28 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 148-ე დღე (ნაკიან წლებში - 149-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 217 დღე.
- ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
- 1503 : სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის, რომელიც 10 წელს გასტანს.
- 1529 : ერნანდო დე სოტომ ფლორიდას მიაღწია.
- 1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მამაკაცით, ლისაბონიდან ინგლისის სრუტესკენ დაიძრა.
- 1742 : ლონდონში გაიხსნა პირველი დახურული საცურაო აუზი.
- 1812 : ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას.
- 1830 : აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ხელი მოაწერა კანონს ინდიელების გადასახლების შესახებ, რომლის მიხედვით მათ აგრეთვე ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. გადასახლება 1831 წელს დაიწყო.
- 1863 : ბოსტონში პირველი ამერიკულული შავკანიანთა პოლკი შეიქმნა.
- 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუშიმას ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალ ტოგო ჰეიჰაჩიროს მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.
- 1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
- 1930 : ნიუ-იორკში კრაისლერ ბილდინგი გაიხსნა.
- 1935 : გაიმართა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მასობრივი თვითმფრინავის „მესერშმიტ ბი ეფ 109“-ს (Messerschmitt Bf.109) პირველი საგამოცდო გაფრენა
- 1937 : ოქროს კარიბჭე გაიხსნა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი: ბელგია გერმანიას ჩაბარდა.
- 1952 : საბერძნეთში ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
- 1961 : ინგლისურმა გაზეთმა „ობსერვერ“ გამოაქვეყნა ლონდონელი იურისტის პიტერ ბენენსონის „ამინისტიის მოწოდება“. ეს დღე ითვლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის «Amnesty International» -ს დაბადების დღედ.
- 1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
- 1970 : დასავლეთ გერმანიაში განხორციელდა ნერვული ქსოვილის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია.
- 1975 : თხუთმეტი დასავლეთაფრიკული ქვეყანა ხელს აწერს ლაგოსის ხელშეკრულებას, რითაც შეიქმნა დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა.
- 1982 : ფოლკლენდის ომი: ბრიტანეთის ძალები არგენტინელებს ამარცხებენ გუზ გრინის ბრძოლაში.
- 1987 : მოსკოვის კრემლის რაიონში დაეშვა დასავლეთგერმანელი მოყვარული პილოტი მატიას რუსტი.
- 1991 : ადის-აბება ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტმა აიღო, რითაც დასრულდა დერგის რეჟიმი და ეთიოპიის სამოქალაქო ომი.
- 1995 : რუსულ ქალაქ ნეფტეგორსკში 7.6 მაგნიტუდის მიწიძვრა მოხდა, დაიღუპა 2000-მდე ადამიანია, ქალაქის მოსახლეობის 2/3.
- 1999 : მილანში, იტალია, 22 წლის რესტავრაციის შემდეგ, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ საზოგადოებას წარედგინა.
- 2004 : ერაყის მმართველმა საბჭომ ქვეყნის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრად აიად ალავი აირჩია.
- 2007 : ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ვენესუელის პირველი სატელევიზიო არხი დახურა ოპოზიციური სატელევიზიო გადაცემების გამო.
- 2014 : აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2014 : პიტერ მუთარიკა მალავის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2024 : საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია