არქიტრავი
From Wikipedia, the free encyclopedia
არქიტრავი (ბერძ. arche — საწყისი, მთავარი და ლათ. trabs — კოჭი) — ანტაბლემენტის ქვედა ჰორიზონტალური ნაწილი, ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უშუალოდ სვეტისთავებს ეყრდნობა. დორეულ და ტოსკანურ ორდერებში ფართო, სადა ქვის კოჭია, იონურსა და კორინთულში - დანაწევრებულია ჰორიზონტალური შვერელებით.