გერმანიის არაოფიციალური დასახელება 1933–1945 წლებში From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული რაიხი (გერმ.Deutsches Reich; ქართ.გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ.Großdeutsches Reich; ქართ.დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ.Drittes Reich; ქართ.მესამე იმპერია) ასევე ნაციონალ-სოციალისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
სწრაფი ფაქტები
გერმანული რაიხი მესამე რაიხი Deutsches Reich (1933–1943) Großdeutsches Reich (1943–1945)
1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკისრაიხსპრეზიდენტმაპაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.
1933-1943 წლებში სახელმწიფოს ოფიციალური სახელი იყო გერმანული რაიხი (Deutsches Reich). 1943 წელს სახელი გადაერქვა და დიდი გერმანული რაიხი (Großdeutsches Reich) ეწოდა. თანამედროვე გერმანელები მაშინდელ გერმანიას ნაციონალ-სოციალისტურ პერიოდად, ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიად ან უბრალოდ მესამე რაიხად მოიხსენიებენ.
გერმანული სიტყვა რაიხი (გერმ.Das Reich) შეიძლება ითარგმნოს ქართულ ენაზე როგორც „სახელმწიფო“, „იმპერია“[1]. თავდაპირველად, გერმანელები ამ ტერმინს რომის იმპერიის აღსანიშნავად იყენებდნენ, შემდეგ — რომის საღვთო იმპერიის. ზუსტად რომის საღვთო იმპერიიდან დაიწყეს ტერმინის გამოყენება, როგორც გერმანულის მიწების შემცველი გერმანული სახელმწიფოს აღმნიშვნელი (ამ მიზეზით, ვაიმარის რესპუბლიკასაც ოფიციალურად რაიხი ერქვა). თვითონ ტერმინი მესამე რაიხი, რომელსაც თავიდან მხოლოდ მითური მნიშვნელობით იყენებდნენ (მესამე სამეფო) ჰილიაზმურ და ჩახმურ, ან კიდევ, რადიკალურ პროტესტანულ დოქტრინებში ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ბოლოში და ახალი დროის დასაწყისში. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა შემოიტანა გერმანელმანაციონალისტმა მწერალმა არტურ მოილერ ვან დერ ბრუკმა1923 წელს თავის წიგნში. ვან დერ ბრუკზე დაყრდნობით, პირველი რაიხი იყო საღვთო რომის იმპერია (962—1806), მეორე რაიხი — გერმანიის იმპერია (1871—1918), მესამე რაიხი კი უნდა ყოფილიყო სუსტი ვაიმარის რესპუბლიკის შემცვლელი იდეალური პანგერმანული რაიხი.
ჰიტლერმა მესამე რაიხის იდეა ვან დერ ბრუკისგან გადაიღო, რომელიც მასზე არც თუ ისე კარგი აზრის იყო. მწერალმა 1925 წელს თავი მოიკლა.[2]
ნსდაპ •შტურმაბტაილუნგი •შუცშტაფელი •ჰიტლერიუგენდი •გესტაპო •ვერვოლფი •გოგონათა კავშირი •Deutsche Glaubensbewegung •ანენერბე •გერმანული სამუშაო ფრონტი •Kraft durch Freude •რწმენა და სილამაზე •მექანიზირებული კორპუსი •ავიაკორპუსი •სახალხო ქველმოქმედება •ქალბატონთა ორგანიზაცია •სტუდენტთა კავშირი •ექიმთა კავშირი •მასწავლებელთა კავშირი •იურისტთა კავშირი •ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანულმა ეკონომიკამ სერიოზული დაღმასვლა განიცადა. ძირითადად, ეს გამოწვეული იყო რეპარაციების გადახდის გამო, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებამ დაადგინა. მთავრობა დიდი რაოდენობით ფულს ბეჭდავდა რეპარაციებისა და სამხედრო სესხების დასაფარად, რამაც ძლიერი ინფლაცია გამოიწვია. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, პირადი მოხმარების საგნებზე, დაიწყო ეკონომიკური ქაოსი და მასობრივი არეულობები.[3] როდესაც მთავრობამ ვერ შეძლო რეპარაციების გადახდა 1923 წლის იანვრისათვის, ფრანგულმა სამხედრო ძალებმა რურის ინდუსტრიული რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. კიდევ უფრო გაიზარდა სამოქალაქო დაპირისპირება გერმანიაში.[4]
ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებს შორის იმ დროის გერმანიაში.[5] პარტიის მიზნები მოიცავდა ვაიმარის მთავრობის შეცვლას, ვერსალის ხელშეკრულების პირობების გაუქმებას, რადიკალურ ანტისემიტიზმსა და ანტიკომუნიზმს.[6] მხარდამჭერებს ჰპირდებოდნენ ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობის ჩამოყალიბებას, გერმანელი ხალხისათვის გაზრდილი „სასიცოცხლო სივრცის“ (Lebensraum) შექმნას, ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც რასობრივი წმენდითა და ებრაელთათვის გავლენის შემცირებით უნდა მომხდარიყო.[7] ნაცისტებს სურდათ ეროვნული და კულტურული აღორძინება.[8]
1929 წელს შეერთებულ შტატებში მომხდარმა საფონდო ბირჟის კრახმა გერმანულ ეკონომიკაზე უმძიმესი ეფექტი მოახდინა. მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, გაკოტრდა რამდენიმე მსხვილი ბანკი. ჰიტლერმა და მისმა ნაცისტურმა პარტიამ შექმნილი მდგომარეობა პოპულარობის გასაზრდელად გამოიყენეს. ისინი ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირობას იძლეოდნენ.[9] ბევრმა ამომრჩეველმა ჩათვალა რომ პარტიას შესწევდა უნარი, აღედგინა წესრიგი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. 1932 წლის ფედერალურმა არჩევნებმა ნაციონალ-სოციალისტური პარტია რაიხსტაგის უდიდეს პარტიად აქცია 230 მანდატით (37.4%).[10]
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა
მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა პარტიამ წარმატებებს მიაღწია 1932 წლის ორ გენერალურ არჩევნებში, უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, ჰიტლერმა ჩამოაყალიბა ხანმოკლე კოალიცია გერმანიის ნაციონალური ხალხის პარტიასთან.[11] პოლიტიკოსების, ინდუსტრიალისტებისა და ბიზნეს-წრეების დაჟინებული მოთხოვნით, 1933 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ.[12] მომდევნო თვეებში, ნაცისტებმა ქვეყანაში გაშალეს გლაიხშალტუნგად (Gleichschaltung) ცნობილი პროცესი, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.[13] მთელი სამოქალაქო სექტორი, აგროკულტურული ჯგუფების, მოხალისეთა ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების ჩათვლით, დაექვემდებარა პარტიის კონტროლს. მათი ხელმძღვანელობა ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ან, სულაც, პარტიის წევრებით ჩანაცვლდა. 1933 წლის ივნისისათვის, ნაცისტები მხოლოდ არმიასა და ეკლესიას ვერ აკონტროლებდნენ.[14]
1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა; დამნაშავედ დანიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლიუბე ცნეს. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ ეს კომუნისტური აჯანყების დაწყებას ნიშნავდა და ამას მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაშლა მოჰყვა: დააკავეს გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი. 1933 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით შეიზღუდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლებების ჩათვლით. ბრძანებულება უფლებას აძლევდა პოლიციელებს დაეკავებინათ მოქალაქეები უვადოდ და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ პერიოდში გაძლიერდა მუშაობა პროპაგანდის მხრივ, რამაც მათ მოსახლეობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა მოუტანა.[15]
1933 წლის მარტში რაიხსტაგმა, 444 ხმით 94-ის წინააღმდეგ, შეიტანა შესწორება გერმანიის კონსტიტუციაში, რაც უფლებას აძლევდა ჰიტლერსა და მის კაბინეტს, დაემტკიცებინა კანონები პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით.[16][17] ვინაიდან რაიხსტაგში ამ კანონის მიღებას 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მმართველმა პარტიამ 28 თებერვლის ბრძანებულება გამოიყენა, რათა ხმის მიცემის პროცესზე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები არ დაეშვა; კომუნისტები უკვე გარიცხულები იყვნენ.[18][19] ივნისში სოციალ-დემოკრატების პარტიაც გააუქმეს;[20] დაიშალნენ დარჩენილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც. 1933 წლის 14 ივლისს გერმანია ფაქტობრივად ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცა, როდესაც ახალი პარტიის დაარსებაც აიკრძალა. 1933 წლის ნოემბრის, 1936 წლის მარტისა და 1938 წლის აპრილის არჩევნები მთლიანად ნაცისტების მიერ კონტროლდებოდა და მხოლოდ ნაცისტებსა და მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ კანდიდატებს ირჩევდნენ.[21]1934 წლის იანვარში გაუქმდა რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოები და რაიხსრატი.[22]
ნაცისტურმა პარტიამ გააუქმა ვაიმარის დროინდელი სიმბოლიკაც, მათ შორის, სამფეროვანი დროშა (შავი, წითელი, ოქროსფერი). სანაცვლოდ, შემოიტანეს განახლებული იმპერიული სიმბოლიკა. 1935 წლიდან სახელმწიფოს დროშად დამტკიცდა პარტიის მიერ ადრე გამოყენებული დროშა: სვასტიკის სიმბოლოთი. ჰორსტ ვესელის სიმღერა, რომელიც ასევე ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა მანამდე, მეორე ოფიციალურ ჰიმნად იქცა.[23]
Braun, Hans-Joachim (1992). „Aero-Engine Production in the Third Reich“. History of Technology. 14: 1–15.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
Busse, Reinhard;Riesberg, Annette.Health Care Systems In Transition: Germany(PDF).WHO Regional Office for Europe on behalf of the European Observatory on Health Systems and Policies(2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2020.ციტირების თარიღი: 15 May 2013.
Closmann, Charles(2005).„Legalizing a Volksgemeinschaft: Nazi Germany's Reich Nature Protection Law of 1935“, How Green Were the Nazis?: Nature, Environment, and Nation in the Third Reich.Athens: Ohio University Press.
(1988) Fists of Steel, The Third Reich.Alexandria, VA: Time-Life Books. ISBN0-8094-6966-9.
Conway, John S(2001). The Nazi Persecution of the Churches, 1933–1945.Vancouver: Regent College Publishing. ISBN1-57383-080-1.
Cuomo, Glenn R.(1995). National Socialist Cultural Policy.New York: Palgrave MacMillan. ISBN978-0-312-09094-4.
Dachau.United States Holocaust Memorial Museum.ციტირების თარიღი: 14 July 2013.
„Declaration Regarding the Defeat of Germany and the Assumption of Supreme Authority with Respect to Germany and Supplementary Statements“. American Journal of International Law. 39 (3): 171–178. July 1945. doi:10.2307/2213921. JSTOR221392.
Dorland, Michael(2009). Cadaverland: Inventing a Pathology of Catastrophe for Holocaust Survival: The Limits of Medical Knowledge and Memory in France, Tauber Institute for the Study of European Jewry series.Waltham, Mass: University Press of New England. ISBN1-58465-784-7.
Dussel, Konrad (2010). „Wie erfolgreich war die nationalsozlalistische Presselenkung?“ [How Successful was National Socialist Control of the Daily Press?]. Vierteljahrshefte für Zeitgeschichte (German). Munich: Institut für Zeitgeschichte. 58 (4): 543–561. doi:10.1524/vfzg.2010.0026.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)(ფასიანი რეგისტრაცია)
(2004) Encyklopedia Powszechna PWN(Polish).Warsaw: Państwowe Wydawnictwo Naukowe. ISBN83-01-14179-4.
Freeman, Michael J.(1995). Atlas of Nazi Germany: A Political, Economic, and Social Anatomy of the Third Reich.London; New York: Longman. ISBN978-0-582-23924-1.
Gellately, Robert(2001). Social Outsiders in Nazi Germany. Princeton University Press. ISBN978-0-691-08684-2.
Gellately, Robert (1996). „Reviewed work(s): Vom Generalplan Ost zum Generalsiedlungsplan by Czeslaw Madajczyk. Der "Generalplan Ost". Hauptlinien der nationalsozialistischen Planungs- und Vernichtungspolitik by Mechtild Rössler; Sabine Schleiermacher“. Central European History. 29 (2): 270–274. doi:10.1017/S0008938900013170.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
Germany (West) Presse- und Informationsamt(1961). Germany Reports. With an introduction by Konrad Adenauer(German).Wiesbaden: F. Steiner. OCLC5092689.
Germany (West). Statistisches Bundesamt(1958). Die deutschen Vertreibungsverluste. Bevölkerungsbilanzen für die deutschen Vertreibungsgebiete 1939/50(German).Wiesbaden: Verlag W. Kohlhammer. OCLC7363969.
