მანუჩარ მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ და წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ქართული საფეხბურთო ხელოვნების საუკეთესო კუთხით წარმოჩენის, ისე სპორტული მიღწევების თვალსაზრისით. საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან სამი — მისი კაპიტნობის დროს.[1][2][3][4][5][6][7]
საყურადღებოა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობით, 1976 წლის 22 აგვისტოდან1980 წლის 22 აპრილის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ შინ, საკუთარ მოედანზე საკავშირო პირველობისა და თასის გათამაშების ფარგლებში სულ 73 მატჩი გამართა, რომელთაგან 55 შეხვედრა მოიგო და 18 ფრედ დაასრულა. არცერთ საშინაო შეხვედრაში მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში დინამოელებს მარცხი არ განუცდიათ, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს თბილისის „დინამოს“ ისტორიაში.
ქვემოთ წარმოდგენილია საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძის მიერ ჩატარებული, როგორც საკავშირო პირველობისა და თასის გათამაშების ფარგლებში გამართული, ასევე, ამხანაგური, საერთაშორისო ოფიციალური და არაოფიციალური მატჩებისა და გატანილი გოლების სტატისტიკა საფეხბურთო კლუბების, სეზონებისა და ტურნირების მიხედვით.[8]
1968 წლის საკავშირო პირველობაზე მანუჩარ მაჩაიძე სულ ოთხ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ტაშკენტის „ფახთაქორის“ გარდა, მოსკოვის „ლოკომოტივის“, დონეცკის „შახტიორის“ და ვოროშილოვგრადის „ზარიას“[9] წინააღმდეგ თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მატჩი სტუმრად, მეტოქეთა მოედანზე იმართება. დინამოელები აქედან ერთ შეხვედრაში იმარჯვებენ, ერთს თმობენ და ორსაც ფრედ ასრულებენ. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის 1968 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 38 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ 16 მოიგო, 9 წააგო, 13 ფრედ დაამთავრა და 45 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.[10][11][12][13][14][15][16]
1969 წლის საკავშირო პირველობის გათამაშების ფარგლებში, ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატის 6 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. დინამოელებმა აქედან ოთხ შეხვედრაში გაიმარჯვეს, ერთი დათმეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. 26 აგვისტოს,[32][33] თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში დონის როსტოვის სკა-ს წინააღმდეგ, მანუჩარ მაჩაიძეს თავისი პირველი გოლი გააქვს.[34] სულ, საბჭოთა კავშირის 1969 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 26 მატჩიდან „დინამო“ 12 შეხვედრაში იმარჯვებს, 3 შეხვედრაში მარცხდება, 11 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 35 ქულით მესამე ადგილზე გადის.[35][36][37][38][39][40][41][42]
1970 წელს მანუჩარ მაჩაიძე „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 18 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1970 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 32 მატჩიდან „დინამო“ 14 შეხვედრაში იმარჯვებს, 10 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 36 ქულით მეოთხე ადგილზე გადის.[61][62][63][64][65][66][67][68]
1970 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 5 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1970 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 7 მატჩიდან „დინამო“ 4 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრას ფრედ ასრულებს და მხოლოდ ფინალში თმობს გადამწყვეტ შეხვედრას მოსკოველ თანაკლუბელებთან.[68][108]
1971 წელს მანუჩარ მაჩაიძე „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 30 მატჩს თამაშობს და 5 ბურთი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1971 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 14 შეხვედრაში იმარჯვებს, 8 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 36 ქულით მესამე ადგილზე გადის და ბრინჯაოს მედლებს ეუფლება.[109][110][111][112]
1971 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 2 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1971 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 5 მატჩიდან „დინამო“ 2 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრას ფრედ ასრულებს, თმობს მეოთხედფინალურ შეხვედრას მოსკოველ ტორპედოელებთან და შესაბამისად, ამ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[112][156]
1972 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 21 მატჩს თამაშობს და ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. სულ, საბჭოთა კავშირის 1972 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 12 შეხვედრაში იმარჯვებს, 11 შეხვედრაში მარცხდება, 7 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 35 ქულით მესამე ადგილზე გადის და კვლავ ბრინჯაოს მედლებს ეუფლება.[157][158][159][160]
