From Wikipedia, the free encyclopedia
კონკორდი (ფრანგ. Aérospatiale-BAC Concorde ან Concorde) — ტურბორეაქტიული ძრავის მქონე ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენებოდა (აქტიური იყო) 1976 წლიდან 2003 წლამდე. კონკორდი ერთ-ერთია იმ ორი ზებგერითი ტრანსპორტიდან, რომლებიც კომერციულ მომსახურებაში შევიდნენ (მეორე რუსული წარმოების ტუპოლევ ტუ 144 იყო). ანგლო-ფრანგული ხელშეკრულების თანახმად კონკორდი ორმა კომპანიამ Aérospatiale-მ და British Aircraft Corporation-მ ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს, წარმოების მხრივაც ეს ორი კომპანია აწარმოებდა კონკორდს. მაღალი სიჩქარის გამო თვითმფრინავი მალევე გახდა პოპულარული, კონკორდს ბგერის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად შეეძლო ფრენა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 2.04 მახი იყო. თვითმფრინავს 92-დან 128-მდე მგზავრის გადაყვანა შეეძლო, პირველი გაფრენა კი 1969 წლის 2 მარტს შეასრულა, 1976 წლის 21 იანვრიდან მომსახურებაში მიიღეს, კონკორდი 27 წლის მანძილზე ასრულებდა კომერციულ ფრენებს.
კონკორდი | |
---|---|
Air France-ის კონკორდი | |
ფუნქცია | ზებგერითი ტრანსპორტი |
წარმოება | დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი |
შემქმნელი | BAC (დღეს BAe და BAE Systems) Sud Aviation (დღეს Airbus Group და Aérospatiale) |
პირველი გაფრენა | 2 მარტი, 1969 |
წარდგენა | 21 იანვარი, 1976 |
ჩამოწერა | 24 ოქტომბერი, 2003 (ჩამოწერის თარიღი) 26 ნოემბერი, 2003 (ბოლო გარფერა) |
სტატუსი | მოხსნილია ფრენებიდან |
მომხმარებლები | Air France British Airways Singapore Airlines Braniff International Airways |
წარმოების წელი | 1965–1979 |
რაოდენობა | 20 |
პროგ. ღირებულება | £1.3 მილიარდი |
ღირებულება | £23 მილიონი 1977 წელს £125 მილიონი 2015 წელს |
სხვადასხვა დანიშნულების ადგილებში ფრენასთან ერთად, კონკორდი რეგულარულად ასრულებდა ტრანსატლანტიკურ ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან და შარლ დე გოლის აეროპორტიდან ჯონ ფიცჯერალდ კენედის საერთაშორისო აეროპორტამდე, ვაშინგტონ დალესის საერთაშორისო აეროპორტამდე და გრენტლი ადამსის საერთაშორისო აეროპორტამდე. ამ მარშრუტებს კონკორდი სხვა სამგზავრო თვითმფრინავებთან შედარებით ნახევარ დროში ასრულებდა. მხოლოდ 20 კონკორდი აიგო, კონკორდის განვითარება საკმაოდ სერიოზულ ეკონომიკურ ზარალთან იყო დაკავშირებული. Air France-მ და British Airways-მა კონკორდების შესაძენად მნიშვნელოვანი სამთავრობო სუბსიდიები მიიღეს. კონკორდი 2003 წლის 26 ნოემბერს ჩამოწერეს (მოხმარებიდან ამოიღეს). მისი ჩამოწერა სხვადასხვა მიზეზბმა განაპირობეს, 2000 წელს პარიზში მომხდარმა კატასტროფამ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტებმა, ასევე Aérospatiale-სა და British Aircraft Corporation-ის შთამომავალი ფირმის Airbus-ის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც მათ კონკორდის ტექნიკური მხარდაჭერა შეწყვიტეს.[1]
ქარხნული № | სარეგისტრაციო № | ფრენები | ნაფრენი საათები | ამჟამინდელი მდებარეობა | ქვეყანა | |
---|---|---|---|---|---|---|
პირველი | ბოლო | |||||
F-WTSS (პროტოტიპი) | კოსმოსური მუზეუმი, ლე-ბურჟე, პარიზი | |||||
G-BSST (პროტოტიპი) | სამხედრო საჰაერო ძალების მუზეუმი, იოვილტონი | |||||
G-AXDN (საცდელი) | ომის საიმპერიო მუზეუმი, ლონდონი | |||||
F-WTSA (საცდელი) | მუზეუმი დელტა, Paris-Orly, პარიზი | |||||
F-WTSB | აეორობუსის შტაბ-ბინა, ტულუზა | |||||
G-BBDG | ბრუკლენდსის მუზეუმი, ვეიბრიჯი | |||||
F-BTSC (F-WTSC) | ჩამოვარდა პარიზში, 2000 წელს (რეისი 4590) | |||||
G-BOAC | მანჩესტერის აეროპორტი, რინგვეი | |||||
F-BVFA | აკემ-ი, Washington Dulles-ის აეროპორტი, ვირჯინია | |||||
G-BOAA | ფრენის საერთაშორისო მუზეუმი, ედინბურგი | |||||
F-BVFB | ავტო და ტექნიკის მუზეუმი, ზინსჰაიმი | |||||
G-BOAB | ჰითროუს აეროპორტი, ლონდონი | |||||
F-BVFC | აეორობუსის შტაბ-ბინა, ტულუზა | |||||
G-BOAD | საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური მუზეუმი, ნიუ-იორკი | |||||
F-BVFD | 1994 წელს დაშალაეს ლე-ბურჟეს აეროპორტში | |||||
G-BOAE | გრენტლი ადამსის აეროპორტი, კრაისტ ჩარჩი | |||||
F-BTSD (F-WJAM) | ავიაციის და კოსმონავტიკის მუზეუმი, ლე-ბურჟე | |||||
G-BOAG (G-BFKW) | ავიაციის მუზეუმი, სიეტლი, ვაშინგტონი | |||||
F-BVFF (F-WJAN) | შარლ დე გოლის აეროპორტი, პარიზი | |||||
G-BOAF (G-BFKX) | ფილტონის აეროდრომი, ბრისტოლი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.