სორგო

From Wikipedia, the free encyclopedia

სორგო

სორგო (ლათ. Sorghum) — ერთ- და მრავალწლოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 50-მდე სახეობას.

სწრაფი ფაქტები სორგო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა

კულტურაში ჩვეულებრივად სორგო, შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო ჯუგარა და სხვა. სორგოს მარცვისაგან ამზადებენ ფქვილს, ბურღულს, სპირტს, სახამებელს და სხვა. შაქროვანი სორგოს ღეროსაგან — ბადაგს. ნამჯას იყენებენ ქაღალდის, მუყაოს და სხვა წარმოებაში, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია.

სორგოს სამშობლოა ეკვატორული აფრიკა. მსოფლიოში ამჟამად ყველაზე მეტად თესავენ ინდოეთში. მოჰყავთ აზიაში (ყოფილ საბჭოთა კავშირიში შუა აზიაში, ყაზახეთში, ვოლგისპირეთში, სამხრეთ უკრაინაში, მოლდოვეთში.

საქართველოში უფრო მშრალ, ურწყავ მიწებზე მოდის, როგორც გვალგამძლე მცენარე.

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.