჯგუფში ერთი თამაში წააგეს და ორიც ფრედ დაამთავრეს, რის შემდეგაც გამოეთიშნენ ტურნირს. მათ სამჯერ გაიმარჯვეს კოსაფას თასის ტურნირში და მეორე ადგილზე გავიდნენ 2011 წლის აფრიკული ერების ჩემპიონატზე. ანგოლა რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობას ღებულობს ხელბურთში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2013 წელს ანგოლაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი როლიკებიან ჰოკეიში. ანგოლას აქვს ისტორიული ფესვები "Capoeira Angola"-ს და "Batuque"-ს საბრძოლო ხელოვნებასთან, რომელიც გავრცელებული იყო ჩაგრულ აფრიკელ ანგოლელებში, რომლებსაც მონებად ჰყიდდნენ და გადაჰყავდათ ატლანტის ოკეანის იქით.[106]
ქვეყანა ცხრაჯერ მონაწილეობდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. დებიუტი ჰქონდა მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მას შემდეგ მონაწილეობდა ყველა ზაფხულის თამაშებზე, ლოს-ანჯელესის 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ანგოლელ სპორტსმენებს მონაწილეობა არასოდეს არ მიუღიათ. ანგოლას ოლიმპიურ თამაშებში მედალი არასოდეს არ მოუპოვებია.
თარიღი | დასახელება |
1 იანვარი | ახალი წელი |
4 იანვარი | კოლონიური რეპრესიების მსხვერპლთა დღე |
25 იანვარი | ლუანდის დღე |
4 თებერვალი | ეროვნული განთავისუფლებისთვის შეიარაღებული აჯანყების დაწყების დღე |
8 მარტი | ქალთა საერთაშორისო დღე |
3 აპრილი | დიდი პარასკევი |
4 აპრილი | მშვიდობის და თანხმობის დღე, სამოქალაქო ომის დასრულების დღე |
1 მაისი | მშრომელთა საერთაშორისო დღე |
25 მაისი | აფრიკის დღე |
1 ივნისი | ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე |
17 სექტემბერი | აგოსტინიო ნეტოს და ეროვნული გმირების დღე |
2 ნოემბერი | ყველა მართალი გარდაცვლილის ხსენების დღე |
11 ნოემბერი | დამოუკიდებლობის დღე |
25 დეკემბერი | ქრისტეს შობა |
31 დეკემბერი | ახალი წლის წინა დღე |
მოძრავი სადღესასწაულო დღეებია:
ანგოლა ვიქსიკონში | |
ანგოლა ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.