1972 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 6 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1972 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 6 მატჩიდან „დინამო“ 2 შეხვედრაში იმარჯვებს, 3 შეხვედრას ფრედ ასრულებს, ერთ შეხვედრას თმობს და წინა წლის მსგავსად, ამჯერადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[160][184][185]
1973 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 30 მატჩს თამაშობს და 4 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1973 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 13 შეხვედრაში იმარჯვებს, 10 შეხვედრაში მარცხდება, 7 შეხვედრას ფრედ ასრულებს[კომ. 27] და 31 ქულით მეხუთე ადგილზე გადის.[193][194][195][196][197][198][199][200]
1973 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 4 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1973 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 4 მატჩიდან „დინამო“ ერთ შეხვედრაში იმარჯვებს, ორ შეხვედრას ფრედ ასრულებს, ერთ შეხვედრას თმობს და ამჯერად, მერვედფინალურ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[210][196]
1974 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 30 მატჩს თამაშობს და 7 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1974 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 8 შეხვედრაში იმარჯვებს, 8 შეხვედრაში მარცხდება, 14 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 30 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.[211][212][213]
1974 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 8 მატჩს თამაშობს და 2 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1974 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 8 მატჩიდან „დინამო“ 4 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 2 შეხვედრას თმობს და ამჯერად, ნახევარფინალურ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[212][216]
1975 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 29 მატჩს თამაშობს და 6 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1975 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 11 შეხვედრაში იმარჯვებს, 10 შეხვედრაში მარცხდება, 9 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 31 ქულით მერვე ადგილს იკავებს.[218][219][220][221][222][223]
1975 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 4 მატჩს თამაშობს და 2 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1975 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 4 მატჩიდან „დინამო“ ორ შეხვედრაში იმარჯვებს, ერთ შეხვედრას ფრედ ასრულებს, ერთ შეხვედრას თმობს და წინა წლის მსგავსად, ამჯერადაც ნახევარფინალურ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[222][230]
1976 წლის საგაზაფხულო ჩემპიონატზე მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 13 მატჩს თამაშობს და 3 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1976 წლის საგაზაფხულო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 15 მატჩიდან „დინამო“ 7 შეხვედრაში იმარჯვებს, 4 შეხვედრაში მარცხდება, 4 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 18 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ბრინჯაოს მედლებს ეუფლება.[231][232][233][234]
1976 წლის საშემოდგომო ჩემპიონატზე მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 12 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1976 წლის საშემოდგომო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 15 მატჩიდან „დინამო“ 6 შეხვედრაში იმარჯვებს, 4 შეხვედრაში მარცხდება, 5 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 17 ქულით მესამე ადგილს იკავებს და კვლავ ბრინჯაოს მედლებს ეუფლება.[235][236][237]
1976 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 5 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1976 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 5 მატჩიდან „დინამო“ ხუთივე შეხვედრაში იმარჯვებს (მათ შორის ფრედ დასრულებულ პირველ მეთექვმეტედფინალურ შეხვედრაში მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში) და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასის — ანუ, როგორც მას სპორტულ მედიაში ხშირად უწოდებენ — „ბროლის თასის“ მფლობელი ხდება.[233][239]
1977 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 30 მატჩს თამაშობს და 3 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1977 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 13 შეხვედრაში იმარჯვებს, 4 შეხვედრაში მარცხდება, 13 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 39 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ვერცხლის მედლებს ეუფლება.[251][252][253][254] აღსანიშნავია, რომ ბოლოს „დინამო“ საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს ავთანდილ ღოღობერიძის კაპიტნობის პერიოდში — 1953 წელს დაეუფლა.
