რკინიგზის ტრანსპორტი — ტრანსპორტის სახეობა, რომელიც მოძრაობს ლიანდაგიან გხაზე, რომელსაც გადააქვს ტვირთი და გადაჰყავს მგზავრები ლოკომოტივების ან ძრავავაგონური წევის საშუალებით. რკინიგზის ტრანსპორტის გაჩენა მჭიდროდაა დაკავშირებული მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან.
ისტორია
მსოფლიოში პირველი საერთო სარგებლობის რკინიგზა სტოქტონ-დარლინგტონი იყო (სიგრძე 21 კმ. ინგლისელმა ჯ. სტეფენსონმა 1825 წელს ააგო) 30-იან წლებში რკინიგზები გაიყვანის ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში და სხვაგან. 1830 წელს აშშ-ში გაიხსნა რკინიგზა. 1837 წელს რკინიგზის მშენებლობა დაიწყეს რუსეთში. 1850-1870 წლებში კი — სხვა კონტინენტებზეც. რკინიგზის ქსლები განსაკუთრებით გაფართოვდა 1880-1890 წლებში, როდესაც ყოველწლიურად საშუალოდ საექსპლუატაციოდ გადაეცემოდა 20 ათ. კმ. რკინიგზა. ეს აიხსნებოდა რკინიგზის ტრანსპორტის დიდი უპირატესობით ტრანსპორტის სხვა სახეობებთან შედარებით. სარკინიგზო ტექნიკის სრულყოფამ და ტვირთის რკინიგზით გადატანის მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო გადატანის ღირებულების შემდგომ შემცირებას. რკინიგზით ტვირთის გადატანის დაბალი თვითღირებულება შესაძლებელია ძლიერ მაღალი ტვირთდაძაბულობისა და გადაზიდვის სიშორის შემთხვევაში, აგრეთვე, მძიმეწონიანი მატარებლების გამოყენების დროს. სხვა შემთხვევში გადაზიდვის თვითღირებულება რამდენჯერმე იზრდება და ხშირად აღემატება ასეთივე ტვირთის ავტოტრანსპორტით გადატანის თვითღირებულებას.
რკინიგზის ქსლის სწრაფ განვითარებას XIX საუკუნის დამლევსა და XX საუკუნის დასაწყისში ხელს უწყობდა მისი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა.
რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკური აღჯურვილობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. განსხვავებულია აგრეთვე ლიანდაგის სიგანეც. II მსოფლიო ომამდე რკინიგზაზე ძირითადად გამოიყენებოდა ორთქლის წევა. ამჟამად მრავალ ქვეყანაში ფართოდაა გამოყენებული ელექტრული და თბოწევა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 408.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რკინიგზის ტრანსპორტი
- Rail travel, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.