ლებენსრაუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლებენსრაუმი — ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური გეგმა,რომელიც მოიცავდა გერმანიის ტერიტორიების გაფართოებას აღმოსავლეთით, რათა მოეპოვებინა მიწა და მატერიალური რესურსები გერმანელი ხალხისათვის და ამასთან ერთად განდევნა ებრაელი და სლავი ხალხები.
ისტორია
გერმანელი ხალხების აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიებზე გადასვლის იდეა შუა საუკუნეებიდან მოდის,როდესაც გერმანიის სახელმწიფოებიდან ხალხი აღმოსავლეთში გადავიდა,რადგან მათი სამშობლო მოსახლეობას ვეღარ იტევდა. თუმცა,მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე არ განისაზღვრა ლებენსრაუმის, ანუ „საცხოვრებელი სივრცის“ ცნება. ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა გეოგრაფმა და ეთნოგრაფმა ფრიდრიხ რატცელმა. ჩარლზ დარვინის გავლენით, რატცელმა მხარი დაუჭირა სოციალური დარვინიზმის ფორმას და განავრცო ყველაზე ძლიერის გადარჩენის იდეა ქვეყნებსა და ერებზე. მას სჯეროდა, რომ ადამიანთა მიგრაცია აუცილებელი იყო ხალხის განვითარებისთვის საჭირო ტერიტორიისა და რესურსების მოსაპოვებლად.
როდესაც გერმანიის ძალები აღმოსავლეთისაკენ მიიწევდნენ ლებენსრაუმის შექმნის იდეით,ისინი ანადგურებდნენ მილიონობით ადამიანს. ამან დიდი წვლილი შეიტანა ჰოლოკოსტში და ტრაგიკული შედეგები მოიტანა. ნაცისტების სამიზნეები იყვნენ არა მხოლოდ ებრაელები, არამედ სხვა ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიც. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ ბოშები, ჰომოსექსუალები, პოლონელები და საბჭოელები. დაახლოებით ექვსი მილიონი ევროპელი ებრაელი და მილიონობით სხვა ადამიანი დაიღუპა ჰიტლერის მიერ დაფინანსებული სისტემატური მკვლელობებისა და ლებენსრაუმის იდეის გამო.
წყაროები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.