![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Metro_Tbilisi_logo.svg/langka-640px-Metro_Tbilisi_logo.svg.png&w=640&q=50)
თბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის სწრაფი სატრანზიტო სისტემა / From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება „მეტროვაგონმაშის“ როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.
![]() | ||||||
მიმოხილვა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
მდებარეობა | თბილისი, საქართველო | |||||
ტრანსპორტის ტიპი | მეტროპოლიტენი | |||||
ხაზების რაოდენობა | 2 | |||||
სადგურების რაოდენობა | 23 | |||||
დღიური მგზავრთბრუნვა | ≈ 400 ათასი | |||||
წლიური მგზავრთბრუნვა | ≈ 138,8 მილიონი (2019)[1] | |||||
საიტი | ttc.com.ge | |||||
ფუნქციონირება | ||||||
ფუნქციონირების დაწყება | 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11) | |||||
ოპერატორ(ებ)ი |
თბილისის სატრანსპორტო კომპანია | |||||
ტექნიკური მახასიათებლები | ||||||
სისტემის სიგრძე | 27,3 კმ | |||||
|
2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა.[2] ექსპლუატაციაში, ძველი ცნობებით, 186 ვაგონია. მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზე (2019 წლამდე, 3-ვაგონიანი მატარებლები იხმარებოდა საბურთალოს ხაზზე).
ერთჯერადი მგზავრობის საფასური 1 ლარია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა).[3] 2022 წლის თებერვლიდან კი ამოქმედდა სააბონენტო სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც 1 დღიან აბონიმენტს, ასევე 1 წლიანს. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, შემადგენლობებს შორის 4-წუთიანი და 2,5-წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებია.
ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ა. ჯაფარიძე, ნ. ჭეიშვილი, მ. კობახიძე ამჟამად — გ. შარკოვი.