1977 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების მხოლოდ ერთ მატჩს თამაშობს. ყველასათვის მოულოდნელად, საკავშირო თასის მოქმედი მფლობელის რანგში — „დინამო“ პირველივე მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას თმობს და შესაბამისად, ამ ეტაპზევე ასრულებს გათამაშებას.[251][256]
1978 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 30 მატჩს თამაშობს და ორი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან „დინამო“ 17 შეხვედრაში იმარჯვებს, 5 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 42 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ქვეყნის ჩემპიონის ოქროს მედლებს ეუფლება.[258][259][260][261]
1978 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 6 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1978 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 6 მატჩიდან „დინამო“ 3 შეხვედრაში იმარჯვებს, 2 შეხვედრას ფრედ ასრულებს, ერთ შეხვედრას თმობს და ამჯერად, მეოთხედფინალურ ეტაპზე ასრულებს გათამაშებას.[261][265]
1979 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 34 მატჩს თამაშობს და 7 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1979 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „დინამო“ 19 შეხვედრაში იმარჯვებს, 3 შეხვედრაში მარცხდება, 12 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 46 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.[266][267][268][269]
1979 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 8 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1979 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 8 მატჩიდან „დინამო“ ყველა შეხვედრაში იმარჯვებს (მათ შორის ფრედ დასრულებულ ფინალურ შეხვედრაში მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში) და კლუბის არსებობის ისტორიაში მეორედ ეუფლება სსრ კავშირის „ბროლის თასს“.[269][272][273]
1980 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 10 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1980 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „დინამო“ 16 შეხვედრაში იმარჯვებს, 11 შეხვედრაში მარცხდება, 7 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 39 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.[275][276][277] ეს იყო მანუჩარ მაჩაიძის ბოლო სეზონი დინამოელთა რიგებში.
1980 წელს მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 7 მატჩს თამაშობს. სულ, სსრ კავშირის 1980 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 9 მატჩიდან „დინამო“ 8 შეხვედრაში იმარჯვებს და მხოლოდ ფინალში თმობს გადამწყვეტ შეხვედრას დონეცკის „შახტიორთან“.[278]
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 297 შეხვედრაში 42 ბურთი გაიტანა. პირველად მეტოქის კარი მან თბილისში, 1969 წლის 26 აგვისტოს დონის როსტოვი „სკა“-ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პირველი ტაიმის 33-ე წუთზე აიღო. აღნიშნული შეხვედრა თბილისელებმა ანგარიშით 2–1 მოიგეს. რაც შეეხება დინამოელთა რიგებში მის მიერ გატანილ ბოლო, 42-ე ბურთს, იგი მან 1980 წლის 12 აპრილს, კრასნოდარში, ადგილობრივი „ყუბანის“ წინააღმდეგ გამართულ საკავშირო პირველობის მესამე ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის მე-15 წუთზე შეაგდო. ეს შეხვედრა ფრედ (2–2) დამთავრდა. ქვემოთ მოყვანილია იმ მატჩების ჩამონათვალი, სადაც მან მეტოქეთა კარის აღება შეძლო.
სულ მანუჩარ მაჩაიძემ საკავშირო პირველობის ფარგლებში გათამაშების მონაწილე 19 გუნდის კარის აღება შეძლო. მათ შორის ყველაზე მეტი (7 ბურთი) მან თბილისელთათვის ყველაზე უხერხული მეტოქის — მოსკოვის „დინამოს“ კარში გაიტანა, რაც ერთგვარი რეკორდია იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ბურთი მოსკოვის დინამოელთა კარში არცერთი თაობის ქართველ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი.[283] მთლიანი სტატისტიკა, თუ რომელი გუნდის კარი რამდენჯერ აიღო თბილისელთა კაპიტანმა — შემდეგნაირად გამოიყურება:
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საკავშირო თასის გათამაშების 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია იმ მატჩების ჩამონათვალი, სადაც მან მეტოქეთა კარის აღება შეძლო.
1980 წელს მანუჩარ მაჩაიძე ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 13 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1980 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ფახთაქორი“ 9 შეხვედრაში იმარჯვებს, 17 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 26 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.[288]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის ორ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „სპარტაკი“ 19 შეხვედრაში იმარჯვებს, 7 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს.[289]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების ერთ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 4 მატჩიდან „სპარტაკი“ 3 შეხვედრაში იმარჯვებს (მათ შორის ფრედ დასრულებულ ნახევარფინალურ შეხვედრაში მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში) და მხოლოდ ფინალში თმობს გადამწყვეტ შეხვედრას „სკა“ დონის როსტოვთან.[290]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 მატჩს თამაშობს და 6 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 46 მატჩიდან „ტორპედო“ 26 შეხვედრაში იმარჯვებს, 16 შეხვედრაში მარცხდება, 4 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 56 ქულით მეორე ადგილს იკავებს და უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს,[291] სადაც კლუბმა ბოლოს 1970 წელს იასპარეზა.
მანუჩარ მაჩაიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია იმ მატჩების ჩამონათვალი, სადაც მან მეტოქეთა კარის აღება შეძლო.
