Remove ads

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია არგენტინა.

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, რეგიონი ...
ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი

ფიფა-ს მსოფლიო თასი
დაარსდა 1930
რეგიონი საერთაშორისო
გუნდების რაოდენობა 32 (ფინალურ ეტაპზე)
209 (საკვალიფიკაციო ეტაპზე)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ბრაზილიის დროშა ბრაზილია (5 წოდება)
მოქმედი გამარჯვებული არგენტინის დროშა არგენტინა (მესამე წოდება)
ვებ-საიტი ოფიციალური საიტი
დახურვა

ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 (2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იქნება 48) ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

დღემდე ჩატარებულ 22 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით. სამჯერ გამარჯვებული აქვს არგენტინას, ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ, და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.[1]

Remove ads

ისტორია

წინარეისტორია და პირველი ჩემპიონატი

Thumb
ურუგვაის 1930 წლის ნაკრები — მსოფლიოს პირველი ჩემპიონები

ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა 1872 წელს გლაზგოში, შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის (დასრულდა ანგარიშით 0–0),[2] პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 1884 წელს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.[3] ფეხბურთის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს და სპორტის ეს სახეობა შეტანილ იქნა 1900 და 1904 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა პრიზიორები მედლებით არ დაჯილდოვდნენ.

1906 წელს ახალდაარსებულმა ფიფა-მ შვეიცარიაში ჩაატარა პირველი საერთაშორისო ტურნირი ქვეყნების გუნდებს შორის, თუმცა ფიფა-ს ოფიციალური ისტორიის თანახმად ტურნირი „ჩავარდა“.[4]

1908 წელს ლონდონში გაიმართა მორიგი ოლიმპიური თამაშები, სადაც ფეხბურთი უკვე ოლიმპიადის ოფიციალური სახეობა იყო. ოქროს მედლები ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა. შეჯიბრში მხოლოდ მოყვარულები მონაწილეობდნენ, აქედან გამომდინარე, მას უფრო შოუს სახე ჰქონდა, ვიდრე ტურნირის.

1909 წელს ტურინში შოტლანდიელმა ბარონეტმა სერ თომას ლიპტონმა ჩაატარა თავისივე სახელობის თასის გათამაშება, სადაც არა ეროვნული ნაკრებები, არამედ ინდივიდიალური კლუბები მონაწილეობდნენ, თუმცა თითოეული მათგანი ერთ კონკრეტულ ქვეყანას წარადგენდა. ეს ტურნირი ზოგჯერ იხსენიება, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი.[5] ტურნირში გამოდიოდნენ პრესტიჟული პროფესიონალური კლუბები იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი განაცხადა კლუბების გაგზავნაზე. სანაცვლოდ, ლიპტონმა მიიწვია სამოყვარულო დასავლეთ ოკლენდის გუნდი, დარემის საგრაფოდან. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი ტიტულის წარმატებით დაცვა.

Thumb
სერ თომას ლიპტონი

1914 წელს ფიფა-მ თავის თავზე აიღო ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ორგანიზება.[6] 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართა ტურნირი ფეხბურთში — მსოფლიოს პირველი საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ბელგიის ნაკრებმა მოიგო.[7]

ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული საფეხბურთო ტურნირების გამო ფიფა-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი. 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.[8] ჩემპიონატის პირველი გათამაშების მასპინძელ ქვეყნად დასახელდა ურუგვაი.

შერჩეული ქვეყნების ფედერაციებს გაეგზავნათ მოწვევა ნაკრებების გამოგზავნის თხოვნის შესახებ, თუმცა მასპინძელ ქვეყნად ურუგვაის არჩევა ევროპული ქვეყნებისათვის, ატლანტის ოკეანის გავლით, გრძელ და ძვირადღირებულ მგზავრობას მოითხოვდა, ამიტომაც თავდაპირველად არც ერთ ევროპულ ქვეყანას ფიფა-სთვის მოწვევაზე თანხმობა არ მიუცია. საბოლოოდ, ურუგვაიში ბელგიის, საფრანგეთის, რუმინეთისა და იუგოსლავიის ნაკრებები ჩავიდნენ. ჯამში, ჩემპიონატში ცამეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა: შვიდი სამხრეთ ამერიკიდან, ოთხი ევროპიდან და ორი ჩრდილოეთ ამერიკიდან.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები გაიმართა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა.[9] ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.[10]

მეორე მსოფლიო ომამდე

Thumb
ჰავრის სტადიონი: ჰოლანდია – ჩეხოსლოვაკია (1938)

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსების შემდეგ, ზაფხულის 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (მასპინძელი ლოს-ანჯელესი) ფეხბურთი არ შეუტანიათ, რაც აშშ-ში ფეხბურთის არაპოპულარობით იყო განპირობებული. ფიფა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ვერ შეთანხმდნენ მოხალისე ფეხბურთელთა სტატუსზეც.[11] შედეგად, 1932 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი არ ჩატარებულა. ფეხბურთი ოლიმპიადას 1936 წელს დაუბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის ოლიმპიური ფეხბურთი, უკვე უფრო პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.

ჩემპიონატის პირველი წლების სიძნელეები, უპირველეს ყოვლისა ტრანსკონტინენტალური მგზავრობის პრობლემა, კიდევ უფრო გაამწვავა ევროპაში დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა. ომის გამო გაუქმდა 1942 და 1946 წლების ჩემპიონატები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

1950 წელს (მასპინძელი ბრაზილია) ჩემპიონატში პირველად მიიღეს მონაწილეობა ინგლისელებმა. ბრიტანულმა გუნდებმა ფიფა 1920 წელს დატოვეს, იმ მიზეზით, რომ არ სურდათ იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ ჩაბმული,[12] თუმცა 1946 წელს, ფიფა-ს მოწვევით კვლავ დაუბრუნდნენ ორგანიზაციას.[13] ამავე წელს, ჩემპიონატს დაუბრუნდნენ პირველი გათამაშების გამარჯვებულები — ურუგვაელებიც, რომლებმაც წინა ორ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. ურუგვაელებმა მასპინძელი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ კვლავ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.

Thumb
მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და მასპინძლები.

1934 წლიდან 1978 წლამდე თითოეულ ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა, გარდა 1938 წლისა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრია გერმანიამ დაიპყრო და 1950 წლისა, როდესაც ტურნირში მონაწილეობა ინდოეთის, შოტლანდიისა და თურქეთის ნაკრებებმა არ მიიღეს.[14]

32-გუნდიანი ფორმატი

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 1982 წელს 24-მდე,[15] 1998 წელს კი — 32 გუნდამდე გაიზარდა,[16] რითაც მეტი გუნდის გამოყვანა გახდა შესაძლებელი აფრიკიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან. შესაბამისად, იმატა მათმა წარმატებებმაც: მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს მექსიკამ (1986), კამერუნმა (1990), სენეგალმა და აშშ-მა (ორივე 2002), განამ (2010), კოსტა-რიკამ (2014). 2002 წელს მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა სამხრეთ კორეის ნაკრებმა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 200, 2006 წლისაზე — 198, ხოლო 2010 წლისაზე — 204 ქვეყნის ნაკრები.[17]

ფიფა-ს სხვა ტურნირები

1991 წელს ჩინეთში ჩატარდა ქალთა პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი.[18] პირველი ჩემპიონატის საგზურისათვის 49 გუნდი იბრძოდა, 2007 წლისათვის მათი რიცხვი 120-მდე იყო გაზრდილი. ქალთა ფეხბურთის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წელს გაიმართა.

ფიფა-ს კონფედერაციის თასი ტარდება მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე, სადაც ერთმანეთს ეჯიბრება ფიფა-ს ექვსივე კონფედერაციის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოქმედი მფლობელი და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები.[19]

ფიფა-ს ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო ტურნირები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის: ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვიდმეტ წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე მსოფლიო საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი და სხვა.