Hagemann, Karen (October 2011). „Mobilizing Women for War: The History, Historiography, and Memory of German Women's War Service in the Two World Wars“. Journal of Military History. 75 (4): 1055–1094.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
Hahn, Hans Henning; Hahnova, Eva(2010) Die Vertreibung im deutschen Erinnern. Legenden, Mythos, Geschichte(German).Munich; Vienna: Paderborn. ISBN978-3-506-77044-8.
Hubert, Michael(1998). Deutschland im Wandel. Geschichte der deutschen Bevolkerung seit 1815(German).Stuttgart: Steiner, Franz Verlag. ISBN3-515-07392-2.
Kammerer, Willi; Kammerer, Anja(2005) Narben bleiben: die Arbeit der Suchdienste– 60 Jahre nach dem Zweiten Weltkrieg.Berlin: Dienststelle.
Kershaw, Ian(2000). Hitler, 1936–1945: Nemesis.New York; London: W. W. Norton & Company. ISBN978-0-393-32252-1.
Longerich, Peter (2003). „Hitler's Role in the Persecution of the Jews by the Nazi Regime“. Atlanta: Emory University. 17. Radicalisation of the Persecution of the Jews by Hitler at the Turn of the Year 1941–1942. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
Lukas, Richard C.[1994](2001). Did the Children Cry?: Hitler's War Against Jewish and Polish Children, 1939–1945.New York: Hippocrene. ISBN978-0-7818-0870-5.
Majer, Diemut(2003). "Non-Germans" under the Third Reich: The Nazi Judicial and Administrative System in Germany and Occupied Eastern Europe, with Special Regard to Occupied Poland, 1939–1945.Baltimore; London: Johns Hopkins University Press. ISBN0-8018-6493-3.
Manvell, Roger; Fraenkel, Heinrich[1965](2007) Heinrich Himmler: The Sinister Life of the Head of the SS and Gestapo.London; New York: Greenhill; Skyhorse. ISBN978-1-60239-178-9.
Martin, Bernd[1995](2005). Japan and Germany in the Modern World.New York; Oxford: Berghahn Books. ISBN978-1-84545-047-2.
Materski, Wojciech; Szarota, Tomasz(2009) Polska 1939–1945: straty osobowe i ofiary represji pod dwiema okupacjami(Polish). Instytut Pamięci Narodowej, Komisja Ścigania Zbrodni przeciwko Narodowi Polskiemu. ISBN978-83-7629-067-6.
McElligott, Anthony; Kirk, Tim; Kershaw, Ian(2003) Working Towards the Führer: Essays in Honour of Sir Ian Kershaw.Manchester: Manchester University Press. ISBN0-7190-6732-4.
Overmans, Rüdiger[1999](2000). Deutsche militärische Verluste im Zweiten Weltkrieg, Beiträge zur Militärgeschichte(German).München: R. Oldenbourg. ISBN978-3-486-56531-7.
Overmans, Rűdiger (1994). „Personelle Verluste der deutschen Bevölkerung durch Flucht und Vertreibung“. Dzieje Najnowsze Rocznik. 16: 51–63.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
Salmonowicz, Stanisław(1994). Polskie Państwo Podziemne(Polish).Warszawa: Wydawnictwa Szkolne i Pedagogiczne. ISBN83-02-05500-X.
Scobie, Alexander(1990). Hitler's State Architecture: The Impact of Classical Antiquity.University Park: Pennsylvania State University Press. ISBN0-271-00691-9.
Smith, J. W.(1994). The World's Wasted Wealth 2: Save Our Wealth, Save Our Environment.Cambria, CA: Institute for Economic Democracy. ISBN0-9624423-2-1.
Strafgesetzbuch, StGB.IUSCOMP Comparative Law Society(13 November 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2001.ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2016.
Walk, Joseph(1996). Das Sonderrecht für die Juden im NS-Staat: Eine Sammlung der gesetzlichen Maßnahmen und Rechtlinien, Inhalt und Bedeutung, 2nd(German),Heidelberg: Müller Verlag.
Weinberg, Gerhard L.[1994](2005). A World at Arms: A Global History of World War II.Cambridge; Oxford: Cambridge University Press. ISBN978-0-521-85316-3.
Wrobel, Peter.(1999)The Devil's Playground: Poland in World War II.The Canadian Foundation for Polish Studies of the Polish Institute of Arts & Sciences Price-Patterson Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-02.ციტირების თარიღი: 2016-09-17.