Remove ads

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიქმნა 1918 წლის 28 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად. ამ რესპუბლიკამ 2 წელიწადი იარსება. შემდგომში კი იგი დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა. მას დასავლეთით ესაზღვრებოდა ოსმალეთი, სამხრეთით ირანი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მოსახლეობა 3 მილიონი, ფართობი (ოფიციალურად) — 80 000 კმ².

სწრაფი ფაქტები
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
Հայաստանի Առաջին Հանրապետութիւն

რესპუბლიკა

28 მაისი, 19182 დეკემბერი, 1920
Thumb Thumb
დროშა გერბი
ჰიმნი
Mer Hayrenik
(„ჩვენი სამშობლო“)
Thumb
დედაქალაქი ერევანი
ენა სომხური
რელიგია სომხური მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული სომხური რუბლი
ფართობი 80 000 კმ²
მოსახლეობა დაახლ. 3 მლნ
მთავრობის თავმჯდომარე
 - 1918–1919 ოვანეს კაჯაზნუნი
 - 1919–1920 ალექსანდრე ხატისიანი
 - მაისი 1920–ნოემბერი 1920 ჰამო ოჰანჯაინაინი
 - ნოემბერი 1920–დეკემბერი 1920 სიმონ ვრაციანი
დახურვა

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რათა კავკასიას დაეცვა თავი რუსეთის და თურქეთის აგრესიისგან, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგრამ განსხვავებული ორიენტაციის გამო (საქართველო ემხრობოდა გერმანიას, სომხეთი ინგლისს, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთს) ამიერკავკასია დაიშალა და 1918 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სომხეთმა რამდენიმე წარუმატებელი ომი გადაიტანა მეზობლებთან. კერძოდ: სომხეთ-საქართველოს ომი, სომხეთ-ოსმალეთის ომი და სომხეთ-აზერბაიჯანის ომი.

Remove ads

საბჭოთა ოკუპაცია

1920 წლის მაისში რსფსრ-მ მოაწყო ბოლშევიკური აჯანყებები სომხეთში. სომხეთის მთავრობამ 14 მაისს ჩააქრო აჯანყება ყარსში, 18 მაისს –– სარაყამიშში, 19 მაისს –- ბაიაზეთში და 22- მაისს ყაზახის რაიონში. 21 მაისს წითელმ არმიამ დაიწყო სომხეთზე შეტევა და დაიკავა ყაზახი, მაგრამ სომხებმა აქ დაამარცხეს მტერი.

შემდეგ აზერბაიჯანელებთან ერთად წითელმა არმიამ შეუტია ზანგეზურის მიმართულებით. 5 ივლისს მათ დაიკავეს გერუსი; სომხებმა დაიწყეს კონტრშეტევა ჰდროს ხელმძღვანელობით, მაგრამ ამასთანავე მალე დაიწყო ოსმალეთის თავდასხმა სომხეთზე, სომხეთი იძულე- ბული გახდა შეეჩერებინა ბრძოლა მე-11 არმიის წინააღმდეგ. მალე სომხეთი დამაცხდა ოსმალეთის ფრონტზეც.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads