![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/48/P-38_Lightning_head-on.jpg/640px-P-38_Lightning_head-on.jpg&w=640&q=50)
თვითმფრინავი
From Wikipedia, the free encyclopedia
თვითმფრინავი (მოძველებული სახელწ. აეროპლანი) — ატმოსფეროში საფრენად განკუთვნილი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. განასხვავებენ სამხედრო (საბრძოლო თვითმფრინავები და სპეციალური ავიაციის თვითმფრინავები) და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/48/P-38_Lightning_head-on.jpg/640px-P-38_Lightning_head-on.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b5/F16c.jpg/640px-F16c.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4c/Helios_in_flight.jpg/640px-Helios_in_flight.jpg)
თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში, ხოლო თავად გამოგონება — „პირველ სტაბილურ და კონტროლირებად ჰაერზე მძიმე კვებით აღჭურვილ ფრენად.“[1] 1905 წელს მათმა შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით ნომერი 821,393.