![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f1/Metrostation_Didube.jpg/640px-Metrostation_Didube.jpg&w=640&q=50)
დიდუბე (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდუბე — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ღრმაღელეს და გოცირიძის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 16 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
![]() |
ტერმინს „დიდუბე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიდუბე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები „დიდუბე“, ბაქნის მდებარეობა ...
„დიდუბე“ | |
---|---|
![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
![]() | |
ბაქნის მდებარეობა | 41°44′58″N 44°46′48″E |
ამოსასვლელი | 41°45′00″N 44°46′48″E |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 16 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-16) |
ტიპი | მიწისზედა |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
გ. მოძმანიშვილი ნ. ლომიძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი |
თორნიკე ერისთავის ქუჩა ტრანსპორტის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„დიდუბე“ ვიკისაწყობში |
დახურვა
მიწისზედა სადგური წარმოადგენს ღია პლატფორმას რკინაბეტონის გადახურვით. პლატფორმის ნაწილზე აღმართულია ორსინათლიანი ვესტიბიული — მსუბუქი რკინაბეტონის კარკასი დიდი შემინული ღიობებით. სადგური ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებულია კიბეებითა და გადასასვლელებით.[1]