ნეპტუნიუმი[1][2] (ლათ.Neptunium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 93. tდნ — 639±3 °C, tდუღ — 4174 °C, სიმკვრივე — 20.45 გ/სმ3. ვერცხლისებრი ბზინვარების რბილი ლითონი. 1940 წელს აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა ე. მაკმილანმა და ფ. ეიბლსონმა. 1973 წლისათვის მიღებული იყო ნეპტუნიუმის 15 იზოტოპი. ყველაზე მდგრადია (T1/2=7006214400000000000♠2.144×106 წ). ნეპტუნიუმი ქიმიური თვისებებით ემსგავსება ურანსა და პლუტონიუმს. ნაერთებში მისი ჟანგვის ხარისხი+2-დან +7-მდეა. ხსნარებში წარმოქმნის , , (ყველაზე მდგრადი), და იონებს. ნეპტუნიუმი ბუნებაში აღმოჩენილია უმნიშვნელო რაოდენობით. ღებულობენ ხელოვნურად. ნეპტუნიუმს (განსაკუთრებით β-რადიოაქტიურ იზოტოპს ) ძირითადად იყენებენ სამედიცინო კვლევისათვის.
ნეპტუნიუმი
93Np
[237]
5f4 6d1 7s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...