From Wikipedia, the free encyclopedia
მარმარილო (ლათ. marmor < ძვ. ბერძნ. μάρμαρος [marmaros] — „მბრწყინავი ქვა“) — დოლომიტის ან კირქვის გაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ წვრილ, საშუალო ან მსხვილკრისტალური მეტამორფული ქანი და ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). აქვს უმეტესად თეთრი ფერი, შედარებით იშვიათად ფერადი ან შავი ფერისაა, დაწინწკლული, ლაქებიანი ან ზოლიანი ტექსტურით. კარგად პრიალდება.
პლასტიკური და დეკორატიული ღირსებების გამო მარმარილოს ანტიკური პერიოდიდან იყენებდნენ, როგორც კონსტრუქციულ და შესამოს მასალას, აგრეთვე მოზაიკური კომპოზიციებისათვის (ინკრუსტაციული სტილი, ფლორენციული მოზაიკა), რელიეფისა და მრგვალი ქანდაკებისათვის. მარმარილოს თავისებური გამჭვირვალობა ქანდაკების ზედაპირზე წარმოქმნის ნაირგვარ შუქრჩრდილებს. ქანდაკებებისთვის საუკეთესოდ ითვლება კარარის (იტალია) და პაროსის (საბერძნეთი) მარმარილო.
საქართველოში იგი მოიპოვება კახეთში (ლოპოტის თეთრი მარმარილო), სვანეთში (დიზის ნაცრისფერ ზოლიანი მარმარილო), იმერეთში (შროშის მარმარილო).
მარმარილოს გამოყენება არქიტექტურაში სათავეს ათასობით წლის წინ იღებს ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის კულტურებიდან. მარმარილო, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი წონის ატანა, იდეალურად შეეფერებოდა მონოლითურ სვეტებს და საყრდენ ბოძებს საჯარო, კერძო და რელიგიური შენობებისთვის.
მარმარილო ადრეული დროიდან გამოიყენებოდა ძველ ბერძნულ არქიტექტურაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურა, ქვის ჭრა და ქანდაკება იყო იმ ეპოქაში. მათ შექმნეს დახვეწილი ქანდაკებები და შენობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა. მაგალითად, პართენონი, რომელიც აშენდა ძვ.წ. 441 წელს
ეგრედ წოდებული ონიქსის მარმარილოები შედგება კალციტის ან არაგონიტის კონცენტრული ზონებისგან, რომლებიც მოიპოვება გამოქვაბულებსა და ნაპრალებში.
ონიქსის მარმარილოს ძველად „ალაბასტრი“ ერქვა, მაგრამ ალაბასტრი ახლა განისაზღვრება, როგორც თაბაშირი, კალციუმის სულფატის კლდე. ეს მარმარილოები ჩვეულებრივ ყავისფერი ან ყვითელია რკინის ოქსიდის არსებობის გამო. ონიქსის მარმარილო გამოყენებაში ძველი დროიდან გვხვდება, მისი მაგალითებია: მოწითალო ჭრელი სიენის მარმარილო ტოსკანიიდან, დიდი მექსიკური საბადოები ტეკალიში მეხიკოსთან და ელ მარმოლში, კალიფორნიისადა ალჟირის ონიქსის მარმარილო.
მარმარილოს ეს სახეობა გამოიყენებოდა კართაგენისა და რომის შენობებში.
კალციტის მარმარილო განსაკუთრებული მარმარილოს სახეობაა, რომელიც მასში შემავალი ნახშირორჟანგითა და გოგირდის დიოქსიდით წარმოქმნის მჟავას, რის გამოც ინარჩუნებს შედარებით გლუვ ზედაპირს ნებისმიერ დროს.
დოლომიტის კირქვა შეიძლება იყოს არარეგულარული, ქვიშიანი ზედაპირით, საიდანაც მოიპოვებენ დოლომიტის კრისტალებს (დილომიტის მარმარილოს).
მარმარილოები ძირითადად გამოიყენება შენობების, ძეგლებისა და მაგიდის ზედაპირებისთვის. მას გააჩნია განსაკუთრებული თვისებები:
მოქანადაკეებისთვის ყველაზე ძვირფასია მარმარილო. რომელიც სუფთა თეთრი ფერისაა და მკვრივი აგებულების არის. გარე გამოყენებისთვის, მარმარილო უნდა იყოს ერთგვაროვანი და არაფოროვანი, რათა თავიდან აიცილოს წყლის შეღწევა, რადგან ნესტმა შეიძლება ქვის ფერი შეცვალოს ან გაყინვის შედეგად გამოიწვიოს დაშლა.
მარმარილოს მთავარი მინერალი არის კალციტი. სწორედ კალციტზეა დამოკიდებულება მარმარილოს სიმტკიცე, სინათლის გადაცემა და სხვა თვისებები. კალციტის კრისტალები ორმაგად რეფრაქციულია - ისინი გადასცემენ სინათლეს ორი მიმართულებით და მეტ სინათლეს ერთი მიმართულებით; ამიტომ, ამ მიმართულების პარალელურად იჭრება ფილები, რომლებიც უკეთესია გამოსაყენებლად, რადგან მისი გამჭვირვალობის ხარისხი მნიშვნელოვანად მაღალია. გათბობისა მარმარილოს ფილების დახრა იწვევს კალციტის კრისტალების თერმულ გაფართოებას .
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.