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის 15 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ტორპედო“ 10 შეხვედრაში იმარჯვებს, 14 შეხვედრაში მარცხდება, 10 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 30 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.[292]
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 3 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 3 მატჩიდან „ტორპედო“ ერთ შეხვედრას ფრედ ასრულებს, ორ შეხვედრას თმობს და ჯგუფურ ეტაპზევე ასრულებს გათამაშებას.[293]
მანუჩარ მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ღირსება 26 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ოთხი — თასების მფლობელთა თასის, 18 — უეფა-ს თასის და ოთხიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. ამ შეხვედრებში მან ორჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.[294] აღსანიშნავია, რომ ევროპული ოფიციალური სათასო ტურნირების ოცდაექვსივე მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა, აქედან 18 შეხვედრა გუნდის კაპიტნის რანგში.
1981 წლის ოქტომბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ინიციატივით გამოიცა ცნობარი „გზა თასისაკენ“ (ავტორ-შემდგენლები: გ. აკოფოვი, დ. კაკაბაძე), სადაც სხვადასხვა საცნობარო თუ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, მიმოხილულია თბილისის „დინამოს“ მიერ — 1972 წლის 13 სექტემბრიდან 1981 წლის 13 მაისის ჩათვლით ევროტურნირებზე ჩატარებული 35 მატჩი. ქართულ, საბჭოთა თუ ევროპულ სპორტულ პერიოდიკაში ასახულ, „დინამოს“ ევროთასებზე მონაწილეობის თემატიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად, სწორედ აღნიშნულ ცნობარში წარმოდგენილ ინფორმაციას ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილი მანუჩარ მაჩაიძის მონაწილეობით გამართული მატჩების მიმოხილვა.
უეფა-ს თასი 1972–73
1972 წლის 13 სექტემბერი — დღე, რომელიც განსაკუთრებულ თარიღად დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ დღეს თბილისის „დინამომ“ თავისი პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 1971 წელს თბილისელები საკავშირო პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილს იკავებენ, ბრინჯაოს მედლებს ეუფლებიან და რეგლამენტის მიხედვით უეფა-ს თასის გათამაშების მონაწილენი ხდებიან. კენჭისყრამ თბილისელთა მომავალ მეტოქედ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი — ენსხედეს„ტვენტე“ გამოავლინა,[298] რომელმაც „დინამოს“ მსგავსად, მესამე ადგილი დაიკავა ჰოლანდიისეროვნულ ჩემპიონატშიამსტერდამის „აიაქსისა“ და როტერდამის„ფეიენოორდის“ შემდეგ და ასევე მოიპოვა უეფა-ს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება.
დინამოელები არ იცნობდნენ ჰოლანდიის ამ პატარა ქალაქის ფეხბურთელებს და ცხადია, მათთვის უცნობი იყო მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს გარემოება აძნელებდა თამაშისთვის კონკრეტული გეგმის შემუშავებას. ასე რომ, ამოცანა მხოლოდ ზოგადად განსაზღვრეს — რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოეგოთ შინ, თანაც საკუთარ კარში ბურთი არ გაეშვათ. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მეტოქის მინდორზე გატანილი ბურთი „ძვირად ფასობდა“.[299]
სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. უკვე მე-5 წუთზე ჰოლანდიელებმა გამოიყენეს „დინამოს“ მცველთა შეცდომა და ანგარიში გახსნეს. მაგრამ სტუმრების წარმატება თითქოს ამით ამოიწურა. ტექნიკური მოთამაშეებისგან შემდგარი „ტვენტე“ დინჯად თამაშობდა და დინამოელებს აშკარად ჩამოუვარდებოდა სისწრაფესა და ფიზიკურ მომზადებაში. სწორედ ეს ფაქტორები გამოდგა გადამწყვეტი — პირველი ტაიმის დანარჩენი მონაკვეთი და მთელი მეორე ტაიმი ჩატარდა თბილისელთა უპირატესობით, რომლებმაც სამი ბურთის გატანა შეძლეს, თანაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ყველაფერი რიგზე იქნებოდა თბილისელებს საქმე მოთავებულად რომ არ ჩაეთვალათ, მაგრამ მათ ნაადრევად შეანელეს აქტივობა და ჰოლანდიელებს კიდევ ერთი გოლის გატანის საშუალება მისცეს. ამან მნიშვნელოვნად გაართულა სიტუაცია განმეორებითი მატჩის წინ.
წინასწარ რომ გვცოდნოდა ამ გუნდის ავ-კარგი, — თქვა მატჩის შემდეგ დინამოელთა უფროსმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა — თამაშს სულ სხვაგვარად ავაგებდით. „ტვენტესთან“ თამაშმა ნათლად დაგვანახა ჩვენი გუნდის ზოგიერთი სისუსტე, რომელთა აღმოფხვრას განმეორებით შეხვედრაში შევეცდებით.[300]
ამ ისტორიული მატჩის შესახებ საყურადღებოა ამონარიდი ჟურნალისტ ა. მხეიძის გაზეთ „ლელოში“, 1972 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიიდან[301] — „უეფა-ს თასზე“.
„...უეფა-ს თასის გათამაშება ერთ-ერთი ავტორიტეტული ტურნირია და ამდენად, თბილისის „დინამოს“ დებიუტი ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებაში ფეხბურთის მოყვარულთა უზომო ინტერესს იწვევდა. დინამოელები მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდნენ და მაყურებელი სამართლიანად მოითხოვდა მათგან უმაღლესი კლასის თამაშს. გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვების მიუხედავად, თბილისელთა თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა. თავი დავანებოთ იმას, რომ დინამოელებმა ვერ გამოიყენეს მეტოქის კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი. შეიძლებოდა დავკმაყოფილებულიყავით ჰოლანდიელთა კარში გატანილი სამი გოლით, მაგრამ შეშფოთებას იწვევს დაცვის სუსტი, მოუქნელი თამაში. მეტოქეთა მიერ გატანილი ორი ბურთი მთლიანად მცველთა ნამუსზეა. მეკარის შესანიშნავ თამაშს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენს კარში მეტი ბურთი არ აღმოჩნდა. ასევე უნიათოდ გამოიყურებოდა ნახევარდაცვაც. თავდასხმაში საუკეთესო იყო გ. ნოდია. საქმე მარტო ის როდი გახლავთ, რომ მან ორი ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ის დაუღალავი მონდომებული თამაში, რითაც ნოდია მუდამ გამოირჩევა. ამ მატჩში მან დრიბლინგის მაღალი ოსტატობაც გამოავლინა. დინამოელთა თამაშში არ იგრძნობოდა მათთვის ჩვეული მაღალი ტემპი, სწორედ ეს დუნე თამაში გახლდათ, ჩვენი აზრით, მათი ერთ-ერთი ტაქტიკური შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მატჩის შედეგი. ბურთები კი ასე გავიდა: მე-4 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩამოაწოდეს და იორინგმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე გ. ნოდიამ კარგად შეარჩია ადგილი და ანგარიში გაქვითა. 52-ე წუთზე იმავე ნოდიამ ბრწყინვალე დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე ლ. ნოდიამ კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი და ყიფიანმა მესამედ აიღო ჰოლანდიელთა კარი. 2 წუთის შემდეგ კი სტუმრებმა ისარგებლეს დინამოელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.“
საერთაშორისო მატჩები
რაც შეეხება სხვა საერთაშორისო შეხვედრებს — ქვემოთ მოყვანილია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მატჩების ჩამონათვალი, სადაც მან მიიღო მონაწილეობა.
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში ჩატარებულ 80 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია იმ მატჩების ჩამონათვალი, სადაც მან მეტოქეთა კარის აღება შეძლო.[410][411][412][413][414][415]
იმის გამო, რომ მომდევნო დღეს კიეველებს საპასუხისმგებლო შეხვედრა უნდა ეთამაშათ ფლორენციაში ადგილობრივ „ფიორენტინასთან“, მათ თბილისში გუნდის სათადარიგო შემადგენლობა ჩამოიყვანეს. შესაბამისად, თბილისელებიც სათადარიგო შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე, რომელთაც ამ შეხვედრაში რევაზ ჩოხონელიძე კაპიტნობდა. გაზ. "Советский спорт", 26.11.1969.
საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი, მიმდინარე სეზონზე მოქმედი წესებისა და რეგლამენტის თანახმად, საბჭოთა კავშირის 1973 წლის ჩემპიონატის ფარგლებში გამართული და ფრედ დასრულებული მატჩის შემდგომ, გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად ინიშნებოდა თერთმეტმეტრიანების სერია. თბილისელებმა 1973 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 30 მატჩიდან 7 შეხვედრა დაასრულეს ფრედ. შესაბამისად, მათ შვიდჯერ მოუწიათ მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობის მიღება. დინამოელებმა შვიდიდან ხუთ სერიაში წარმატებას მიაღწიეს, ხოლო ორი სერია მეტოქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
თბილისელთაგან ბურთები მოსკოვის „ტორპედოს“ კარში გაიტანეს: გივი ნოდიამ (მატჩის 23-ე და 86-ე წუთებზე), მანუჩარ მაჩაიძემ (39-ე წუთზე) და დავით ყიფიანმა (77-ე წუთზე).
თბილისელთაგან ბურთები მასპინძელთა კარში გაიტანეს მანუჩარ მაჩაიძემ (42-ე წუთზე) და ვლადიმერ გუცაევმა (61-ე წუთზე). ერთი ბურთი საკუთარ კარში „სკა“ დონის როსტოვის მცველმა ევგენი ალექსანდროვმა გაიტანა (46-ე წუთზე).
შენიშვნა: მატჩის შედეგი ანულირებულია. დაინიშნა გადათამაშება 17 ივლისს. Примечание: результат матча аннулирован из-за того, что Е.Ловчев умышленно пробил пенальти мимо ворот. Назначена переигровка на 17 июля (1:0).
მატჩი გაიმართა დუშანბესფრუნზეს სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე (რუს.Душанбе, Республиканский стадион им. М. В. Фрунзе) — ამჟამად, დუშანბეს ცენტრალური რესპუბლიკური სტადიონი (ტაჯ.Варзишгоҳи марказии ҷумҳуриявии Душанбе; რუს.Центральный республиканский стадион Душанбе).
ბურთები დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ კარში გაიტანეს დავით ყიფიანმა (მატჩის მე-12 და 74-ე წუთებზე), მანუჩარ მაჩაიძემ (67-ე წუთზე) და ვლადიმერ გუცაევმა (88-ე წუთზე).
FootballFacts.ru-ს მონაცემებით მატჩი გაიმართა „ლოკომოტივის“ სტადიონზე, ხოლო fc-dynamo.ru-ს მონაცემებით — „დინამოს“ სტადიონზე. აღსანიშნავია, რომ როგორც FootballFacts.ru-ს, ასევე fc-dynamo.ru-ს შესაბამის ვებ-გვერდებზე აღნიშნული შეხვედრის შესახებ წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებში მოყვანილია მაყურებელთა ერთი და იგივე რაოდენობა — 18 000. შედარებისთვის იხ. fc-dynamo.ru-ს მონაცემები: СКА (Ростов-на-Дону) – "Динамо" (Тбилиси) 1:2 (0:2). Кубок СССР 1979 года. Группа 1. 6 марта 1979 г. Тбилиси. Стадион "Динамо" им. В.И.Ленина. 18000 зрителей და იხ. FootballFacts.ru-ს მონაცემები: «Динамо» Тбилиси - СКА Ростов-на-Дону - 2: 1. Кубок СССР 1979. Группа 1. 06.03.1979 18:00 Тбилиси, Стадион «Локомотив» Зрителей: 18 000.
ბურთები იაროსლავლის „შინიკის“ კარში გაიტანეს დევიზ დარჯანიამ (მატჩის 24-ე წუთზე), მანუჩარ მაჩაიძემ (34-ე წუთზე) და ბადრი ფარულავამ (72-ე წუთზე). ერთი ბურთი საკუთარ კარში გაიტანა იაროსლავლელთა მცველმა ნიკოლაი ვიხარევმა (რუს.Вихарев Николай Павлович).
საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი — „კოსტა ბლანკას თასი“ (ესპ.Trofeo Costa Blanca). ტურნირი ორგანიზებული იყო ესპანური საფეხბურთო კლუბ „ჰერკულესის“ მიერ და იმართებოდა 1971–1983 წლებში ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში. 1984 წლიდან ტურნირის ორგანიზატორია ქალაქ ალიკანტეს თვითმმართველობა. ამავე წლიდან ტურნირის დასახელებაა „ალიკანტეს თასი“ (ესპ.Trofeo Ciudad de Alicante).
მატჩი შედგა „სტადიო ლა-ფავორიტაზე“ (იტალ.Stadio La Favorita) — საფეხბურთო სტადიონი ქალაქ პალერმოში. ადგილობრივი „პალერმოს“ საშინაო არენა. სტადიონს სახელი გადაერქვა 2002 წელს. მისი ამჟამინდელი სახელწოდებაა „სტადიო რენცო ბარბერა“ (იტალ.Stadio Renzo Barbera).
„პალმეირასი“ (პორტ.Sociedade Esportiva Palmeiras) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. სამხრეთამერიკული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი — ბრაზილიის ათგზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულუს ტურნირის ხუთგზის და პაულისტას ჩემპიონატის 24-გზის გამარჯვებული, ბრაზილიის თასის (პორტ.Copa do Brasil de Futebol) სამგზის და ლიბერტადორესის თასის მფლობელი.
„ზაგლემბე“ სოსნოვეცი (პოლ.Zagłębie Sosnowiec) — პოლონური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სოსნოვეციდან. პოლონეთის თასის ოთხგზის მფლობელი (1962, 1963, 1977, 1978) და ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი (1955, 1964, 1967, 1972).
შეხვედრა გაიმართა „შაჰიდ დასთგერდის“ სტადიონზე (ინგლ.Shahid Dastgerdi Stadium; სპარს.ورزشگاه شهيد دستگردی) — ასევე, ცნობილია როგორც თეირანის „პასის“ სტადიონი (ინგლ.PAS Tehran Stadium).
„პასი“ თეირანი (სპარს.باشگاه فوتبال پاس تهران; ინგლ.PAS Tehran F.C.) — ირანული საფეხბურთო კლუბი, ირანის ხუთგზის ჩემპიონი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2007 წლის 9 ივნისს გუნდმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.
„პოლონია“ ბიტომი (პოლ.Towarzystwo Sportowe Polonia Bytom) — პოლონური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბიტომიდან. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი (1954, 1962) და ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი (1952, 1958, 1959, 1961), უეფა-ს ინტერტოტოს თასის მფლობელი (1965) და ამავე ტურნირის გათამაშების ფინალისტი (1964).
„დინამო“ თბ. 4–2 „პოლონია“ ბიტომი. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: მანუჩარ მაჩაიძემ 31', დავით ყიფიანმა 64' და 117' და ფირუზ რეხვიაშვილმა 95'. შეხვედრის ძირითადი დრო 2–2 დამთავრდა, თბილისელებმა დამატებით დროში მოახერხეს პოლონელთა დამარცხება.
„უნივერსიტატეა“ კლუჟი (რუმ.Fotbal Club Universitatea Cluj) — რუმინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ კლუჟიდან. რუმინეთის თასის მფლობელი (1965) და ამავე თასის გათამაშების ოთხგზის ფინალისტი.
საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც ინდონეზიის დედაქალაქმა — ჯაკარტამ უმასპინძლა. მატჩი შედგა „გელორა ბუნგ კარნოს“ სტადიონზე (ინდონ.Stadion Utama Gelora Bung Karno) — ასევე, ცნობილი იყო როგორც Gelora Senayan Main Stadium (1969–2001).
„ოდენსე“ დანია (დან.Odense Boldklub) — დანიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ოდენსედან, დანიის სამგზის ჩემპიონი (1977, 1982, 1989), ექვსგზის ვიცე-ჩემპიონი და დანიის თასის ხუთგზის მფლობელი.
„კრუზეირო“ (პორტ.Cruzeiro Esporte Clube) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბელუ-ორიზონტიდან. ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი — ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონი, მინეიროს ჩემპიონატის (პორტ.Campeonato Mineiro) 40-გზის გამარჯვებული, ბრაზილიის თასის ექვსგზის და ლიბერტადორესის თასის ორგზის მფლობელი.
მატჩი შედგა „დიკმან სტადიონზე“ (ნიდერლ.Stadion het Diekman ან Diekman Stadion) — ქალაქ ენსხედეს საფეხბურთო სტადიონი. ფუნქციონირებდა 1956 წლის 8 აგვისტოდან 1998 წლის 22 აპრილამდე.
თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ლევან ნოდიამ (მატჩის 25-ე და 75-ე წუთებზე), ვლადიმერ გუცაევმა (39-ე და 55-ე წუთებზე), მანუჩარ მაჩაიძემ (84-ე წუთზე) და ფირუზ რეხვიაშვილმა (88-ე წუთზე).
მატჩი შედგა „ვასილ ლევსკის“ სტადიონზე (ბულგ.Национален стадион „Васил Левски“) — ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენა, გაიხსნა 1953 წლის 5 ივლისს.
ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე მდებარე ქალაქ ლას-პალმასის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის — XXV Trofeo Aniversario de la Unión Deportiva Las Palmas-ის ფარგლებში გამართული მატჩი. შეხვედრას უმასპინძლა „ესტადიო ინსულარმა“ (ესპ.Estadio Insular).
„გურნიკი“ ზაბჟე (პოლ.Klub Sportowy Górnik Zabrze) — პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი. პოლონეთის 14-ზის ჩემპიონი და ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი, პოლონეთის თასის ექვსგზის მფლობელი და ამავე თასის გათამაშების შვიდგზის ფინალისტი.
ლას-პალმასის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის — XXV Trofeo Aniversario de la Unión Deportiva Las Palmas-ის ფარგლებში გამართული მატჩი. „ესტადიო ინსულარი“.
მატჩი გაიმართა ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე (პოლ.Stadion Miejski im. Henryka Reymana) — ქალაქ კრაკოვის საფეხბურთო სტადიონი, ადგილობრივი „ვისლას“ საშინაო არენა (პოლ.Stadion Wisła).
მატჩი შედგა ლა-ლინეას „ესტადიო მუნისიპალზე“ (ესპ.Estadio Municipal de La Línea de la Concepción) — საფეხბურთო კლუბ „რეალ ბალომპედიკა ლინენსეს“ (ესპ.Real Balompédica Linense) საშინაო არენა.
„ბეჟიგრადი“, „სტადიონ ბეჟიგრად“, ასევე, „სტადიონ ზა ბეჟიგრადომ“ (სლოვენ. Stadion Bežigrad, Stadion za Bežigradom) — ქალაქ ლიუბლიანის საფეხბურთო სტადიონი, ადგილობრივი „ოლიმპიის“ საშინაო არენა.
„შტრუნც პარკი“ (ჩეხ.Štrunc Park), იგივე (ჩეხ.Stadion ve Štruncových sadech), ადრე ცნობილი იყო, როგორც (ჩეხ.Stadion města Plzně), ამჟამინდელი დასახელებაა „დუსან არენა“ (ინგლ.Doosan Arena) — ქალაქ პლზენის საფეხბურთო სტადიონი, ადგილობრივი „ვიქტორია პლზენის“ (ჩეხ.FC Viktoria Plzeň) საშინაო არენა.
მატჩი შედგა „ესტადიო ხოსე ამალფიტანზე“ (ესპ.Estadio José Amalfitani; El Fortín; Estadio Vélez Sarsfield) — საფეხბურთო კლუბ „ველეს სარსფილდის“ საშინაო არენა.
„ესტადიო სიუდად დე მენდოსა“ (ესპ.Estadio Ciudad de Mendoza) — სტადიონს სახელი გადაერქვა 1982 წელს და მისი ამჟამინდელი სახელწოდებაა „ესტადიო მალვინას არხენტინას“ (ესპ.Estadio Malvinas Argentinas).
მატჩს უმასპინძლა „ესტადიო ლა სიუდადელამ“ (ესპ.Estadio La Ciudadela) — საფეხბურთო კლუბ „სან-მარტინის“ (ესპ.Club Atlético San Martín de Tucumán) საშინაო არენა.
ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე მდებარე ქალაქ ლას-პალმასის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის — XXV Trofeo Aniversario de la Unión Deportiva Las Palmas-ის ფარგლებში გამართული მატჩი. შეხვედრას უმასპინძლა „ესტადიო ინსულარმა“ (ესპ.Estadio Insular).
ლას-პალმასის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის — XXV Trofeo Aniversario de la Unión Deportiva Las Palmas-ის ფარგლებში გამართული მატჩი. „ესტადიო ინსულარი“.
ამხანაგური შეხვედრა. თბილისელთაგან სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ კოსტავა, დარასელია, ქორიძე, გუცაევი და შენგელია. სამიდან ერთი ბურთი დინამოელთა კარში შენგელიამ შეაგდო.