Remove ads

თასი

1930–1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-ს პრეზიდენტი) სახელობის თასით ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს, ბრაზილიამ, მოიპოვა რა ჩემპიონის წოდება მესამეჯერ, თასი სამუდამოდ დაისაკუთრა. თუმცა, 1983 წელს თასი მოიპარეს.[20]

1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს 53 წარმოდგენილი მოდელი. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა იტალიელ სილვიო გაზანიგას ვერსიაზე. თასის სიმაღლეა 36 სმ, დამზადებულია თვრამეტკარატიანი ოქროსაგან, იწონის 6,175 კგ-ს. გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც ხელებში გლობუსი უჭირავთ. ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები, დაწყებული 1974 წლიდან.[21]

მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი მოჭედილი რეპროდუქცია.[22]

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები (ფეხბურთელები და მწვრთნელები) ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი (გამარჯვებულები), ვერცხლის (ფინალისტები) და ბრინჯაოსი (მესამე-ადგილოსნები). 2002 წლის ჩემპიონატზე მედლებით დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე გასული მასპინძელი სამხრეთი კორეის ნაკრებიც. 1978 წლამდე მედლებს მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი იღებდა. 2007 წლის ნოემბერში ფიფა-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 1930-1974 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული ნაკრებების ყველა წევრი ოქროს მედალს მიიღებდა.[23][24][25]

Remove ads

ფორმატი

კვალიფიკაცია

დაწყებული 1934 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის ტარდება საკვალიფიკაციო ეტაპი.[26] საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყების წინ ფიფა თავისი ექვსივე კონტინენტური ზონისათვის (აფრიკა, აზია, ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ოკეანეთი, ევროპა) წინასწარ საზღვრავს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდების რაოდენობას.

საკვალიფიკაციო პროცესი ფინალური ეტაპის დაწყებამდე სამი წლით ადრე იწყება და ორი წელი გრძელდება. კონფედერაციების საკვალიფიკაციო ფორმატები განსხვავდება. 1938 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს ავტომატურად ენიჭება საგზური და როგორც წესი, საკვალიფიკაციო რაუნდში არ მონაწილეობს. 1938-2002 წლებში ჩემპიონატის საგზური ავტომატურად მოქმედ ჩემპიონსაც ენიჭებოდა, თუმცა 2006 წლის შემდეგ მასაც უწევს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლა. ბრაზილია იყო პირველი მოქმედი ჩემპიონი (2002 წლის გამარჯვებული), რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა.[27]

ფინალური ეტაპი

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება, მონაწილეობას იღებს 32 ეროვნული ნაკრები. ჩემპიონატი ორ ეტაპად ტარდება: ჯგუფური და პლეი-ოფი.[28]

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რვა 4-გუნდიან ჯგუფებში ნაწილდება. ჯგუფში სულ სამი ტურია და თითოეული გუნდი სამჯერ თამაშობს (ყველა ნაკრებთან ერთხელ). მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდს 3 ქულა ენიჭება, ფრეს შემთხვევაში — ორივე გუნდს თითო-თითო ქულა, წაგების შემთხვევაში კი — ნული (1994 წლამდე მოგებისათვის გუნდს ორი ქულა ენიჭებოდა). ჯგუფის პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები პლეი-ოფში გადიან.

ჯგუფში გუნდები შემდეგი მაჩვენებლებით ფასდებიან:[29]

  • ქულათა უკეთესი რაოდენობის მიხედვით;
  • გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით;
  • გატანილი გოლების მიხედვით;
  • თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მაჩვენებლებმა ვერ გამოავლინა ჯგუფიდან გამსვლელი გუნდ(ებ)ის ვინაობა, მაშინ ის შეფასდება:
    • ქულათა უკეთესი რაოდენობის მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
    • გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
    • გატანილი გოლების მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
  • თუ გამსვლელი გუნდ(ებ)ის ვინაობა მაინც ვერ გამოვლინდა, მაშინ ეს კენჭისყრით გადაწყდება.

