Remove ads
საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia
ფახთაქორი (უზბეკ. Paxtakor Toshkent futbol klubi) — უზბეკური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტაშკენტიდან. უზბეკეთისა და ყოფილი სსრ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი საფეხბურთო კლუბი. ჩამოყალიბდა 1956 წლის 8 აპრილს ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ ბაზაზე.
სრული სახელი | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
უზბეკ. Paxtakorlar (მებამბეები) უზბეკ. Sherlar (ლომები) უზბეკ. Xalq jamoasi (სახალხო გუნდი) | ||
დაარსდა | 8 აპრილი, 1956 | ||
სტადიონი |
ცენტრალური სტადიონი „ფახთაქორი“, ტაშკენტი (ტევადობა: 35 000) | ||
პრეზიდენტი | ჯაჰანგირ ორთიქხოჯაევი | ||
მწვრთნელი | მაქსიმ შაცკიხი | ||
ლიგა | უზბეკეთის საფეხბურთო სუპერლიგა | ||
2024 | მე-6 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„ფახთაქორის“ სახელწოდებით კლუბმა თავისი პირველი შეხვედრა გამართა 1956 წლის 8 აპრილს ქალაქ მოლოტოვის (ამჟამად ქალაქი პერმი) საფეხბურთო გუნდთან.[1]
1959 წელს გუნდი საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში ერთვება. კლუბის ისტორიაში მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ყველაზე გამოჩენილ ფეხბურთელად გენადი კრასნიცკის მიიჩნევენ.
1962 წელს გუნდი საკავშირო პირველობაზე მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა მომდევნო სეზონში ვეღარ ახერხებს წარმატებით ასპარეზობას და უმაღლესი ლიგის დატოვება უხდება. 1964 წელს ალექსანდრე აბრამოვის ხელმძღვანელობით გუნდი კვლავ უბრუნდება უმაღლეს ლიგას.
1968 წელს „ფახთაქორი“ საკავშირო თასის ფინალში ახერხებს გასვლას, სადაც მოსკოვის „ტორპედოსთან“ თმობს გადამწყვეტ შეხვედრას.[2]
1971 წელს გუნდი პირველ ლიგაში ქვეითდება, თუმცა მომდევნო სეზონში კვლავ ახერხებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.
1970-იანი წლების მეორე ნახევარში „ფახთაქორში“ ფეხბურთელთა მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული შემადგენლობა შეიკრიბა, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე მათი გულშემატკივრები. დიდი იმედები და მოლოდინები სრულიად მოულოდნელი და ყველასათვის შემზარავი ტრაგედიით დასრულდა — 1979 წლის 11 აგვისტოს გუნდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.[3][4][5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.