Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შუა საუკუნეები — ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის დასაწყისს შორის მოქცეული ათი საუკუნე.
ტერმინი „შუა საუკუნეები“ სათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში, როდესაც ჰუმანისტმა მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე „შუა“, ასევე „ბნელი საუკუნეები“ უწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შუა და ახალი ისტორია. მსოფლიო ისტორიის „სამწევროვანი“ დაყოფა ისტორიკოსთა უმრავლესობამ გაიაზრა, მაგრამ ისინი ერთსულოვანნი არ იყვნენ ამ პერიოდიზაციის კონკრეტულ მიჯნების განსაზღვრისას. არსებობს რამდენიმე მოსაზრება თუ როდის მთავრდება ძველი ისტორია და იწყება შუა საუკუნეები:
შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად კი XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს მიიჩნევს. ამ ორ ეპოქის წყალგამყოფად შემდეგი ძირითადი თარიღი სახელდება:
შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან. პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება V საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება. ეს არის ხახლთა გადასახლების, ფეოდალიზმის საზოგადოებრივ სისტემად ჩამოყალიბების, ბარბაროსული, ადრეფეოდალური სამეფოების წარმოქმნის დრო. კულტურის დროებითი დაცემა თანდათანობით აღმავლობად იცვლება, რაშიც გადამწყვეტი როლი ქრისტიანულმა ეკლესიამ შეასრულა. მეორე, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი (1000-1300 წლები), ესაა ფეოდალური ურთიერთობის აყვავების ხანა. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ქალაქების მასიური ზრდა, მათში თვითმართველობის გაჩენა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარება, თავისუფალი მოქალაქეობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის გავლენა. მესამე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანაში (XIV-XV საუკუნეები), მზადდება ნიადაგი ახალი დროისთვის. ეს პერიოდი ხასიათდება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებით, ქალაქის სამეურნეო სისტემაში წინარეკაპილატალისტური ურთიერთობის ელემენტების განვითარებით. ეს არის აგრეთვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი.
476 წელს, როდესაც დაეცა დასავლეთ რომის იმპერია, ქართლში მეფობდა ვახტანგ გორგასალი. მან განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, საფუძველი ჩაუყარა მცხეთიდან თბილისში დედაქალაქის გადმოტანას, დააწესა კათალიკოსობა და საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. ვახტანგი გმირულად დაიღუპა სასანიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ვახტანგ გორგასალის მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისა ჩვენი სამშობლოსთვის, მისი მეფობა მაინც არ მიიჩნევა საქართველოსათვის შუა საუკუნეების დასაწყისად. ისტორიკოსთა აზრით საქართველოსთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამიტომ საქართველოსთვის შუა საუკუნეები იწყება ქართლის მოქცევით, ე.ი. დაახლოებით 326 წლით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.