პლეი-ოფის რაუნდში, გუნდი მხოლოდ ერთხელ თამაშობს, წაგების შემთხვევაში ეთიშება შეჯიბრს. მატჩში „ფრეს“ დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დრო, შემდეგ — თერთმეტმეტრიანების სერია. პლეი-ოფი მერვედფინალური რაუნდით იწყება, შემდეგ მოყვება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, მატჩი მესამე ადგილისათვის (დამარცხებული ნახევარფინალისტები) და ფინალი.

Remove ads

მასპინძლები

შერჩევის პროცესი

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს კონგრესი არჩევდა. სიშორის გამო ევროპული ქვეყნებისათვის დიდი პრობლემა იყო ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნა, და პირიქით. მაგალითად, ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.[30] 1934 და 1938 წლის ჩემპიონატები ევროპაში გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულ გათამაშებას ბოიკოტი გამოუცხადეს არგენტინამ და ურუგვაიმ.[31]

1958 წელს, მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ფიფა-მ გადაწყვიტა ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე და ევროპაში მორიგეობით ჩაეტარებინა. ამ წესმა 1998 წლამდე იარსება. 2002 წლის გათამაშება პირველი იყო, რომელიც ჩატარდა აზიაში და რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა (სამხრეთი კორეა და იაპონია).[32] 2010 წელს სამხრეთი აფრიკა პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2014 წელს ბრაზილია პირველი სამხრეთამერიკული მასპინძელი იქნება 1978 წლის შემდეგ.[33]

მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი კენჭისყრის წესით ირჩევს. როგორც წესი, მასპინძელი ჩემპიონატამდე 6-7 წლის ადრე სახელდება. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში რამდენიმე გათამაშების მასპინძელი ერთდროულად სახელდება. მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს, როდესაც 2018 და 2022 წლების მასპინძლები ერთდროულად გამოცხადდნენ (რუსეთი და ყატარი, შესაბამისად).[34]

2010 და 2014 წლებისათვის წინასწარ იყო განსაზღვრული მასპინძელი კონტინენტი (აფრიკა 2010 და სამხრეთი ამერიკა 2014 წელს). თუმცა 2018 წლიდან დაწყებული ნებისმიერი კონტინენტის ქვეყანას შეუძლია ჩემპიონატის მასპინძლობა, გარდა იმ კონტინენტიდან, რომელმაც წინა ორ გათამაშებას უმასპინძლა ზედიზედ. ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ 2014 წლისათვის ბრაზილია მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი იყო.[35]

მასპინძელთა მონაწილეობა

დღემდე რვა ეროვნულ ნაკრებს აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. აქედან ექვსი გახდა ჩემპიონი საკუთარ ქვეყანაში. გამონაკლისია ბრაზილია, რომელმაც 1950 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანეთი, რომელიც 1982 წელს მეორე რაუნდს ვერ გასცდა. ინგლისმა (1966) და საფრანგეთმა (1998) თავიანთი ერთადერთი ტიტული მასპინძლის რანგში მოიგეს.

თავიანთ ქვეყანაში წარმატებით იასპარეზეს სხვა ნაკრებებმაც: შვედეთი (1958, მეორე ადგილი), ჩილე (1962, მესამე ადგილი), სამხრეთი კორეა (2002, მეოთხე ადგილი), მექსიკა (1970 და 1986, მეოთხედფინალები).[36][37][38][39][40]

სამხრეთი აფრიკა ერთადერთი მასპინძელი ნაკრები იყო (2010) მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც პირველ რაუნდს ვერ გასცდა.

