ნაძალადევი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური / From Wikipedia, the free encyclopedia
ნაძალადევი (ყოფილი ოქტომბერი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც გოცირიძესა და სადგურის მოედან 1-ს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები თ. თევზაძე და რ. კიკნაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
სწრაფი ფაქტები „ნაძალადევი“, ამოსასვლელი ...
„ნაძალადევი“ | |
---|---|
![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
სადგურის ინტერიერი | |
ამოსასვლელი | 41°43′57″N 44°47′49″E |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11) |
წინა სახელები | ოქტომბერი |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
თ. თევზაძე რ. კიკნაძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | ცოტნე დადიანის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„ნაძალადევი“ ვიკისაწყობში |
დახურვა
ზედა სადგური მსუბუქი, მთლიანად შემინული ნაგებობაა. ქვედა სადგური სამ ნაწილადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა პილონებით. გადახურვა არქიტრავულია. პილონები მოპირკეთებულია მონაცრისფრო მარმარილოთი, იატაკი — რუხი გრანიტის ფილებით.[1] მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული.
- ვესტიბიული