ციური სხეულები, რომლებიც გარს უვლიან ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტას ან უფრო პატარა სხეულ From Wikipedia, the free encyclopedia
თანამგზავრები — ციური სხეული, რომელიც გრავიტაციის გავლენის ქვეშ გარე სივრცეში ბრუნავს გარკვეული ტრაექტორიის გასწვრივ (ორბიტაზე) სხვა ობიექტის გარშემო.
„თანამგზავრის“ სახელწოდება პირველად გამოიყენა იოჰანეს კეპლერმა თავის ნაშრომში Narratio de Iovis Satellitibus, რომელიც გამოქვეყნდა 1611 წელს ფრანკფურტში[1]. ზოგჯერ ბუნებრივ თანამგზავრებს მთვარეებსაც უწოდებენ ხოლმე.
ასტრონომებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ თანამგზავრი უნდა ჩაითვალოს ცენტრალური სხეულის (ვარსკვლავი[2], პლანეტა, ჯუჯა პლანეტა ან ასტეროიდი) ირგვლივ ბრუნავ ობიექტად მაშინ, თუ ამ ობიექტისა და ცენტრალური სხეულისგან შემდგარი სისტემის ბარიცენტრი მდებარეობს ცენტრალური ობიექტის შიგნით. თუ ბარიცენტრი მდებარეობს ცენტრალური ობიექტის გარეთ, მაშნ ობიექტი არ უნდა ჩაითვალოს თანამგზავრად, არამედ სისტემის ნაწილად, რომელიც შედგება ორი ან მეტი პლანეტისაგან (ჯუჯა პლანეტები, ასტეროიდები). თუმცა, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ჯერ არ აქვს მკაცრად განსაზღვრული თანამგზავრის განსაზღვრება. კერძოდ, ასტრონომთა საერთაშორის კავშირი აგრძელებს ქარონის განხილვას პლუტონის თანამგზავრად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.