Remove ads

ორგანიზება და მედია მაუწყებლობა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელევიზიის საშუალებით ყურება პირველად 1954 წელს იყო შესაძლებელი. დღესდღეობით იგი ყველა პოპულარული სპორტული ღონისძიებაა. 2022 წლის ჩემპიონატს მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს, მის ფინალურ მატჩს კი — 1,5 მილიარდზე მეტი.[1]

თითოეულ გათამაშებას, 1966 წლიდან, აქვს თილისმა ან ლოგო. „World Cup Willie“ (1966) პირველი თილისმა იყო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.[41]

შედეგები

საპრიზო ადგილები

მეტი ინფორმაცია წელი, ჩატარების ადგილი ...
წელი ჩატარების ადგილი ფინალი თამაში მესამე ადგილისთვის
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი მესამე ადგილი ანგარიში მეოთხე ადგილი
1930
ვრცლად
ურუგვაის დროშა ურუგვაი ურუგვაის დროშა
ურუგვაი
4 - 2 არგენტინის დროშა
არგენტინა
აშშ-ის დროშა
აშშ
[42] იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
1934
ვრცლად
იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა
იტალია
2 - 1
დ.დ
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 2 ავსტრიის დროშა
ავსტრია
1938
ვრცლად
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი იტალიის დროშა
იტალია
4 - 2 უნგრეთის დროშა
უნგრეთი
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
4 - 2 შვედეთის დროშა
შვედეთი
1950
ვრცლად
დროშა: ბრაზილია ბრაზილია ურუგვაის დროშა
ურუგვაი
[43] ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
შვედეთის დროშა
შვედეთი
[43] ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1954
ვრცლად
შვეიცარიის დროშა შვეიცარია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
3 - 2 უნგრეთის დროშა
უნგრეთი
ავსტრიის დროშა
ავსტრია
3 - 1 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
1958
ვრცლად
დროშა: შვედეთი შვედეთი ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
5 - 2 შვედეთის დროშა
შვედეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
6 - 3 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1962
ვრცლად
ჩილეს დროშა ჩილე ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
3 - 1 ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
ჩილეს დროშა
ჩილე
1 - 0 იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
1966
ვრცლად
დროშა: ინგლისი ინგლისი ინგლისის დროშა
ინგლისი
4 - 2
დ.დ
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
2 - 1 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1970
ვრცლად
მექსიკის დროშა მექსიკა ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
4 - 1 იტალიის დროშა
იტალია
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1 - 0 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
1974
ვრცლად
დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
2 - 1 ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
პოლონეთის დროშა
პოლონეთი
1 - 0 ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
1978
ვრცლად
დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა
არგენტინა
3 - 1
დ.დ
ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
2 - 1 იტალიის დროშა
იტალია
1982
ვრცლად
დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა
იტალია
3 - 1 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
პოლონეთის დროშა
პოლონეთი
3 - 2 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
1986
ვრცლად
მექსიკის დროშა მექსიკა არგენტინის დროშა
არგენტინა
3 - 2 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
4 - 2
დ.დ
ბელგიის დროშა
ბელგია
1990
ვრცლად
იტალიის დროშა იტალია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1 - 0 არგენტინის დროშა
არგენტინა
იტალიის დროშა
იტალია
2 - 1 ინგლისის დროშა
ინგლისი
1994
ვრცლად
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
0 - 0
(3 - 2) პენ.
იტალიის დროშა
იტალია
შვედეთის დროშა
შვედეთი
4 - 0 ბულგარეთის დროშა
ბულგარეთი
1998
ვრცლად
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
3 - 0 ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
ხორვატიის დროშა
ხორვატია
2 - 1 ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
2002
ვრცლად
სამხრეთ კორეის დროშა სამხ. კორეა &
დროშა: იაპონია იაპონია
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
2 - 0 გერმანიის დროშა
გერმანია
თურქეთის დროშა
თურქეთი
3 - 2 სამხრეთ კორეის დროშა
სამხრეთი კორეა
2006
ვრცლად
დროშა: გერმანია გერმანია იტალიის დროშა
იტალია
1 - 1
(5 - 3) პენ.
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 1 პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
2010
ვრცლად
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1 - 0
დ.დ
ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 2 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
2014
ვრცლად
დროშა: ბრაზილია ბრაზილია გერმანიის დროშა
გერმანია
1 - 0
დ.დ
არგენტინის დროშა
არგენტინა
ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
3 - 0 ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
2018
ვრცლად
დროშა: რუსეთი რუსეთი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
4 - 2 ხორვატიის დროშა
ხორვატია
ბელგიის დროშა
ბელგია
2 - 0 ინგლისის დროშა
ინგლისი
2022
ვრცლად
კატარის დროშა კატარი
დახურვა

ჯამში მსოფლიო ჩემპიონატებში 76 ქვეყნის ნაკრებს აქვს მონაწილეობა მიღებული.[44] აქედან რვა გახდა ჩემპიონი.

