მთვარე
დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი / From Wikipedia, the free encyclopedia
მთვარე (სომბოლო: ☾ ან ☽) — დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი და ჩვენთან უახლოესი ციური სხეული. მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი, და უდიდესი თანამგზავრებს შორის ზომის შეფარდებით იმ პლანეტასთან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ. აგრეთვე, დღეს ცნობილი თანამგზავრების სიმკვრივეებს შორის, ის ამ მაჩვენებლით მეორეა (იუპიტერის თანამგზავრ იოს შემდეგ). მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა“-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის მასაა 7022734770000000000♠7.3477×1022 კგ, საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 000 კმ-ია (პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ-ია და აპოგეუმში 405 696 კმ.), დიამეტრი 3 476 კმ-ია.
სწრაფი ფაქტები დაკვირვებათა მონაცემები, ორბიტალური მახასიათებლები ...
მთვარის ხილული მხარე | |
მთვარის უკანა მხარე | |
დაკვირვებათა მონაცემები | |
---|---|
ორბიტალური მახასიათებლები | |
თანამგზავრი | დედამიწა |
ორბიტის ტიპი | ელიფსი |
ექსცენტრისიტეტი | 0.0549 |
პერიცენტრი |
≈362 600 კმ (356 400–370 400) |
აპოცენტრი |
≈405 400 კმ (404 000–406 700) |
დიდი ნახევარღერძი | ≈384 748 კმ |
ორბიტალური პერიოდი (სიდერული თვე) |
27.321661 დღე (27 დღე, 7 სთ, 43 წთ, 11,5 წმ) |
ორბიტალური პერიოდი (სინოდური თვე) |
~29.530589 დღე (29 დღე, 12 სთ, 44 წთ, 2,9 წმ) |
ორბიტალური სიჩქარე | ~1.022 კმ/წმ |
ორბიტის დახრა (ეკლიპტიკის მიმართ) |
~5.145° |
აღმავალი კვანძის გრძედი | 18.5996 წელი |
პერიგეუმის არგუმენტი | 8.8504 წელი |
ბრუნვის ღერძის დახრა (ეკლიპტიკის მიმართ) |
~1.5° |
ფიზიკური მახასიათებლები | |
ბრუნვითი მახასიათებლები |
დახურვა