Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კონკაკაფი (ინგლ. СОnfederation of North, Central American and Caribbean Association Football) — საფეხბურთო კონფედერაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ამ რეგიონებში შემავალი ქვეყნების გარდა, კონფედერაციაში, ასევე გაწევრიანებულია სამი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა: გაიანა, სურინამი და გვიანა. კონკაკაფის მოვალეობაა თავისი წევრებისთვის სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება.
Confederation of North, Central American and Caribbean Association Football | |
---|---|
ინგლ. Confederation of North, Central American and Caribbean Association Football | |
აბრევიატურა | CONCACAF |
შეიქმნა | 18 სექტემბერი, 1961 |
ტიპი | სპორტული ორგანიზაცია |
წევრები | 41 ქვეყნის ნაკრები |
ენა | ინგლისური |
მდივანი | ვიქტორ მონტალიანი |
მშობელი ორგანიზაცია | FIFA |
თავმჯდომარე | Victor Montagliani |
კავშირები | ფიფა |
concacaf.com |
კონფედერაცია დაარსდა 1961 წლის 18 დეკემბერს, მეხიკოში, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაციების შერწყმის შედეგად. კონკაკაფი ფიფას წევრია. მისი წევრი ქვეყნების ნაკრებებიდან მექსიკის ნაკრები არის ერთადერთი, რომელმაც შეძლო ფიფას მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ სანაკრებო ტურნირში გამარჯვება (1999 წლის კონფედერაციის თასი). კონფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.