ხუთი გამარჯვებით ბრაზილია ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა (სულ 21-ჯერ).[45] მხოლოდ იტალიასა (1934, 1938) და ბრაზილიას (1958, 1962) აქვს მოგებული ტიტული ზედიზედ ორჯერ, ხოლო მხოლოდ დასავლეთ გერმანია (1982, 1986, 1990) და ბრაზილია (1994, 1998, 2002) გავიდნენ ფინალში ზედიზედ სამჯერ.

დღემდე მხოლოდ სამხრეთ ამერიკულ და ევროპულ გუნდებს აქვთ მოგებული ჩემპიონატი (ევროპულმა გუნდებმა გაიმარჯვეს 12-ჯერ, ხოლო სამხრეთ ამერიკულმა – 9-ჯერ). მხოლოდ ორმა გუნდმა, რომლებიც ამ კონტინენტებიდან არ იყვნენ, შეძლეს ნახევარფინალამდე მისვლა: აშშ (1930) და სამხრეთი კორეა (2002). აფრიკული გუნდებიდან მეოთხედფინალამდე მივიდნენ კამერუნის (1990), სენეგალისა (2002) და განის (2010) ეროვნული ნაკრებები.

ევროპაში ჩატარებული ცხრა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა არაევროპულმა გუნდმა, — ბრაზილიამ 1958 წელს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებულ ჩემპიონატებთაგან მხოლოდ ერთი მოიგო ევროპულმა გუნდმა, — გერმანიამ 2014 წელს.

საუკეთესო გუნდები

მეტი ინფორმაცია გუნდი, გამარჯვებული ...
გუნდი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი მეოთხე ადგილი
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 5 (1958, 1962, 1970, 1994, 2002) 2 (1950, 1998) 2 (1938, 1978) 2 (1974, 2014)
გერმანიის დროშა გერმანია[46] 4 (1954, 1974, 1990, 2014) 4 (1966, 1982, 1986, 2002) 4 (1934, 1970, 2006, 2010) 1 (1958)
იტალიის დროშა იტალია 4 (1934, 1938, 1982, 2006) 2 (1970, 1994) 1 (1990) 1 (1978)
არგენტინის დროშა არგენტინა 3 (1978, 1986, 2022) 3 (1930, 1990, 2014) - -
ურუგვაის დროშა ურუგვაი 2 (1930, 1950) - - 3 (1954, 1970, 2010)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2 (1998, 2018) 2 (2006, 2022) 2 (1958, 1986) 1 (1982)
ინგლისის დროშა ინგლისი 1 (1966) - - 2 (1990, 2018)
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 (2010) - - 1 (1950)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები - 3 (1974, 1978, 2010) 1 (2014) 1 (1998)
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია - 2 (1934, 1962) - -
უნგრეთის დროშა უნგრეთი - 2 (1938, 1954) - -
შვედეთის დროშა შვედეთი - 1 (1958) 2 (1950, 1994) 1 (1938)
პოლონეთის დროშა პოლონეთი - - 2 (1974, 1982) -
ავსტრიის დროშა ავსტრია - - 1 (1954) 1 (1934)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია - - 1 (1966) 1 (2006)
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია - - 1 (1930) 1 (1962)
აშშ-ის დროშა აშშ - - 1 (1930) -
ჩილეს დროშა ჩილე - - 1 (1962) -
ხორვატიის დროშა ხორვატია - 1 (2018) 2 (1998, 2022) -
თურქეთის დროშა თურქეთი - - 1 (2002) -
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ - - - 1 (1966)
ბელგიის დროშა ბელგია - - 1 (2018) 1 (1986)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი - - - 1 (1994)
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა - - - 1 (2002)
მაროკოს დროშა მაროკო - - - 1 (2022)
დახურვა
მეტი ინფორმაცია მონაწ. ჩემპიონატზე, გუნდი ...
დახურვა

საუკეთესო ბომბარდირები

მეტი ინფორმაცია გოლი, ბომბარდირი ...
დახურვა
Remove ads

ჯილდოები

ამჟამად დაწესებულია ექვსი ჯილდო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებსა და გუნდებს გადაეცემათ. ესენია:

  • ოქროს ბურთი საუკეთესო ფეხბურთელისათვის; ასევე ვერცხლის ბურთი და ბრინჯაოს ბურთი მეორე და მესამე საუკეთესო ფეხბურთელებისათვის, შესაბამისად.[47]
  • ოქროს ბუცი საუკეთესო ბომბარდირისათვის; ასევე ვერცხლის ბუცი და ბრინჯაოს ბუცი მეორე და მესამე საუკეთესო ბომბარდირებისათვის, შესაბამისად.[48]
  • ოქროს ხელთათმანი (ყოფილი იაშინის ჯილდო) საუკეთესო მეკარისათვის.[49]
  • საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 21 წლის ან უფრო მცირე ასაკის მქონე საუკეთესო ფეხბურთელისათვის.[50]
  • ფიფა-ს ფეარ პლეის თასი „სამართლიანი თამაშის“ (ინგლ. Fair play) საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდისათვის.[50]
  • ყველაზე საინტერესო გუნდი გუნდისათვის, რომელმაც ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია მაყურებლებში.[51]
Remove ads

რეკორდები და სტატისტიკა

Thumb
პელე

ჩემპიონატებში მონაწილეობის რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ მექსიკელი ანტონიო კარბაჰალი (1950–1966) და რაფაელ მარკესი (2002–2018) და გერმანელი ლოთარ მათეუსი (1982–1998). მათ ხუთ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.[52][53] ამასთანავე, ლოთარ მათეუსი ლიდერობს ჩატარებული თამაშების რაოდენობის მხრივაც. მან 25 მატჩში ითამაშა.[54] ბრაზილიელი პელე ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატი სამჯერ მოიგო (1958, 1962, 1970).[55] მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს აქვს მოგებული სამივე საპრიზო ადგილი.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია გერმანელი მიროსლავ კლოზე (2002–2014) 16 გატანილი გოლით. მას ოდნავ ჩამორჩება ბრაზილიელი რონალდო (1998–2006) 15 გოლით და გერმანელი გერდ მიულერი (1970–1974) 14 გოლით.[56] ფრანგი ჟიუსტ ფონტენი ლიდერობს ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით. მან მხოლოდ 1958 წლის ჩემპიონატზე 13-ჯერ გამოიჩინა თავი.[57]

მხოლოდ ბრაზილიელ მარიო ზაგალოს, გერმანელ ფრანც ბეკენბაუერს და ფრანგ დიდიე დეშამს აქვთ მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში.[58][59] იტალიელი ვიტორიო პოცო ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონი ორჯერ გახდა (1934, 1938).[60]

ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიასა და ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 109 მატჩი აქვთ ჩატარებული,[46][61] ასვე გერმანიამ ყველაზე მეტჯერ ითამაშა ფინალი (8), ნახევარფინალი (13) და მეოთხედფინალი (16). ბრაზილიას კი ყველაზე მეტჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო ჩემპიონატში (21), აქვს ყველაზე მეტი მატჩი მოგებული (73) და გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (229).[62] მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტიტულოვანი გუნდი გერმანია და ბრაზილია ერთმანეთს პირველად 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, მეორედ კი 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში.

ყველაზე სწრაფი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი აქვს თურქ ჰაქან შუქურს. მან 2002 წლის ჩემპიონატზე გოლი მე-11 წამზე გაიტანა.

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads