ტრანსპორტი (ლათ.trans - გადაღმა, და portare - ზიდვა) — ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ტრანსპორტთან დაკავშირებული თემები იხილეთ დეტალურად ამ კრებულში:
დანიშნულება:საგზაო მოძრაობა, სასწრაფო დახმარება, სამხედრო ტრანსპორტი, სატვირთო გადაზიდვები, ინტერმოდალური ტრანსპორტი, საფოსტო ტრანსპორტი, მოსახლეობის მობილურობა, სატრანსპორტო კანონმდებლობა
ისტორია;აერონავტიკის ქრონოლოგია, ავტომობილის ქრონოლოგია, რკინიგზის ქრონოლოგია, საჰაერო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი, საგზაო ტრანსპორტი, კოსმოსური ტრანსპორტი, გზები, ამერიკის აღმოჩენა, რომაული გზა, აბრეშუმის დიდი გზა
ტრანსპორტი და გარემო;ჰიბრიდი ავტომობილი, უემისიო მანქანა, ალტერნატიული საწვავის მანქანა, ელექტრომობილი, ევრო-5, ბიოსაწვავი, სპორტ-უტილიტი მანქანების კრიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო ტრანსპორტის ეკოლოგიური ზეგავლენა
ტრანსპორტის რეგულირება, ტახოგრაფი, საზგაო მოძრაობის წესები, ორენოვანი საგზაო ნიშნები, გადაზიდვების შეთანხმება, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექცია, მართვის მოწმობა, საავტომობილო ნომერი
უსაფრთხოება
ტრანსპორტის უსაფრთხოება, შავი ყუთი, კრაშ-ტესტი, საგზაო-ტექნიკური მომსახურება, პერსონალური უსაფრთხოების სისტემა, ფლამანი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საავიაციო უსაფრთხოება, საზღვაო უსაფრთხოება
ავარია, აქსიდენტოლოგია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, პირველადი საგზაო დახმარება, საგზაო ტრავმატოლოგია, საჰაერო კატასტროფა, საზღვაო კატასტროფა, გემის ჩაძირვა
თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი "ე" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, ,,ელექტრო დეპო" და ,,გლდანის დეპო".
2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4 და 3 ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება პირველ და მეორე ხაზებზე შესაბამისად. ერთი მგზავრობის საფასური 40 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა). ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 1:00-მდე, ვაგონთა შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებით. (...სრულად)
ბარონივერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun; დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანულ რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს. ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში, სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ. აქ იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“ მიიჩნევა. (...სრულად)