ციური სხეული
From Wikipedia, the free encyclopedia
ციური სხეული[1], ცის სხეული[2], კოსმოსური სხეული — სამყაროში არსებული ნებისმიერი მატერიალური სხეული, რომელიც დედამიწაზე მყოფმა დამკვირვებელმა შეიძლება აღმოაჩინოს ცაზე პირდაპირი დაკვირვებით ან არაპირდაპირი მეთოდებით. ცის სხეულებია: პლანეტები, პლანეტის თანამგზავრები, კომეტები, მეტეორები, ასტეროიდები, მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ვარსკვლავთშორისი გარემოს ღრუბლები და ნისლეულები, კვაზარები და სხვა; აგრეთვე კოსმოსური აპარატები ფრენის მომენტში. ცნება ცის სხეული პირობითა. მაგალითად მთვარეზე მყოფი დამკვირვებლისათვის ცის სხეული დედამიწაა, მთვარე კი — არა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხეული (მრავალმნიშვნელოვანი). |